• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“…და მე გადავწყვიტე შურისძიება”– რას წერს გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
13:53 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
? დღეს მნიშვნელოვანი დღეა – დავიწყე უკიდურესად შემცირებული ანტიდეპრესანტის დღეგამოშვებით მიღება და მალე სრულად შევწყვეტ.
ამას წინ ჯოჯოხეთური წელიწადნახევარი და მერე ტურბულენტური წელიწადი უძღოდა – უკვე გამოჯანმრთელების.
და მე გადავწყვიტე შურისძიება. არა კონკრეტულ ადამიანებზე, ეგ იოლი საქმე იყო და კაცმა რომ თქვას, არც ღირან ამად – ზედმეტად ზედაპირულები და უგემოვნოდ ტრაგი-კომიკურები არიან. არამედ შურისძიება საკუთარ თავზე. და დავისახე დიდი მიზნები. და აი, ამბები განსასჯელად, რომელთაც ვეჭიდები:
პირველი და მნიშვნელოვანი საკუთარი თავის შესწავლაა – იმ ობსესიების და შფოთვების გენეზისის დადგენა, მათი გაჩვეულებრივება, ბიოქიმიის მართვის მცდელობა და სხვანი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia –
პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, დამწერლობის მუზეუმი, ახალი საცავები, ციფრული ლაბორატორიების განახლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მემორანდუმი ოცზე მეტ მსხვილ ქართულ ბიზნესთან.
ეკვილიბრიუმი • Equilibrium – სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მომარაგება და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა – უახლოესი გაიხსნება რომში, ემპოლიში და ბარიში, მერე – რიზე, დუბლინში, ათენში და აშშ-ს რამდენიმე ქალაქი.
დავწერე და გამოიცა ორი წიგნი – ორივე განსხვავებული – ერთი ფეხბურთელზე და მეორე პოეტური კრებული #ახალისიმღერები – პირველი – ეროვნული ბესტსელერის, მეორე – ვფიქრობ, ძალიან ამბიციური ლიტერატურული დონის. მალე გამოვა #თომასზღაპრები ს მეორე ნაწილი. ვწერ კიდევ ორ ტექსტს – ასევე ორივეს განსხვავებულს, პირველი – #წერილებიჩემიბავშვობიდან მცდელობაა იმისა, რომ გაცილებით სრულყოფილი #გურულიდღიუები შეიქმნას და მეორე – #ობსესიები – პირველ სერიოზულ რომანზე მუშაობა.
ძალიან მალე წიგნი ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაშიც გამოიცემა, რომლის პროდიუსერიც ვარ, გარდა ავტორისა. პროექტის მხარდამჭერები უმსხვილესი იტალიური მედია-გამოცემები არიან.
ვასრულებ მუშაობას ,,ბჰაგავდგიტას” პოეტურ თარგმანზე, პრაბჰუპადასა და ვივეკანანდას კომენტარებით.
ვამუშავებ სადოქტორო მიმართულებას – ,,ფოლკლორის ფსიქოთერაპია” და ამით ვასრულებ ჩემი მასწავლებლის – ზურაბ კიკნაძის ანდერძს.
აღვადგინეთ ლეგენდარული LIB.GE და დავაფუძნეთ lib-აკადემია, რომელიც გულისხმობს პირველ სტრუქტურულ კერძო ონლაინ სკოლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
დაიწყო გადაღებები ფილმის #გურია (რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი) რომელიც შვიდი ქვეყნის კოპროდუქციაა და ვარ სცენარის ავტორი და პროდიუსერი.
ვგეგმავ საკუთარი მინი-ფილმების #სოფლებიდაადამიანები სერიის გაგრძელებას ნათელა გრიგალაშვილთან ერთად.
ვაგრძელებ მუშაობას ტელევიზიაში, საკუთარი ლიტერატურული რუბრიკით ახალი დღე • 1tv.ge და ვგეგმავ რადიოსაც.
ვმუშაობ მასწავლებლად European School – ევროპული სკოლა – და ვწერ სტატიებს ინტერნეტ-გაზეთისთვის Mastsavlebeli.Ge
ვკითხულობ საჯარო ლექციებს სკოლებში და უნივერსიტეტებში.
ვმუშაობ მოხალისედ ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის სოლიდური სიმსივნის მქონე ბავშვებთან და ასევე ვცდილობ მენტალური ჯანმრთელობის სფეროს მოხალისეობასაც.
ვუძღვები #გურულიდღიურებისფონდი – ს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს სტიპენდიას უნიშნავს.
და ამის უკან დგას უამრავი პერსონალური და ბიუროკრატიული ამბავი.
და მე ადამიანის ძალის მჯერა.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved