• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემა არ მუშაობს, მერიას სადავეები გაექცა ხელიდან – მარსის კოლონიზაცია იწყება, ჩვენთან თურმე საცობებს watts app-ში აგვარებენ “mzevar” და “piar” – ჩემი ქალაქი მკლავს

ალია ავტორი - ალია
19:16 12-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩემი ქალაქი მკლავს, სოციალურ ქსელში, გუშინდელ საცობზე წერს:

გუშინ თბილისში რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ თბილისის მერიას არ აქვს არავითარი გეგმა საცობების აღმოფხვრისთვის, მეტიც, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს უფროსმა ავტოსაგზაო შემთხვევებსაც კი დააბრალა გუშინდელი კოლაფსი და ამას ვიღაც მართლა დაიჯერებს ?
2023 წელი სრულდება და იმის ფონზე, რომ მარსის კოლონიზაცია იწყება, ჩვენთან თურმე საცობებს watts app-ში აგვარებენ “mzevar” და “piar ” .
სად არის ჭკვიანი კამერები, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური თანამგზავრიდან დაკვირვება და ა.შ. რომლებიც მიმართული უნდა იყოს ამ პრობლემის მოგვარებაზე ?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია არის ჩვენ მიერ არჩეული და დაქირავებული სტრუქტურა, რომელმაც ისე უნდა მართოს ქალაქი, რომ თბილისის მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილები, გუშინ ეს ყველაფერი ნამდვილად არ იგრძნობოდა (ძირითადად ყოველთვის ასეა). მოქალაქეს, რომელიც დილით მიდის სამსახურში, მთელი დღე მიზერულ ხელფასზე მუშაობს და რომლის გადასახადებითაც ბიუჯეტი ივსება, სამსახურში წასვლა და სახლში დაბრუნება ნერვებისა და დროის ფასად უჯდება, თუნდაც ავტომობილით და თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა არ მუშაობს, მერიას სადავეები გაექცა ხელიდან ❗️
ცალკე აღებული ავტობუსის ზოლები, სადაც დაბურულმინებიანი მანქანები უფრო მეტია, ვიდრე ავტობუსი, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ, მეორე მხრივ, ქალაქის ქაოსური განაშენიანება მიმდინარეობს❗️
ეს უნდა იყოს მოქალაქეებზე მორგებული ერთი მთლიანი სისტემა, რათა შევძლოთ, უსაფრთხოდ ვიაროთ ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით , ეკომეგობრული ტრანსპორტითა და ავტომობილით❗️
ფაქტია, ვერ აგვარებთ ამ ყველაფერს და ჩამოიყვანეთ უცხოელი გამოცდილი ექსპერტები, გააკეთეთ საჯარო განხილვა, მოიწვიეთ ყველა დაინტერესებული პირი (არა მარტო თქვენთვის მისაღები პირები) და ერთად ყველამ გადავწყვიტოთ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს თბილისი, რათა უმთავრესი პრობლემა, ქაოსური განაშენიანება, საცობი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობა, მოგვარდეს, ასე ხდება ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქალაქში და ასე უნდა მოხდეს აქაც?
ეს ქალაქი და ქვეყანა ხალხისაა და არავის დაუტოვებია თქვენთვის ძღვენად, თქვენც ხალხის მიერ ხართ არჩეული და ხალხი გიხდით ხელფასს, ამიტომ კეთილი ინებეთ და ემსახურეთ ხალხს❗️
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly

(ვიდეო) – სახანძრო საცობშია, “სასწრაფო” ვერ მიდის – სრული პასუხისმგებლობა თბილისის მერიას – ჩემი ქალაქი მკლავს

“ხელით ვეხმარებით”– ერთი ავარია, რომელმაც გამოიწვია ვაკის, საბურთალოს და ვარაზისხევის პარალიზება – ვიქტორ წილოსანი

თეგები: ჩემი ქალაქი მკლავს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved