• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სკოლის ბუფეტში ყველა კოტლეტი ვიყიდეთ და მომიტინგეებთან გავიპარეთ…” – თამარ ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
15:00 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
764
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ერში უმნიშვნელოვანეს დღეს – გიორგობას გილოცავთ ყველას. ქართველების ცნობიერებაში წმ. გიორგის არქეტიპი, როგორც მებრძოლის ღრმად გამჯდარი გვაქვს. სწორედ გიორგობას და ქართველების ერთიან ბრძოლას უკავშირდება იმპერიალისტურ რუსეთთან ერთი ბმის წყვეტა ვარდების რევოლუციით, ახლა 20 წლის თავზე, ისევ საბრძოლო გვაქვს, ისევ უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება. წმინდა გიორგი გვეწეოდეს ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში საქართველოსთვის ??
⚘️??20 წლის წინ, ვარდების რევოლუციის დღეებში სკოლის მერხიდან მიტინგზე გავიპარეთ ბავშვები. გეოგრაფიის მასწავლებელმა ნორა ტარიელაშვილმა გვითხრა, რომ გაკვეთილები სამშობლოს წინაშე “ჩავატაროთო” და მიშა სააკაშვილის სანიმუშო მოსწავლეობაზე გვესაუბრა. სკოლის ბუფეტში ყველა კოტლეტი ვიყიდეთ და მომიტინგეებთან გავიპარეთ (9 აპრილ გამოვლილ მშობლებს განსაკუთრებულად ეშინოდათ ჩვენი – ბავშვების რუსთაველზე გაშვება) მე-10 კლასში ვიყავი მაშინ…
ახლა, უკვე ჩემი შვილი Gio პირველ კურსელია და ისევ რუსთაველზე ვდგავართ, ისევ რუსების წინააღმდეგ, ისევ საქართველოსთვის ?? ამჯერად, დიდი იმედით ????
ჩემს შვილს სკოლაში შეშა და ნავთი არ უტარდება, არც გაკვეთილები მოუმზადებია ჩემსავით სანთლის და სარკიანი ლამფის ნათების ქვეშ. არც შებინდებულ თბილისში გაშვების შემშინებია… სკოლაში რომ შევიდა, საქართველოს დროშას საქართველოს ჰიმნის ფონზე დილაობით აღმართავდნენ ბავშვები. მე და ჩემს შვილს გავლენიანი ახლობლები არც აბიტურიენტობისას გვიძებნია, ორივემ რეფორმირებული ეროვნული გამოცდები ჩავაბარეთ – მე პირველი, გიომ ამაწლის. მე ჩემს გზას მივყვები. იმედი მაქვს, ჩვენი ბრძოლით, ქართველების ერთიანობით და წმინდა გიორგის შეწევნით ჩვენს შვილებს უკეთეს საქართველოში მოუწევთ თავიანთი წილი გზის გავლა და მერე – თავისუფალი საქართველოს თავიანთი შვილებისთვის გადაცემა.
მე 2003 წლის 23 ნოემბერს ვიგრძენი, რომ ნამდვილი, არამარიონეტული სახელმწიფოს შვილი ვიყავი და ამას დასაბამი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგობას დაუდო ❤ საქართველო ჩვენი დასაბრუნებელია ??
#FreeMisha
#დიდებასაქართველოს ??⚘️
#არაიქოცო ?

http://

 

თეგები: თამარ ბუჩუკური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved