• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ეს აქვთ „ქართული ოცნების“ მთელ პარტაქტივს დავალებული, მთელ მათ „გამპრავებლებს“ და „ექსპერტებს“, რომლებიც სოც–ქსელებში მუშაობენ ხელისუფლებისთვის“ – რას გვეუბნება გიორგი ყუფარაძე

ალია ავტორი - ალია
19:48 08-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,304

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „სამოქალაქო  განვითარებისა და მონიტორინგი  ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ყუფარაძე.

– გიორგი, შოვის ტრაგედიამ რა გვიჩვენა სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით? თუ მესამე სამყაროს ქვეყნებს არ ჩავთვლით, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომლის საგანგებო სიტუაციების სამსახურს  ერთი სამაშველო  ვერტმფრენიც კი არ ჰყავს. მე, პირადად,  დაუცველობის განცდა მაქვს, ამ ხელისუფლების იმედად ყოფნა შეიძლება?

– სრულიად გეთანხმებით. სამაშველო სამსახური, ფაქტიურად, ქვეყანაში არ არსებობს. სამოქალაქო უსაფრთხოება არის ნული.  2 ვერტმფრენი გააგზავნეს შოვში და არც ერთი იყო სამაშველო  და არ ეკუთვნოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ორივე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვართ თბილისის იმედად, ცენტრალიზებულია ყველაფერი. ამის გამო ვერ მოხდა დროული დახმარების გაწევა შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს. მაშველებს ვერაფერს ვუსაყვედურებ, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაშველები ნორმალურად არ არიან აღჭურვილები, ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთჯერადი ფორმით მუშაობენ და სარეზერვო ფორმაც არ აქვთ. რაც შეეხება, მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემებს, რომლებიც ყველა ღვარცოფულ, სხვა სახის  საფრთხის შემცველ მდინარებთან უნდა იყოს დამონტაჟებული და არც ესენი გაგვაჩნია, რაც  უბრალოდ, სირცხვილია! 21–ე საუკუნეში ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. არც ძვირი ღირს, რომ თქვან, ვერ ვიყიდეთ და იმიტომ ვერ დავაყენეთო. ფული არის ბიუჯეტში. ქუჩაში გავდივარ და  სამთავრობო ჯიპებით არის გადატენილი თბილისი. ოჯახებით დადიან დეპუტატები უცხოეთში სამსახურეობრივ  მივლინებებში. ეს უკვე ტრადიციად აქციეს ჩვენმა დეპუტატებმა და მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა, ბიუჯეტის ფულით მივლინებებში დაჰყავთ ოჯახის წევრები და მათთვის ამაზე პასუხის მომთხოვნი არავინ არის ქვეყანაში.

–ბევრი ითხოვს, რომ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი  დადგეს, ეთანხმებით ამ ხალხს?

– წესით,  გამოიძიებამ  უნდა დაადგინოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თუმცა, ეს ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრების დანაშაულს ობიექტურად  არ გამოიძიებს და არც არავის დასჯის. ვახტანგ გომელაური თურქეთში იყო, მამა ჰყავდა სამკურნალოდ წაყვანილი. გარდაეცვალა მამა, სამწუხარო ამბავია  და  გულწრფელ  სამძიმარს ვუცხადებ. თუმცა, სიმართლე მაინც უნდა ვთქვა. შს მინისტრი ამ ტრაგედიის დროს იყო ნული. მესმის, თურქეთში იყო და გასაგებია, რატომ იყო, მაგრამ ასეთი უბედურება ხდება ქვეყანაში და ხომ შეეძლო თურქეთიდან რომელიმე ტელევიზიისთვის მიეცა პატარა ინტერვიუ, იქიდან ჩართულიყო ლაივში, ეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთშია, სიტუაციას აკონტროლებს და ყველაფრის საქმის კურსშია. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინისტრზეა ლაპარაკი, რიგით თანამშრომელზე ხომ არა?  საგანგებო სიტუაციების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, სამძებრო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ უწყებაში შედიოდა  და  მთავრობის სპიკერად იმ დღეებში რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე იყო. სტუქიასთან, სამაშველო სამუშაოებთან რა შუაში იყო ინფრსტრუქტურა ან რეგიონული განვითარება? ეს კაცი ყველაზე დიდი  გაუგებრობა იყო იმ  დღეებში.

– ღამის ხედვის საშუალებები არ  ჰქონდათ არც ვერტმფრენებს. მათი ყიდვა პრობლემაა?

– არა, არ არის პრობლემა, მაგრამ არ იყიდეს. თავდაცვის სამინსტროს აქვს  ღამის ხედვის სისტემები.  ვერტმფრენების არა, მაგრამ პილოტებისა, „ღამის სათვალეებს“ ეძახიან. შეიძლებოდა  ამ „სათვალეების“  გამოყენებით ეფრინათ ღამით და  სამძებრო საშუალებები გაეგრძელებინათ. თუმცა, ეს თავადაც აღიარეს. გვქონდა ეს სისტემები, მაგრამ ღამით ფრენა ვერ გავრისკეთ და თან აზრი აღარ ჰქონდა ამის გაკეთებას, რადგან ვინც დაიღუპა, ის უკვე  ისედაც დაღუპული იქნებოდაო. რა იცოდნენ იმ დროს, რომ  უკვე ყველა დაღუპული იყო? ჰქონდათ მტკიცებულებები? ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდეს ხალხი, არ უღირდათ ხალხის გადარჩენა. შეიძლება ვიღაც იდიოტმა თქვა ადგილზე, ვეღარ  ვუშველით ვერავის, გადარჩენილი აღარავინ იქნებაო და დაუჯერეს. ის კიდევ ცალკე საკითხია, რატომ ჩაფრინდა ის 2 ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით, როდესაც ასეთი სტიქიის, სხვა სახის უბედურების დროს, მაქსიმუმ ნახევარ საათში ადგილზე უნდა იყვნენ ვერტმფრენები და მყისიერად იწყებდნენ სამაშველო სამუშაოებს. 4  საათში თბილისიდან ონში ჩახვალ და ვერტმფრენს რად უნდა 3 საათი?!  დარწმუნებული ვარ, ვერტმფრენებს იმის გამო დააგვიანდათ, რომ ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრამდე და შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილამდე არ მივიდა ეს ამბავი და დასტური არ მიიღეს  ვერტმფრენების აფრენისა, მანამდე არ გაუშვეს ვერტმფრენები შოვში.  ეს არის ცენტრალიზებული სისტემა, ყველა სამინისტროში ასეა, მინისტრი წყვეტს ყველა საკითხს. გადაწყვეტილების მიღებისა ყველას ეშინია, ისეა სისტემა ჩამონგრეული, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე არავის უნდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ,  რომ  ამათ ვერტფრენების ღამით მუშაობის იმიტომ შეეშინდათ, რომ  ვერტმფრენები არ ჩამოვარდნილიყო, გუდაურის მსგავსი ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ოდნავ ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, ერთი ვერტმფრენი შოვში თუ არა, ქუთაისში მაინც უნდა ყოფილიყო. თითი რეგიონს, მინიმუმ,  ერთი ვერტმფრენიც უნდა ჰყავდეს და მეტიც. მაგრამ არ ჰყავთ. კითხვებს დასვამ, რატომ არ ჩაფრინდა დროულად ვერტმფრენები? მომხდარიდან  3 საათის მერე რატომ ჩაფრინდნენ ? გვიან რატომ დაიწყო სამაშველო სამუშაოები?  მერე  ეგრევე გიტრიალებენ კითხვას – უკმაყოფილო ხარ მაშველების მუშაობით? ამ კითხვის დასმა, მაშველების  მართლა გმირობით მანიპულირება „ქართული ოცნების“ მთელ პარტაქტივს აქვს დავალებული, მთელ მათ „გამპრავებლებს“ და „ექსპერტებს“, რომლებიც სოც–ქსელებში მუშაობენ ხელისუფლებისთვის. რა შუაში არიან მაშველები? მათ მაშინ დაიწყეს მუშაობა, როდესაც ჩაიყვანეს  შოვში და ადრე რატომ არ ჩაიყვანეს, ამაზეა ლაპარაკი. გუდაურში ჩამოვარდა სამაშველო სამსახურის ბოლო ვერტმფრენი, 8 კაცი დაუღუპა და ეს იმის ბრალი იყო, რომ იმ ვერტმფრენს იმ რელიეფში, კლდეებთან  ისე ახლოს  არ უნდა ეფრინა. იმის დაცვლად, რომ  ამ ტრაგედიის მერე  ჭკუა ესწავლათ, სამაშველო ვეტმფრენები ეყიდათ, ადგნენ და გუდაურში  პარაპლანი აკრალეს. ვაკის პარკში 14 წლის ბავშვი დაიღუპა შადრევანში დენის დარტყმით. ამის მერე, წესით ყველა ძველი და  ახალად დამონტაჟებული შადრევნების  რევიზია უნდა  მომხდარიყო  ქვეყნის მასშტაბით, უნდა შემოწმებულიყო ყველა, თუ რამდენად უსაფრთხოა ისინი. თუ ხარვეზს აღმოაჩენდნენ, მყისიერად უნდა აღმოეფხვრათ.   ჩემს ეზოში, „ნუცუბიძის პარკს“ ეძახიან, ახლი გაკეთებული სკვერია შადრევნით, 2 მილიონი ლარი  დაუჯდა თბილისია მერიას. ეს შადრევანი დღემდე  არ მუშაობს. რა ხვატი იყო ამ ზაფხულს, მაგრამ შადრევანი მაინც არ  ჩართეს. გავარკვიე და იმიტომ არ ჩართეს შადრევანი, რომ არ ჰქონდათ იმედი, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ იყო გაკეთებული, შეეშინდათ, რომ რაც ვაკის პარკში მოხდა, მსგავსი ან უარესი ტრაგედია არ დატრიალებულიყო. ამას არაპროფესიონალიზმი აღარ ჰქვია, რა ჰქვია, არ ვიცი. იმის ნაცვლად, ეს ახალი  შადრევანი შეემოწმებინათ, დარწმუნებულიყვნენ მის უსაფრთხოებაში და ჩაერთოთ, პრობლემა უფრო მარტივად გადაჭრეს – არ ჩართეს. არ ჩართავ და არც ვინმეს დარტყამს დენი და არც სხვა რამ მოხდება ცუდი. საქართველოში არაერთი შადრევანია ასეთი, ახლად გაკეთებული, მაგრამ წყალს არ უშვებენ. რა ვიცი, ამათგან უკვე არც ის გამიკვირდება, შადრევნებიც  აკრძალონ.

 

თეგები: გიორგი ყუფარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved