• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის „ვაგნერის“ ახალი ხელმძღვანელი და რითია ის ცნობილი?.. „ეს მაფიქრებინებს, რომ ნაჩქარევად, ფორს–მაჟორში დაიგეგმა პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება“

ალია ავტორი - ალია
17:54 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,859

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, პრიგოჟინზე მინდა გკითხოთ. ცოტა ნაჩქარევად და ხისტად ხომ არ მოკლეს მეამბოხე პრიგიჟინი, როდესაც მისი თვითმფრინავი ააფეთქეს?  კვალი პირდაპირ კრემლში მიდის. რუსეთის სპეცსამსხურებს ამის გაკეთება, დავუშათ,  2 წლის შემდეგ აფრიკაშიც შეეძლოთ და ასე აშკარა არ იქნებოდა მათი კვალი.

– არა, ვერ ვიტყვი რომ ნაჩქარევად გააკეთეს. ამ კითხვას ბევრი სვამს, მაგრამ ასე არ არის საქმე. პუტინმა ჯერ მოახდინა „ვაგნერის“ განიარაღება. მის შემადგენლობაში შედიოდა 4 ბრიგადა, ეს უკვე საარმიო ჯგუფია, თან კარგად გაწვრთნილი და მოტივირებული იყო „ვაგნერი“, ოქროს ფასი ჰქონდა.“ვაგნერს“  ნებისმიერი ქვეყნის ელიტარულ სამხედრო დაჯგუფებას შევადარებ. „ვაგნერის“ გამოცდილება, ვფიქრობ, მომავალში შევა სხვა და სხვა ქვეყნების  სამხედრო აკადემიების თეორიული სწავლების პროგრამაში. „ვაგნერი“  დაშალეს და დაუქვემდებარეს თავდაცვის სამინისტროს. მერე პრიგოჟინი ბელარუსში წავიდა და პუტინი შეპირდა, რომ მას ბიზნესებს დაუტოვებდა აღმოსავლეთის ქვეყნებსა  და აფრიკაში, ხოლო „ვაგნერს“ ჭკვიანი და რბილი ძალის გატარების ფუნქცია ექნებოდა.  ჩემი აზრით, მერე პრიგოჟინს  უთხრეს, რომ მის ლიკვიდაციას აპირებდნენ ან  სერიოზულ  პრობლემებს შეუქმნიდნენ. მან შეკრიბა უახლოესი გარემოცვა – პირადი დაცვის უფროსი, „ვაგნერის“ სამხედრო  ხელმძღვანელები და მათ შორის, ასე ვთქვთ, გენშტაბის უფროსიც, სულ 5 კაცი მისი ჩათვლით. „ვაგნერის“ პოლიტბიუროს  ვეძახი ამ ხუთეულს. ისინი, როგორც ჩანს, აპირებდნენ დანიშნულების სარეზერვო ადგილზე ჩასვლას და არ იყო მერე გამორიცხული,  ამბოხის მოწყობაც. ამას იმიტომ ვვარაუდობ, რომ  მოულოდნელად გამოჩნდა პრიგოჟინი რუსეთში, წინა დღეს იყო აფრიკაში, მალიში და აპირებდა ნიგერში ჩასვლას და ე.წ. დასავლური კოალიციის ძალების მოგერიებას, რომლებიც ებრძვიან  ხუნტას, ვინც სამხედრო გადატრიალების გზით, რუსეთის მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. უკვე არსებობდა გეგმა, რა უნდა გაეკეთებინა პრიგოჟინს ხუნტის ხელისუფლების გასამყარებლად.  პრიგოჟინმა უცებ დატოვა მალი, იქიდან სირიაში  ჩაავიდა,  სირიიდან  გადმოფრინდა მოსკოვში, საიდანაც  თავისი კერძო „ჯეტით“ მიფრინავდა სად, ეს ჯერ არ ვიცით. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ  „პოლიტბიურო“  შეიკრიბა და ისინი ერთად მიფრინავდნენ. უკრაინაში ან ნიგერში სამხედრო ოპერაციების დაგეგვმის დროს, მათი თავშეყრა არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მოსკოვში და მერე იქიდან გაფრენა ძალიან საეჭვო იყო და ეს იყო მათი შეცდომაც. შეგახსენებთ, ივნისში  ამ 5 ადამინის გადაწყვეტილებით დაიგეგმა და გადაწყდა ამბოხი და მოსკოვისკენ მარში და ეს იყო ბოლო შეკრება, ვიდრე მოსკოვში არ შეიკრიბნენ და ერთად არ  გაფრინდნენ. პრიგოჟინმა გადაწყვიტა, დასწრებაზე ემოქმედა. სხვათაშორის, მოსკოვში დატოვა „ვაგნერის“ საველე–სარეზერვო ჯგუფები და შვებულებიდან გამოიძახა გარკვეული სახის ჯგუფებიც. ასევე, პრიგოჟინმა გამოიძახა ბელარუსში მყოფი „ვაგნერელები“. ვიდრე პრიგოჟინი მოსკოვში მოფრინავდა, „ვაგნერელები“  შევიდნენ   მოსკოვის  სათაო ოფისში და დაიწყეს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის სხვა ადგილებზე გადატანა და გარკვეული გადაადგილებები.  ცხადია, ეს ყველაფერი გაფიქრებინებს, რომ ეს ხუთეული კიდევ რაღაცას გეგმავდა ხელისუფლების წინააღმდეგ. პრიგოჟინი პუტინისთვის სერიოზული საფრთხე რომ იყო და სამხედრო გადატრიალების საშიშროება არსებობდა, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ პუტინმა  გენერალი სუროვიკინი გაათავისუფლა კოსმოსური–საჰაერო ძალების სარდლობიდან. მეც და სხვებიც ასე ფიქრობენ,  რომ  სუროვიკინი   გადაიყვანეს ლეფორტოვოს ციხეში, რადგან  გადაყენების შემდეგ შიდა პატიმრობაში იყო. პუტინმა გადააყენა კიდევ რამდენიმე გენერალი. იმასაც  ვიტყვი,  ახლა, ამ ფაქტებიდან და ვერსიებიდან გამომდინარე, პუტინმა თავიდან აიცილა მორიგი ამბოხი, რომელიც რითი დამთავრდებოდა, კაცმა არ იცის და მოიცილა პრიგიჟინიც და „ვაგნერის“ სხვა ხელმძღანელებიც, ყველა, ვინც საფრთხე იყო მისთვის. ვნახე პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ვიდეო და ჩემი აზრით, თვითმფრინავს ესროლეს „ჰაერი–ჰაერის“ კლასის სარაკეტო კომპლექსიდან, რადგან მისი დაცემის ამპლიტუდა იყო საკმაოდ მართული. მისი ჩამოგდება ამ რაკეტას შეეძლო 40–50 კილომეტრის სიშორიდან. არ ვიზაირებ იმ  მოსაზრებას, რომ თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო აფეთქდა, ან გარკვეული მიზეზების გამო საწვავი აალდა, ანდა აფრენამდე, შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა ვინმემ.

– შესაძლოა, ამ ამბავს წმენდა მოჰყვეს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში? ვფიქრობ, პრიგოჟინს დასაყრდენი რომ არ  ჰყოლოდა კრემლის მაღალ ეშელონებში, ვერც პირველ ამბოხს გაბედავდა და მით უმეტეს, წარულატებლობის მერე  მეორეს დაგეგმავდა, არა?

– წმენდა დაიწყო იმით, რომ მოსკოვში, „ვაგნერელების“ საფლავებზე ბეტონი დაასხეს და ჯვრები მოხსნეს. ომში დაღუპულ მებრძოლებზე შურისძიება, რომელთაც არც ამბოხში მიუღიათ მონაწილეობა და არც მეორე ამბოხის დაგეგმვაში, რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს. ასევე,  ქედან ჩანს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინიც მკვდარია, მისი სამხედრო მეთაურებიც, პუტინს მაინც ეშინია  „ვაგნერელების“. სხვათაშორის, „ვაგნერის“ ახლი ხელმძღვანელი დაინიშნა. გენერალი ანტონ ელიზაროვი, მეტსახელად „ლოტოსი“ და რუსეთის ორგზის  ეროვნული გმირი.  ის მეთაურობდა „ვაგნერის“ დაჯგუფებას, რომელმაც აიღო ბახმუტი და სოლედარი.  ეს ინფორმაცია ექსკლუზივია და ქართულ მედიაში ჯერ არ ყოფილა. „ვაგნერის“ საქმე როგორ წავა არ ვიცი. იმ დღე პუტინი იმყოფებოდა კურსკში, მემორიალის გახსნაზე.არ გამოვრიცხავ, პრიგოჟინი “ვაგნერელების“ გარკვეული ძალის მობილიზებას კურსკში  აპირებდა და მისი გეგმა  პუტინის ხელში ჩაგდება იყო.   სხვათაშორის, პრიგოჟინის თვითმფრინავი რომ აფრინდა, პუტინი გამოარიდეს მემორიალის გახსნის ცერემონიალს, მერე კი  უცებ შეწყდა ეს ცერამონიალი  და სხვა რა  უნდა ვიფიქრო, თუ არა ის, რომ ამ დროს სპეცსამსახურებს  უკვე ჰქონდათ ინფორმაცია პრიგოჟინის განზრახვის შესახებ და ნაჩქარევად, ფორს–მაჟორში დაიგეგმა თვითმფრინავის ჩამოგდება.  აქვე დავამატებ, რომ ჩემი აზრით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების სპეცოპერაციას უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი ხელმძღვანელობდა, რომელიც პუტინის ერთგულია. რაც შეეხება პოლიტიკურ წმენდას, მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პრიგოჟინს  ჰქონდა  პოლიტიკური დასაყრდენი კრემლში. შესაბამისად, რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში უნდა ველოდოთ წმენდას. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ პრიგოჟინის მოკავშირეები გამოავლინეს.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved