• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს იცოდა პუტინმა და ამიტომ, აღარ გადადო პროგოჟინის ლიკვიდაცია“ – რას ამბობს სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
17:11 08-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
753

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, თქვენ მაშინვე თქვით „ალიასთან“ ინტერვიუში, რომ ევგენი პრიგოჟინს ამბოხს არ აპატიებდა  პუტინი და მოკლავდა. 

–განსაკუთრებული არაფერი მითქვამ, ამას  ლამის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. პუტინს არავისთვის არაფერი უპატიებია. ლიტვინენკოს, მამა–შვილ სკრიპალებს რამდენიმე წლის  მერე მისწვდა და დახოცა, ევროპაში გაქცეულ  „ფეესბეს“ სხვა თანამშრომებს მისწვდა და მოაკვლევინა, ბევრი ოპოზიციონერი მოკლეს და მათ შორის, ბორის ნემცოვი კრემლის კედელთან ჩაცხრილეს. პრიგოჟინმა უზარმაზარი  რეპუტაციული ზიანი მოაყენა პუტინს, თან რაც გააკეთა, ეს ღალატად ჩაუთვალა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდით. მომენტი შეარჩია პუტინმა, არ მოაკვლევინა ბელარუსში, არც აფრიკაში. მანამდე  ყველა მოიშორა, ვინც სიმპათიით იყო განწყობილი პრიგოჟინის მიმართ, ვინც  მისი დასაყრდენი იყო არმიაში.  გენერალი სუროვიკინიც მოიშორა და კიდევ ათამდე გენერალი –  ზოგი გადაყენა, ზოგი შორეულ აღმოსავლეთში გაუშვა. მერე, როდესაც იგრძნო, რომ პრიგოჟინის მოკვლის შემთხვევაში, მის სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ დასაყრდენი აღარ ეყოლებოდა,  ადგა და  ნაღმით ააფეთქა მისი  თვითმფრინავი თუ რაკეტა ესროლა და ჩამოაგდო, ეს გასარკვევია. თან, პრიგოჟინთან ერთად მოიშორა „ვაგნერის“ სხვა მეთურები, რომლებთაც „ვაგნერელები“ ენდობოდნენ, გაჰყვებოდნენ. ასევე, „ბრიქსის“ სამიტი  იმართება იოჰანესბურგში და საერთაშორისო ყურადღება გადატანილია სამიტისკენ, პრიგოჟინისთვის არ სცხელათ მსოფლიოს წამყვან  პოლიტიკოებს, ექსპერტებს და ჟურნლისტებს. კი, ბევრი ამბობს, პუტინმა  რატომ არ დაიცადა, მერე არ მოაკვლევინა და თან ისე, რომ მასზე ეჭვი არ მიეტანათო. პრიგოჟინი აფრიკაში ბრძოლაში რომ დაღუპულიყო, მისი დაღუპვა რომ გადაეღოთ და ეჩვენებინათ, რომ ნაღმზე აფეთქდა, ეჭვს მაინც პუტინზე და  „ფეესბეზე“ მიიტანდნენ,  იტყოდნენ, ეს ნაღმი მათ  დაუდესო. ეს იცოდა პუტინმა და ამიტომ,  აღარ გადადო პროგოჟინის ლიკვიდაცია. აქ უკვე „ფეესბეს“ რაღაც ფარული მეთოდების გამოყენება აღარ  გახდა საჭირო, ხისტად და ღიად იმოქმედა პუტინმა და ყველას კიდევ  ერთხელ დაანახა, რომ  მის წინააღმდეგ წასვლას არავის აპატიებს.

– როგორ ფიქრობთ,  მეთაურების გარეშე დარჩენილ „ვაგნერს“ რა ბედი ელის?

– ხომ ნახე, რაც ომში დაღუპულ „ვაგნერელებს“ გაუკეთეს? მოსკოვში,  პრიგოჟინის დაარსებულ ნიკოლაევსკის სასაფლაოზე მათი საფლავები შეურაცხყვეს, ჯვრები მოხსნეს გადაყარეს, საფლავებს კი ასფალტი დაასხეს. რა შუაში იყო ეს ხალხი პრიგიჟინის ამბოხთან? ის ამბოხი რომ მოხდა, ეს ხალხი უკვე დაღუპული იყო და ყველა უკრაინაში დაიღუპა. მკვდრები ვის რას დაუშავებდნენ?  როცა დაიღუპნენ, გმირებად შერაცხეს, სიკვდილის მერე ყველას რაღაც  ჯილდო გადასცეს და ზოგს რუსეთის ეროვნული გმირის წოდებაც მიანიჭეს. ეს არის ველურობა, ბარბაროსობა, მეტი არაფერი. თუმცა, ვფიქრობ, ეს სპეციალურად გაკეთეს. ამით ხალხს და ჯარისკაცებს აჩვენეს, რომ უდანაშაულო და მკვდარი “ვაგნერელები“ არ დაინდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პრიგიჟინის ხალხი იყო და სხვას მით უფრო არ დაინდობენ, ვინც ხელისუფლებას სიტყვით მაინც დაუპირისპირდება. თუმცა, ყველა რუს ჯარისკაცზე და ოფიცერზე, ვისაც ღირსება აქვს შენარჩუნებული, ეს ცუდად იმუშავებს.

ამ  ხალხმა დაინახა, რომ სამშობლოსთვის თავის გაწირვას აზრი არ აქვს,  ბრძოლაში დაღუპულებს არ დაუფასეს და ცოცხლებს ხომ საერთოდ არ დაუფასებენ. რაც შეეხება „ვაგნერს“, მას უკვე დაუნიშნეს ახალი მეთაური.“ ვაგნერი“ და ყველა სხვა კერძო სამხედრო კომპანია, პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ დაუქვემდებარეს თავდაცვის სამინისტროს და მას უკრაინაში გადაისვრიან. თუმცა, ყველა „ვაგნერელი“ არ წავა უკრაინაში. ერთი, პრიგოჟინის სიკვდილი გამო, მეორეც ამ დაჯგუფებაში ყველა პატრიოტი არ არის, ბევრი ფულის გამო იბრძოდა უკრაინაში. ეს ხალხი წავა სხვა ქვეყნებში და სადაც მეტს გადაუხდიან,  იქ იომებენ, მათთვის სულ ერთია, უკრაინელებს დახოცავენ თუ სხვას. თავდაცვის სამინისტრო იმის ნახევარს ვერ გადაუხდის „ვაგნერელებს“,  რამდენსაც პრიგოჟინი უხდიდა. ფაქტია, რომ რუსეთმა ყველაზე  ბრძოლისუნარიანი  სამხედრო დაჯგუფება დაკარგა, „ვაგნერი“ ის აღარ იქნება, რაც იყო. იმას დავამტებ, რომ  პუტინმა დიდი ვერაფერი მოიგო პრიგიჟინის სიკვდილით, მის რეიტინგზე ამას დადებითად არ უმოქმედებია.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved