• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და როგორ გვართმევს მთავრობა ფულს? – ბესო ნამჩავაძე

ალია ავტორი - ალია
16:31 09-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე:

საიდან აქვს მთავრობას ფული და რაში ხარჯავს
ნაწილი მეორე
ვწერდი, რომ მთავრობას ფული ძირითადად მოსახლეობიდან აკრეფილი გადასახადებიდან აქვს
მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცოდეს (მითუმეტეს თუ ბიზნესი არ აქვს), როდის გვართმევს მთავრობა ფულს
დავწერ 2022 წლის მაგალითზე, რადგან გასულ წელზე უკვე ყველა ფაქტობრივი მონაცემები ცნობილია, 2023 წლისთვის კი ჯერ პროგნოზებია
როცა გადასახადს ვიხდით, დიდად არ გვაინტერესებს სახელმწიფო ბიუჯეტში წავიდა ეს ფული, თუ ადგილობრივ (მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტში
ამიტომ ორივეზე, ანუ ე. წ. ნაერთ ბიუჯეტზე დავწერ, სადაც ჩვენს მიერ გადახდილი ყველა გადასახადი იყრის თავს
2022 წელს საქართველოს მოსახლეობამ სულ გადაიხადა 17.4 მილიარდი ლარის გადასახადი (წელს დაახლოებით19 მილიარდი უნდა გადაიხადოს)
ბუღალტრული და სხვა მიზნებისთვის ყოფენ ხოლმე რამდენი გადაიხადა ბიზნესმა და რამდენი მომხმარებელმა, მაგრამ ეს ტექნიკური დაყოფაა, რაც ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა
საბოლოო ჯამში: ყ ვ ე ლ ა გ ა დ ა ს ა ხ ა დ ს ქ ვ ე ყ ნ ი ს მ ო ს ა ხ ლ ე ო ბ ა ი ხ დ ი ს!
რადგან ყველა გადასახადი იმ საქონლის და მომსახურების საბოლოო ფასშია ასახული, რასაც ყოველდღიურად ვყიდულობთ. გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების გადასახადი, თუმცა ეს მნიშვნელოვანი თანხა არ არის
2022 წელს გადახდილ 17.4 მილიარდ ლარში ყველაზე დიდი წილი ეკავა დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ) – 7.5 მილიარდი ლარი
დღგ-ს ვიხდით იმიტომ, რომ რაღაცას ვყიდულობთ. გამყიდველი ვალდებულია ფასს 18% დღგ დაამატოს და ისე მოგვყიდოს. არის გამონაკლისები მცირე ბიზნესზე და დარგების მიხედვით
შემდეგ ყველაზე მსხვილი გადასახადია საშემოსავლო გადასახადი, საიდანაც ბიუჯეტში 5 მილიარდი ლარი შევიდა
ამ 5 მილიარდი ლარიდან 4.4 მილიარდი ლარი იყო ხელფასიდან რომ 20% პროცენტი გვეჭრება, ეგ თანხა. დანარჩენი, ჯამში 600 მლნ მოდის ინდ მეწარმეების, დივიდენდების და ქონების გაყიდვა/გაქირავების დაბეგვრაზე
შემდეგ მოდის აქციზი – 2 მილიარდი ლარი, რომლითაც მხოლოდ გარკვეული საქონელი იბეგრება
ამ 2 მილიარდიდან 941 მლნ მოდის სიგარეტის დაბეგვრაზე (3-4 ლარი ემატება კოლოფის ფასს). 650 მლნ ლარი მოდის ნავთობპროდუქტების დაბეგვრაზე (ლიტრ ბენზინში 36 თეთრი), 223 მლნ მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრაზე, 100 მლნ-მდე ალკოჰოლზე. ესაა ძირითადად
შემდეგ მოდის მოგების გადასახადი 1.9 მილიარდი ლარით, რომელსაც ოფიციალურად იხდის ბიზნესი (რეალურად მომხმარებელი) იმ შემთხვევაში, თუ წლის განმავლობაში მოგება რჩება და ამ მოგებას უკან ბიზნესში არ აბრუნებს. მოგების 15%-ს იხდის
ქონების გადასახადით მთავრობამ მიიღო 600 მლნ ლარი. აქედან 530 მლნ გადაიხადა ბიზნესმა, ხოლო 70 მლნ-მდე ფიზიკურმა პირებმა (მიწის გადასახადი ან მაღალი შემოსავლის გამო დაბეგრილი სახლი და მანქანა)
და ბოლოს, საბაჟო (იმპორტის) გადასახადი 126 მლნ ლარი. რადგან საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა, ბაჟს არ ვახდევინებთ, არც ისინი გვახდევინებენ
კიდევ ერთხელ! უმნიშვნელო გამონკლისების გარდა, საბოლოოდ, ყველა ამ გადასახადს იხდის მოსახლეობა, რადგან იმ საქონლის და მომსახურების ფასშია შეტანილი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვყიდულობთ.

“საიდან აქვს მთავრობას ფული და რაში ხარჯავს? – ის, რაც სკოლებში და უნივერსიტეტებში არ ისწავლება” – ბესო ნამჩავაძე

თეგები: ბესო ნამჩავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved