• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გერმანულმა პრეცედენტმა რუსეთისათვის დამამცირებელი ელფერი შეიძინა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
23:54 09-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,407

დეპუტატი, რომან გოცირიძე:

“გერმანულმა პრეცედენტმა რუსეთისათვის კომიკური და დამამცირებელი ელფერი შეიძინა.

გასულ წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვწტილება, რომ აკრძალულიყო რუსეთიდან 160 დასახელების საქონლის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესი თითქმის ერთი წელია რაც მოქმედებს, მხოლოდ ორი თვის წინ გერმანიის საბაჟოს ერთ-ერთი მოხელის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი-მან გერმანიაში ჩასულ რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილი ჩამოართვა. ეს პირადი მოხმარების ქონებაა და არა გასაყიდად შემოტანილიო, გააპროტესტა მოქალაქემ. მებაჟემ დააძრო ევროკავშირის გადაწყვეტილება, სადაც არ იყო დაკონკრეტებული, ეხებოდა თუ არა გამონაკლისი პირად ნივთებს. ამასობაში კი, მანქანის კონფისკაციაც განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები? ევროკომისიამ ორიოდე დღის წინ გაავრცელა განმარტება, რომ ეს წესი ეხება ყველა სანქცირებულ საქონელს, შეაქვს ეს ევროკავშირში ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, პირადი მოხმარების თუ გაყიდვის მიზნით. გამოდის, რომ ევროპაში შესვლისას ჩამოგართმევენ არა მხოლოდ ავტომობილს, არამედ მობილურ ტელეფონს, პარფიუმერიას, კბილის პასტას, საპონს, ფოტოაპარატს, ფეხსაცმელს, კაბას და ასე
შემდეგ.

იმ კაბის ჩამორთმევას როგორ მოახერხებენ, რომელიც ტანზე აცვიათ, ნამდვილად ვერ გეტყვით?. ძალიან გაუმართლებთ, თუ შარვალი და მაისური არ შედის სანქცირებული საქონლის ჩამონათვალში. ამით შეიძლება შეაღწიონ ევროპაში, ვიზას თუ გამოჰკრეს ხელი, მაგრამ ფეხსაცმელს რას უზამენ? სანახავია, სპორტული გორგოლაჭები თუ არის დასაშვები.?

ევროკომისიის განმარტებით, ყველა ქვეყანას ეძლევა უფლება გადაწყვიტონ, პირადი მოხმარების საგნებზე თუ როგორ გამოიყენებენ ამ წესს. როგორც ამბობენ, ფინეთი ჯერჯერობით არ აპირებს ავტომობილების კონფისკაციას, სამაგიეროდ გერმანიამ ბოლომდე დავიცავთ დადგენილებასო.

ჰო, კინამ დამავიწყდა, ქალის და კაცის საცვლებიც სანქცირებულია”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved