• რეკლამა
  • კონტაქტი
20:51, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი მარშრუტი ტობავარჩხილისკენ – რა ელოდებათ გზად ტურისტებს?!

ალია ავტორი - ალია
17:29 08-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

“სწორად დასმული საკითხი გახლდათ, ახალი მარშრუტის გახსნა და ფორმირება ჯვართან ახლოს, ლოკაცია ხოკოდან, რომელიც ტურისტისთვის გაცილებით ადვილია გასავლელად”, -ამის შესახებ განცხადება, წალენჯიხოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

წალენჯიხის მერმა “თაიმერთან” საუბრისას, ხაზი გაუსვა საკითხის განსაკუთრებულობას, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების კუთხით და ახალი მარშრუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საკითხი ეხება წალენჯიხის მარგალიტს, ტურიზმის მთავარ თემას, ტურიზმის ამოსავალ წერტილს, ტობავარჩხილს. დემურ უბილავასა და ზურაბ სამუშიას ინიციატივა, მიგნება, სწორად დასმული საკითხი გახლდათ, ახალი მარშრუტის გახსნა და ფორმირება ლოკაცია ხოკოდან, რომელიც ტურისტისთვის გაცილებით ადვილია გასავლელელად და ამასთან, ძალიან დატვირთულია თვალწარმტაცი ხედებით, ფოტო-ტურიზმის მიმართულებით, მძაფრი შთაბეჭდილებების მიღებასთან დაკავშირებით და ყველა იმ სინამდვილითა და რეალობით, რასაც ეკო-ტურიზმი მოიცავს. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სულიერი მოთხოვნილება აქვთ ბუნებასთან სიახლოვის. ასე, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მარშრუტი, რომელიც მარტივიც იქნება და პეიზაჟებით დატვირთულიც. ჩვენ ვიცით, რომ ტობავარჩხილისკენ არაერთი მარშრუტია, თუმცა, მათთან შედარებით, ეს იქნება საკმაოდ კონკურენტიანი, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. საორგანიზაციო ჯგუფი იწყებს მუშაობას ამ მარშრუტის ეფექტიანობის დადგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს მარშრუტი, შეტანილი იქნას, საერთო რეგიონალური ტურიზმის მარშრუტებს შორის და დატანილ იქნას შესაბამის რუკაზე”, – განმარტა გიორგი ხარჩილავამ.

როგორც წალენჯიხის მერმა აღნიშნა, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ, მუნიციპალიტეტის მერიაში ორგანიზაცია “დიემოსთან”შეხვედრაა ჩანიშნული.

“ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც რეგიონალური ტურიზმის დაპროექტება-განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს, მათთან ერთად განვიხილავთ ამ მიმართულებასაც და ამასთან, სიურპრიზის სახით შემიძლია გითხრათ, რომ დავიწყეთ ჩქვალერის(ინწრა) და მუჟავას ხეობების ტურიზმის დაგეგმარებაც. რაც შეეხება ტობავარჩხილის მარშრუტებს, ამ მიმართულებით რამდენიმე მარშრუტია და ტურისტს ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა მარშრუტით დალაშქროს ეს გზა და სხვადასხვა სახის შთაბეჭდილებები, თავგადასავლები დააგროვოს იმ გეოგრაფიული ზონებიდან, რასაც ტობავარჩხილამდე მისასვლელ გზაზე შეხვდება”, – განაცხადა “თაიმერთან” საუბრისას წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ.

 

თეგები: გიორგი ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved