• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საიდან აქვს მთავრობას ფული და რაში ხარჯავს? – ის, რაც სკოლებში და უნივერსიტეტებში არ ისწავლება” – ბესო ნამჩავაძე

ალია ავტორი - ალია
15:42 08-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193
ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე:
“მოსახლეობაში და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებშიც კი ძალიან მწირია ან საერთოდ არაა იმის ცოდნა, საიდან აქვს მთავრობას ფული და რაში ხარჯავს. არც სკოლებში და უნივერსიტეტებში ისწავლება (რატომღაც).
ამიტომ, თუ დაინტერესება დავინახე, ამ თემაზე დავწერ ხოლმე.
პირველ რიგში: მთავრობის ფული არ არსებობს!
რასაც მთავრობის ფულს ვეძახით, ამ ფულს წლის განმავლობაში მთავრობა მოსახლეობას სხვადასხვა გზით ართმევს და მერე ამ ფულს ხარჯავს.
ამ პროცესს – ფულის გამორთმევას და დახარჯვას ჰქვია ბიუჯეტი.
საქართველოში ძირითადად 2 ბიუჯეტიდან იხარჯება ფული – სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ანუ ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან) და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (ანუ მერიის ბიუჯეტიდან). გამონაკლისია აჭარა, სადაც ამ 2 ბიუჯეტს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ემატება.
რადგან საქართველოში დეცენტრალიზაციის დონე, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობების როლი დაბალია, ფულს ძირითადად ცენტრალური მთავრობა გვართმევს და ხარჯავს.
მაგალითად, 2023 წელს, ყველა ბიუჯეტიდან ერთად უნდა დაიხარჯოს 25 მილიარდი ლარი და აქედან, 22 მილიარდს ცენტრალური მთავრობა დახარჯავს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ამიტომ პოსტებში ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტზე დავწერ.
2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შევიდეს 22 მილიარდი ლარი. საიდან იღებს მთავრობა ამ ფულს?
– 16.3 მილიარდი ლარი, ანუ შემოსავლის ძირითადი წყარო საქართველოში აკრეფილი გადასახადებია
– 710 მლნ ლარს სახელმწიფო საკუთრებიდან (დივიდენდი, პროცენტი) და მომსახურების გაწევიდან იღებს
– 450 მლნ ლარს ადრე გაცემული სესხების უკან დაბრუნებით
– 340 მლნ ლარს ჯარიმებით და ტრანსფერებით
– 280 მლნ ლარს გრანტით
– 200 მლნ ლარს პრივატიზაციიდან
– 3.6 მილიარდი ლარი უნდა ისესხოს, ანუ ახალი ვალი უნდა აიღოს.”
თეგები: ბესო ნამჩავაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved