• რეკლამა
  • კონტაქტი
07:35, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია” – ზაზა ფირალიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:23 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,891

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, ზაზა ფირალიშვილი:

2004 წელს ნანზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომიწია მუშაობა. საგანგებოდ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ იქ არც ერთი ქართული წიგნი არ იყო. ქართულად წმინდა წერილიც კი არ ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა რედაქციებსა თუ სხვადასხვა ანბანით გამოცემულებზე. რუსულ, სომხურ, აფრიკულ თუ აზიურ ენებზე გამოცემულ ბიბლიებს კი მთელი კედელი ეკავა. წინა წელს ასეთივე მდგომარეობა დამხვდა სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. რამდენიმე ადამიანს შევჩივლე ამის შესახებ, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ერთმა მათგანმა ტყუილიც იკადრა, ნანზანში ქართული ბიბლიები უკვე გამოვაგზავნეო. რამდენიმე თვე ტყულად ველოდი. მინდოდა, მისი სახელით უნივერსიტეტის რექტორისთვის გადამეცა. დღემდე არ ჩასულა ეს გზავნილი.
როდესაც ბატონი გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, მსოფლიოს ბევრ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხის გახსნა იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი მისი შრომის დასაფასებლად. მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს არათუ ოპონენტებთან, ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა. არადა, სახელმწიფო სხვაგვარად ვერ აშენდება.
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved