• რეკლამა
  • კონტაქტი
20:50, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სკანდალი – ძალადობის ფაქტები ადვოკატებზე! – რა ფაქტები იგზავნება ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში

ვის ამხელს ზაზა ხატიაშვილი?

ალია ავტორი - ალია
20:13 07-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,326

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.

– ბატონი ზაზა, თქვენ განაცხადეთ, რომ სასამართლო პროცესებზე პროკურორების მიერ ადვოკატთა სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები მოხშირდა. კონკრეტულად რა ხდება?

– ბოლო პერიოდში, როდესაც საქალაქო სასამართლოში მივდიოდი, ადვოკატები გამოთქვამდნენ წყრომას და დიდ გულისტკივილს, რომ მოსამართლეებმა და პროკურორებმა დაიწყეს ადვოკატებზე შეტევა, მათი შეურაცხყოფა, კლიენტის წინაშე ამცირებდნენ. პროკურორის მიერ ადვოკატთა შეურაცხყოფას მოსამართლე მდუმარედ ხვდებოდა, არ რეაგირებდა,რაც მის მიერ მდუმარე თანხმობის ნიშანია. ადვოკატები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ეს არის თვალში საცემი. ადვოკატი იბრძვის იმისთვის, რომ ან კლიენტი გაამართლოს, ან დაამტკიცოს, რომ პროკურატურამ წარმოადგინა ყალბი მტკიცებულება, ან მოიტყუა, ცხადია, ყველა ადვოკატი პროკურორის ასეთ ქმედებას გააპროტესტებს. ასეთ დროს, პროკურორი და ადვოკატი მოქმედებენ ადვოკატის წინააღმდეგ. მე გახლავართ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების კომიტეტის წევრი და მიხდება სხვა და ქვეყნების ადვოკატთა უფლებების დაცვაზე რეაგირება. ჩვენმა რამდენიმე ადვოკატმა მომმართა განცხადებით, რომ მათ ჩაგრავდნენ პროკურორები და მოსამართლეები ამაზე ხმას არ იღებდნენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ დამირეკა ადვოკატმა თამარ სადრაძემ, რომელიც სამართლის დოქტორი და სრული პროფესორია. როდესაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიყავი, თამარ სადრაძე ასოციაციის საპარლამენტო მდივანი გახლდათ. სისხლის სამართალში, ერთ–ერთი ცნობილი იურისტია საქართველოში. თამარ სადრაძემ მითხრა, ერთ–ერთ პროცესზე პროცესზე პროკურორმა მიწოდა მონა და მოსამართლეს რეაგირება არ ჰქონდაო. მთხოვა, წამოდი, დაესწარი პროცესს და საკუთარი თვალით ნახე ყველაფერი, მოსამართლე არ მაყენებინებს ნორმალურ შუამდგომლობას, ცდილობს, ხელი შემიშალოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში და არის ძალიან მიკერძოებული მეორე მხარის მიმართო. წავედი, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დავესწარი პროცესს, 5 საათამდე ვიყავი. გაოგნებული გამოვედი სასამართლოპ როცესიდან. პროკურორმა ქეთევან სონიძემ, ადვოკატი თამარ სადრაძის შუამდგომლობაზე განაცხადა,რომ ადვოკატმა დააყენა „ამორალური“ შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას და სასამართლო პროცესის შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მოსამართლე მაია შოშიაშვილმა ნაცვლად იმისა,რომ სასამართლო დარბაზიდან გაეძევებინა პროკურორი ქეთევან სონიძე, რეაგირების გარეშე დატოვა პროკურორის მხრიდან ადვოკატის შეურაცხყოფის ფაქტი. ახლა ვცდილობთ, პროკურორის ეს განცხადება, ჩანაწერი ამოვიღოთ, ვთარგმონოთ, გავაგზავნოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში, რომელსაც მერე ვთხოვთ, მიმართოს ყველა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზიას. საქართველოში საადვოკატო საქმიანობა გახდა რისკის შემცველი თვით სასამართლო პროცესზეც კი, როგორიც ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს.

–ეგრე დაიწყო თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის დროს და მერე გადავიდნენ ადვოკატების დაჭერაზე.

–კი, ეგრე დაიწყო და 102 ადვოკატი გამოკეტეს ციხეში. ადვოკატისთვის საადვოკატო საქმიანონობის ხელის შეშლა სასამართთთლო პროცესზე, სისხლის სამართლის დანაშაულია. მოსამართლე მაია შოშიაშვილს, დარბაზშივე უნდა მიეღო პროკურორ ქეთევან სონიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება. სულ მცირე, მისთვის ჯარიმა უნდა დაეკისრებინა.მან კი წაუყრუა პროკურორის დანაშაულებრივ ქმედებას და პროცესიდანაც კი არ გააძევა. გარდა ამისა, ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა, როდესაც ადვოკატს პროკურორი შეურაცხყოფას აყენებს. ამის მერე რა იქნება? პროკურორები სასამართლო პროცესზე ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებენ ადვოკატებს? არც ეს გამიკვირდება.

– სასამართლო პროცესზე ერთი მხარის მიერ მეორეს შერაცხყოფა, ხომ სასამართლოს შეურაცხყოფაც არის და პროცესზე სასამართთლოს მოსამართლე წარმოადგენს. შესაბამისად, მოსამართლეც შეურაცხყო, არა?

–კი, ბატონო, ასეა და ეს გაატარა მოსამართლემ. პროკურორმა სასამართლო და მოსამართლეც შეურაცხყო, მაგრამ მოსამართთლე გაჩუმდა. ამით მოსამართლე მაია შოშიაშვილმა, ლეგიტიმაცია მისცა პროკურორ ქეთევან სონიძეს, შემდეგ პროცესზე რომ მოხვალ, შეგიძლია ადვოკატ თამარ სადრაძეს თავში რაღაც ჩააარტყაო. პირიქით რომ ყოფილიყო, ადვოკატს პროკურორისთვის რომ მიეყენებინ შეურაცხყოფა, ადვოკატს გააციმბირებდნენ. მე ტელევიზიას მივმართე, რომ გადავიღოთ, ჩავიწეროთ სასამართლო პროცესები, რაც შეიძლება მეტი ფაქტი დავდოთ, ადვოკატთა საქმიანობის ხელის შეშლისა.

–კარგით, მიმართეთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას ამ ფაქტის შესახებ. რა რეაგირება მოგყვება ამას?

–დაახლოებით ორთვიანი პროცესია, ვიდრე ევროპის ადვოკატთა ასოციაციას უტყუარ მტკიცებულებას წარვუდგენთ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხელის შეშლისას. მერე ასოციაცია ევროსაბჭოს მოსთხოვს ამ საქმეზე სათანადო რეგირებას. მე დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ასე არ დარჩება და ბოლოს ევროსაბჭო მოსთხოვს სახელმწიფოს რეაგირებას.

– ეს ხელისუფლება ერთი ყურიდან შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს ევროსაბჭოს მოთხოვნას. უფრო მწვავე მექანიზმი არ არსებობს ადვოკატთა საქმიანობის დაცვისა?

– ეს არის ყველაზე მწვავე და ეფექტური მექანიზმი. კი, საქართველოში არც ევროსაბჭოს, არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების რეაგირება არ ხდება მყისიერად. გარკვეული პერიოდი ეს საქმეები შემოდებულია, მაგრამ მერე ყველა საქმე მიდის ლოგიკურ დასასრულამდე. ევროსაბჭოს კომისარი როდესაც გამოაქვეყნებს დასკვნას, სადაც იქნება პროკურორის მიერ ადვოკატის შეურაცხყოფის ფაქტი, რომელიც უყურადღებოდ დატოვა სასამართლომ, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს.

– მარტო ეს ერთი საქმე გაიგზავნება ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში თუ სხვა ამგვარი საქმეებიც?

–თავად ადვოკატები ამბობენ, რომ ძალიან ხშირია პროკურორების მიერ ადვოკატთა შეურაცხყოფისა და სხვა გზით მათთვის საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები. თუ მოგროვდა მტკიცებულებები სხვა საქმეებზეც, ცხადია, ისინიც გაიგზავნება და ამ ეტაპზე თამარ სადრაძის საქმეს გავგზავნით და მივიყვანთ ბოლომდე. სააკაშვილის რეჟიმის დროს უამრავი მსგავსი საქმე გავგზავნე ევროპის ადვოკატთა ასოციციაში და ამაზე რეაგირება მოახდინა ისეთმა იუსტიციის ბოროტმა მინისტრმა, როგორიც ადეიშვილია –აღკვეთა სასამრთლოში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები, იმის მიუხედავად, რომ იმ რეჟიმმა 102 ადვოკატი დაიჭირა.

– დღევანდელი იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე როგორ მოიქცევა თქვენი აზრით? ეყოფა გონიერებადა გამბედაობა, რომ ადვოკატებს მისცეს ნორმალური მუშაობის საშუალება და მათზე პროკურორების თავდასხმას ბოლო მოუღოს?

– დღევანდელი მინისტრები, თანამდებობის პირები გამოირჩევიან დიდი უგუნურებით და თანამდებობისთვის შეუფერებლები არიან. მე, როგორც იურისტი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორზე. ეგენი ელემენტარულად სამართლებრივად რომ აზროვნებდნენ, რაც ჩვენ ადვოკატებმა მივაღწიეთ, რაც სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ გამოიტანა საქართველოს წინააღმდეგ, იმ საქმეებს მიიყვანდნენ ბოლომდე, დასჯიდნენ დამნაშავე პროკურორებს, პოლიციელებს, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებსა და მოსამართლეებს. ირაკლი შოთაძე იყო სააკაშვილის პროკურორი და ის საბრალდებო სკამზე უნდა დამჯდარიყო, მაგრამ ეს კაცი დღეს მთავარი პროკურორია. ყველა, ვინც სააკაშვილის რეჟიმი გაამყარა, მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიულ მანქანად ქცია, შეიფარეს, ყველაფერი აპატიეს და ბევრი დააწინაურეს. მოსამართლეები კი, რომლებიც შავზე ამბობდნენ თეთრიაო და პროკურატურასთან ერთად უამრავ უდანაშაულო ადამიანს საციხედ სწირავდნენ, უვადოდ დანიშნეს მოსამართლეებად. შამპუნებზე და საპნებზე ზის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“დრიონდელ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ისეთი ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, ხომ ნახეთ, ნახევარი ვერ დაუმტკიცა ამათ კონტროლირებადმა სასამართლომ. არადა, უამრავი სიბინძურე ჰქონდათ მათაც და სხვებსაც ჩადენილი. დაკვეთილი მკლელობები, ხალხის გატაცება და ცემა, ზოგს იარაღს უდებდნენ, ზოგს ნარკოტიკს. ხალხი რიგში იდგა ეკონომიკის სამინისტროსთან, არა მე უნდა ვაჩუქო ჩემი ქონება და ბიზნესი სახელმწიფოს, არა მეო. მილიარდების ქონება წაართვეს ხალხს, მაქსიმუმ 10%–ს დაუბრუნეს უკან. ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, არ უნდა დაესაჯათ? ხალხისთვის ის წართმეული ქონება არ უნდა დაებრუნებინათ? არა, ხელი არავის ახლეს და ვინც ეს უბედურებები ჩაიდინა, დღეს ამ ხელისუფლებას ემსახურებიან. ახლა ის პროკურორები ფიქრობენ, ამდენი ხალხის გაუბედურება, ამდენი მძიმე დანაშაული შეგვრჩა და ადვოკატს თუ პროცესზე შეურაცხყოფას მივაყენებთ, მაგის გამო ხმას არავინ გაგვცემსო. გათავხედებულები არიან და იმიტომ იქცევიან ასე. ივანიშვილის რეჟიმი როდესაც შეიცვლება და სამართლიანი სახელმწიფო გვეღირსება, მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც ადვოკატებზე ძალადობდა.

–თუ მასობრივი ხასიათი მიიიღო ადვოკატთა საქმიანობის ხელის შეშლამ, თუ ვერ განახორციელეს პროფესიული მოვალება და კლიენტები სათანადოდ ვერ დაიცვეს, ადვოკატთა გაფიცვამდე ხომ არ მივა საქმე? ეს ყველაზე ქმედითი და ეფექტური ღონისძიებაა ხელისუფლების მხრიდან ძალადობის შესაჩერებლად.

– უკვე სისტემატური ხასითი აქვს ამ ყველაფერს. ადვოკატთა გაფიცვა, რომ მოეწყოს, ამას რამდენიმე წინაპირობა სჭირდება. ჯერ ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ მზაობა, რომ ყველა დარღვევა, უკანონობა, რაც მათ მიმართ ხდება, თვითონ ადვოკატთა კორპუსამდე მივიტანოთ. მერე ეს შემთხვევები თავად ადვოკატებმა უნდა გაასაჯაროონ. უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, შექმნან საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცვა უნდა დაგეგმონ, კონკრეტული პირობები წამოაყენონ, რას მოითხოვენ, სახელმწიფოსგან რა პირობების შესრულების მერე შემდეგ შეწყვეტენ გაფიცვას. ეს დროც მოვა. ივანიშვილმა ეს ქვეყანა თავის საფეოდალოდ აქცია. პროკურორებს და მოსამართლეებს უთხრა, არჩევნები მომაგებინეთ და ყველაფრის უფლებას გაძლევთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთო. ეს კაცი ამით ცხოვრობს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ დადგება დროს, გამომჟღავნდება ყველაფერი, რასაც ესენი კეთებენ და ივანიშვილი ციხეში ჩაჯდება. სადაც უნდა იყოს, ჩამოიყვანენ. ის არ უშველის, რომ ოფიციალურად არანაირი პოლიტიკური პოსტი არ უკავია. ყველამ იცის, ეგ არის ქვეყნის მმართველი. ჩვენ მაქსუმუმ 10% პროცენტი ვიცით იმ დანაშაულებებისა, რაც ამათ აქვთ ჩადენილი. დანარჩენი გამოაშკრავდება და მერე, ივანიშვილის წინააღმდეგ ის ხალხი მისცემს ჩვენებას, ვინც დღეს მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებს. თვითგადარჩენის ინსტიქტი ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს პასტას ვერ გააგდებინებს ხელიდან და ყველა უკანონო ბრძანების გამცემად, რასაც ასრულებენ, ივანიშვილს დააბრალებენ. დარწმუნებული ვარ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მრავლად ექნებათ. ესენი არიან მონური ფსიქოლოგიის ადამიანები და ზუსტად ასე მოიქცევიან.

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved