• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მზის ელექტროსადგურმა 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა

ალია ავტორი - ალია
13:44 12-22-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, 280 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურით, რომელმაც ექსპლუატაციაში შესვლიდან 7 თვის მანძილზე, 211 600 კვტ.სთ-ზე მეტი მწვანე ენერგია გამოიმუშავა, ასევე, მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის დამონტაჟებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტრადიციული გზით მოხმარებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებითა და სათავო ოფისის მთელ პერიმეტრზე მზის ენერგიაზე მომუშავე თვითდამუხტვადი სენსორული გარე განათების სისტემის მოწყობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევა 84,6 ტონით შეამცირა.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებით, ცენტრი ეხმიანება „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს და მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის გამოყენების გზით გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას, ნახშირორჟანგის გაფრქვევის მინიმიზაციას, ასევე, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კუთვნილ სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნას. მისივე განმარტებით, მსგავსი მაღალეფექტური, ალტერნატიული და ენერგოდამზოგი პროექტების დანერგვა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა კონკრეტულმა კომპანიამ, მწვანე ინვესტიციის განხორციელების გზით, პოზიტიური წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი მიმართულებით და რეალურად, მნიშვნელოვნად შეამციროს, როგორც გარემოზე ზიანი, ასევე, მიმდინარე ხარჯებიც.

„ორივე ენერგოეფექტური პროექტის განხორციელებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულ თანხვედრაშია ტოიოტას ფილოსოფიასა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. ტოიოტა პირველი ავტომწარმოებელია, რომელმაც მიზნად დაისახა ექვსი გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევა, რომლებსაც 2050 წლამდე ეტაპობრივად ასრულებს. გამოწვევებს შორის ერთ-ერთია CO 2 -ის ნულოვანი ემისია არა მხოლოდ წარმოების პროცესსა და ავტომობილის სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში, არამედ ყველა იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასა და სივრცეში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ტოიოტას ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ CO 2 -ის შემცირებისადმი მიმართულ აქტივობებს 2024 წლის მანძილზეც განსაკუთრებულ პრიოტეტს მიანიჭებს“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგური, წინასწარი გაანგარიშებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 000 კვტ.სთ მწვანე ენერგიით მოამარაგებს, რითაც ნახშირორჟანგის ემისიას, დაახლოებით, 130 ტონით შეამცირებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!
ახალი ამბები

სილქნეტის “როუმინგ პასის” ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა!

12:07 06-10-2026
ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved