• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მოვიქცეთ, თუ გვინდა რომ სამყარომ სურვილები აგვისრულოს? – საოცარი კვლევა

ალია ავტორი - ალია
17:01 04-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

კვანტურ ველთან კომუნიკაცია, ძირითადად, აზრებისა და გრძნობების საშუალებით ხდება. ვინაიდან ჩვენი აზრები თავად არის ენერგია (ტვინის ელექტრული იმპულსები მარტივად შეიძლება გავზომოთ ისეთი მოწყობილობებით, როგორიცაა ენცეფალოგრაფი), სწორედ ისინი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან არხს, რომლის მეშვეობითაც სიგნალებს კვანტურ ველს გადავცემთ.

მოგითხრობთ ერთ საოცარ კვლევაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენი აზრები და გრძნობები ნამდვილად ახდენს გავლენას მატერიაზე.

ეს ექსპერიმენტი კალიფორნიაში ჩატარდა, სამედიცინო ცენტრში „გულის მათემატიკა“. მის სპეციალისტებს მრავალი უნიკალური გამოკვლევა აქვთ ჩატარებული, მათ შორის, ემოციების ფიზიოლოგიისა და გულისა და ტვინის ურთიერთქმედების სფეროში.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა დოქტორმა გლენ რეინმა, უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტმა, გადაწყვიტა შეემოწმებინა ბიოლოგიურ სისტემაზე ხალხურ მკურნალთა ზემოქმედების უნარი. იმის გამო, რომ დნმ-ის მოლეკულა უფრო სტაბილურია, ვიდრე უჯრედები ან ბაქტერიული კულტურები, გადაწყდა, რომ მკურნალები დნმ-ის შემცველ სინჯარებზე მოახდენდნენ ზემოქმედებას.

მათ შეძლეს დაედგინათ კავშირი ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და გულის რიტმს შორის. დადგინდა, რომ ნეგატიური ემოციები (მაგალითად, რისხვა ან შიში) არღვევს გულის რიტმს, ხოლო დადებითები (სიყვარული ან სიხარული), პირიქით, მას მკაფიოს ხდის. ცენტრის სპეციალისტებმა ამგვარ რიტმულ სურათს გულის გამართულობა უწოდეს.

ექიმმა რაინმა პირველად 10 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი გამოიკვლია, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ცენტრში შემუშავებულ გულის გამართულობის ტექნიკას. ამ ტექნიკის გამოყენებით, მონაწილეები ძლიერ პოზიტიურ გრძნობებს იწვევდნენ (მაგალითად, სიყვარული და მადლიერება) და შემდეგ ორი წუთის განმავლობაში ხელში ეჭირათ სინჯარები გამოხდილ წყალში მოთავსებული დნმ-ის ნიმუშებით. ამ ნიმუშების ანალიზისას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.

მეორე ჯგუფის სპეციალურად მომზადებულმა მონაწილეებმაც იგივე გააკეთეს, მაგრამ მცირე ცვლილებით: მათ არა მხოლოდ გამოწვიეს საკუთარ თავში სიყვარულის და მადლიერების დადებითი ემოციები (გრძნობები), არამედ ამავე დროს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეზე ფიქრობდნენ – დნმ-ის სპირალების დახვევაზე ან გაშლაზე. ამჯერად შედეგების ანალიზმა სტატისტიკურად დნმ-ის მოლეკულების კონფორმაციის (ფორმის) მნიშვნელოვანი ცვლილებები აჩვენა. ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა დნმ-ის სპირალის 25%-იანი დახვევა ან გაშლა!

მესამე ჯგუფის მონაწილეები, რომლებმაც ასევე გაიარეს სპეციალური ვარჯიში, გონებაში აყოვნებდნენ დნმ-ის შეცვლის მკაფიო განზრახვას, მაგრამ მათ დავალება მისცეს – არ გამოეწვიათ საკუთარ თავში ხელსაყრელი ემოციური მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ცდილობდნენ მატერიაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ აზროვნების ძალის გამოყენებით (განზრახვით). შედეგი? ნულოვანი!

პოზიტიურმა ემოციურმა მდგომარეობამ, რომელშიც პირველი ჯგუფის მონაწილეები იმყოფებოდნენ, თავისთავად არ იმოქმედა დნმ-ზე. მესამე ჯგუფის მონაწილეთა მტკიცე ჩანაფიქრს, რომელიც ემოციებით არ იყო გამყარებული, ასევე შედეგი არ მოჰყოლია. სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როდესაც სუბიექტებმა თავიანთი აზრებში მკაფიო მიზანი შეინარჩუნეს და ის პოზიტიური ემოციებით განამტკიცეს.

შედეგი: გაცნობიერებულ განზრახვას ენერგეტიკული საწვავი სჭირდება, კატალიზატორი – და ასეთ კატალიზატორად სასიამოვნო ემოციები გვევლინება. გული და გონება ერთად, გამართულად მუშაობენ. თუ ჩვენს ამდაგვარ მდგომარეობაში ყოფნას სულ რაღაც 2 წუთში დნმ-ის სპირალის დახვევა და გაშლა შეუძლია, რამხელა შესაძლებლობების პატრონები ვყოფილვართ!

დოქტორ რეინის ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ კვანტური ველი არ რეაგირებს ჩვენს სურვილებზე – წმინდა ემოციურ თხოვნებზე. ის ასევე არ რეაგირებს ჩვენს მიზნებზე ანუ აზრებზე. კვანტური ველი გვპასუხობს მხოლოდ მაშინ, როცა აზრები და ემოციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე სიგნალს გადასცემენ. როდესაც გულიდან წამოსული დადებითი ემოცია თანხვდება მკაფიოდ ფორმულირებულ შეგნებულ განზრახვას, კვანტური ველი იღებს სიგნალს, რომელსაც ნამდვილად გასაოცარი პასუხები მოჰყვება.

nostal.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved