• რეკლამა
  • კონტაქტი
18:22, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს, ნაშუადღევს მიკი გარდაიცვალა, მიკიზე არავინ დაწერს ან ვინ უნდა დაწეროს – რა დროს მიკია?” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
00:50 10-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,396

მწერალი, გიორგი კეკელიძე:

დღეს, ნაშუადღევს მიკი გარდაიცვალა. ჩემი მეზობლის ძაღლი. მიკიზე არავინ დაწერს ან ვინ უნდა დაწეროს – რა დროს მიკია?

მაგრამ მე ვწერ. მე ვეღარავინ მიწყვეტს, რა დროს რა უნდა ვიდარდო, რა დროს და როგორ. ამიტომაც არ დავურთავ ამ წერილს სავალდებულო და თითქოს ბოდიშისმაგვარ წინადადებას, ამგვარი დასაწყისით: ,,მაშინ, როცა..”

ხოლო მიკი წავიდა ჩუმად. არც უტირია, არც ხმა გაგვიგია მისი. უბრალოდ იწვა და იყურებოდა. ცოტა გაკვირვებული. ალბათ სიცოცხლეს უყურებდა, როგორც უცნაურ გაუგებრობას, ისე უცებ რომ ჩაირბინა, როგორც გამცილებელი ნათესავის ბავშვი ჩაირბენს ხოლმე სადგურზე ვაგონის ფანჯარასთან, როცა მატარებელი დაიძვრება.

მიკი იყო პატარა ძაღლი, სწრაფი, არა – უსწრაფესი, წარმოუდგენლად მოუსვენარი. თან მშიშარა და თან მოსიყვარულე. ცახცახით წვებოდა და ასე ითხოვდა მოფერებას. მიკი ერთი წლისაც არ იყო და მიკი ხშირად დადიოდა ჩვენთან სტუმრად. ცუგი, კუსა და მიკი თამაშობდნენ. ესენი დიდები ტანად – ის ძალიან პატარა. გუშინ მიკი ცუდად გახდა, დილიდან არც ჭამა და არც წყალი დალია. ბანცალით მოვიდა და იქ დაწვა, სადაც თამაშისას წვებოდა ხოლმე და აღარ ინძრეოდა. ცუგი და კუსა გაკვირვებული უყურებდნენ მიკის და მერე მიკი წავიყვანეთ ექიმთან და იქ თითქოს უკეთ გახდა შუაღამისას და მერე ექიმმა თქვა, რომ ახლა წაიყვანეთ სახლში და ხვალ შევხედოთ. რადგან ექიმებმა ხშირად არ იციან, რა არის სიცოცხლე, რომ სიცოცხლეს ჭირდება დღეს შეხედვა – ბოლომდე, თუ დღეს არ შევხედეთ – ხვალ ვეღარ შევხედავთ. მაგრამ ექიმმა რაც თქვა, ეგ თქვა. ექიმმა გადასხმა სხვა ძაღლს დაუდგა და ჩვენ მიკი წამოვიყვანეთ.

დღეს, ერთ სკოლაში ბავშვებს ვხვდებოდი, როცა მეზობელმა გოგომ მომწერა: ,,გიორგი, მიკი მოკვდა!” და მე მომინდა, რომ მეტირა, მაგრამ გამახსენდა, რომ ძაღლის გამო ტირილი, მით უფრო ხალხში, ალბათ სირცხვილია – ,,მაშინ, როცა…”

და არ ვიტირე. მერე მანქანაში, ყველა ვიდეო წავშალე, სადაც მიკი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ვერ იქნებოდა იოლი საქმე მათი ცქერა. ადამიანმა კიდევ სიცოცხლის გასაძლებად დავიწყება გამოიგონა. ყველა წავშალე ან შეიძლება დამრჩა რომელიმე, უფრო ძველი. მერე წავშლი.

ახლა ვტირი და ზუსტად ვიცი, რომ ადამიანმა უნდა იტიროს ძაღლი. მათ შორის ,,მაშინ, როცა ერთმანეთს ხოცავენ”, რადგან ვინც ხოცავს, იმიტომ ხოცავს, რომ მას არ ასწავლეს რა არის სიცოცხლე. ან არ ისწავლა. და ტირილი არ შეუძლია.

დღეს მიკი სხვაგან დაიძინებს, მაგრამ ვიცი, რომ შუაღამისას ადგება და ჩვენთან მოვა. ჩემი, კუსას და ცუგის სიზმარში. და ეს სიზმარი იქნება ერთიანი. და მზიანი. და თბილი.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved