• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს შოკოლადია, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის… ამაზე უკეთესს, ივანიშვილს ვერავინ აჩუქებდა“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
16:09 07-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,205

ლევან ჯავახიშვილი

 „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

– ბატონი კახა, გიორგი ვაშაძის პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე რას იტყვით? რა ხდება,  ისევ საჩუქარს უმზადებენ არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“? „მიშა, ვანო, კერეზა მოდიან“ და თუ ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მოგვცემთ ხმას, მაშინ ესენი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და რაც ჯოჯოხეთი გამოიარეთ „ნაცების“ მმართველობისას, ათჯერ უარესს გამოივლითო?!

– მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი ყველა ნაბიჯს ათანხმებენ ბიძინა ივანიშვილთან და მერე აჟღერებებენ ამ გადაწყვეტილებებს. ჭიჭე ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის ტანდემი შოკოლადია, საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამაზე უკეთეს საჩუქარს, ივანიშვილს ვერავინ გაუკეთებდა.

– როგორ ფიქრობთ, გიორგი ვაშაძის ცოლის ნათესავი და ივანიშვილის ფინანსური  მრჩეველი, ვანო ჩხარტიშვილი ჩართულია ამ ამბებში?

– რა თქმა უნდა, ვანო ჩხარტიშვილი ჩართულია, მაგრამ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული, ეს  მისი თამაშია  თავიდან ბოლომდე.

– ერთ ვერსიაზე მაინტერესებს თქვენი აზრი – გიორგი ვაშაძე სახელდება ამ გაერთიანების პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად და სავარაუდოდ, ასეც იქნება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები, დიდი შანსია, კოალიციური მთავრობის  პრემიერი გახდეს ვაშაძე ანუ ივანიშვილის კაცი. ეს ვარიანტიც ხომ არ აქვს გათვლილი  ივანიშვილს ამ კომბინაციაში, რომ დამარცხების შემდეგაც, მას  ოჯახისა და მის გარემოცვის ხელშეუხებლობის გარანტიებს მისცემს ვაშაძე?

– დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებია, ბიძინა ივანიშვილისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ჭიჭე ვაშაძეს რაც არ უნდა დიდი მხრდაჭერა ჰქონდეს ჩხარტიშვილისგან, ივანიშვილისგან, მერაბიშვილისგან, კეზერაშვილისგან, ვერ წარმომიდგენია პრემიერად. არც ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ჭიჭე ვაშაძის იმედად დარჩეს, თუ საქმე მისი ოჯახისა და ახლობლების უსაფრთხოებას შეეხო. ეს გაერთიანება ემსახურება ივანიშვილის პოლიტიკური ამბიციებს, მის გეგმას, დარჩეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. მე სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას და ვერც ვიფიქრებ სხვა რამეს. სამწუხაროდ, ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ, რომელ წრეზეც ამდენი წელი ვტრიალებდით –2024 წლის არჩევნებში „ნაცმოძრაობა“, ახლა უკვე ჭიჭე ვაშაძესთან ერთად,  „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“ იქნება, მოაგებინებენ არჩევნებს, როგორც  მოაგებინეს ბოლო წლებში  ჩატარებული ყველა არჩევნები.

– არ გამოჩნდა არც ერთი პოლიტიკური ძალა ან ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?

– თუ საზოგადოებაში არ გაჩნდა ნდობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი გაერთინების ან ლიდერისადმი, მაშინ ბიძინა ივანიშვილს  საპარლამენტო არჩევნები მოგებული აქვს. ძალიან მიჭირს ამის თქმა,  მაგრამ  დღევანდელი რეალობა ეს არის. ქართული სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება არ არის ღირსი ბიძინა ივანიშვილის მმართველობისა, მისი რუსული  ჭაობისა. თუმცა, ერთია, რომ ღირსი არ არის და მეორეა, რომ საქართველოში დღეს არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილს არჩევნებს მოუგებს. ეს არის სამწუხარო რეალობა და მას თვალს ვუსწორებ. რაც მთავარია, სასურველს ვერ გავასაღებ რეალობად, ვერ ვიტყვი სხვაგვარად და ვერ მოვატყუებ იმ ხალხს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს.

– სამწუხაროდ, არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ამგვარი პოლიტიკური ძალა ან ლიდერი არჩევნებამდე გამოჩნდება.

– ჯერჯერობით, ასეა. არ მოვიტყუოთ თავი, რაც დღეს ხდება, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, ეს არის ქართული პოლიტიკის კრახი, ქართული პოლიტიკის შავი დღე! 11 წლიანი მმართველობის შემდეგ, ისევ ბიძინა ივანიშვილი  და მისი „ქართული ოცნება“  არიან მომავალ არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატები და ამ ეტაპზე, რეალური და ანგარიშგასაწევი კონკურენტი არ ჰყავთ. საზოგადოებაში როდესაც არ არსებობს რესურსი, რომ ეს პრორუსული, კოლაბორაციონისტული ხელისუფლება დაამარცხოს, მაშინ ისმის კითხვა – ეს სახელმწიფო და ერი არის  კი ღირსი ან ევროკავშირისა და  ან ნატოსი? თუ ასე გაგრძელდა, ეს სახელმწიფო განწირულია რუსული საბჭოთა ჭაობისათვის, საიდანაც ამოსვლას, ალბათ, ისევ თაობების ბრძოლა  დასჭირდება.

– ადრეც გვისაუბრია ამ საკითხზე და მას შემდეგ ბევრი რამ  კიდევ გამოიკვეთა და უფრო  ნათელი გახდა.  საზოგადოების ნაწილში მკვიდრდება აზრი, ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი, ეკლესიის და  ეროვნული ტრადიციების დამცველი მარტო მაშინ ხარ, თუ პრორუსი, რუსეთის მხარდამჭერი ხარ ყველა საკითხში და საბჭოთა კავშირის  მსგავსი გაერთიანების აღდგენა გინდა, სადაც საქართველო რუსეთის  ვასალი  იქნება. ეს  აშკარად გამოიკვეთა არაერთი ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის და საზოგადოებრივი ჯგუფის გაცხადებულ იდეოლოგიაში და მათ ქმედებებში.

– ამ მოძრაობებს,  არანირი საერთო არ აქვთ კონსერვატიზმთან. არანაირი კავშირი არ აქვთ ეკლესიასთან, რწმენასთან, მართლმადიდებლობასთან და ტრადიციების დაცვასთან. მათ აქვთ კავშირი გრუ–სთან და ფეესბესთან და ასრულებენ მათ მითითებებს. არანაირ ქართულთან და ეროვნულთან ამ ხალხს საერთო არ გააჩნია. ესენი წარმოადგენენ გრუ–ს და ფეესბეს ფილიალს საქართველოში და ყველაფერი შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან და კონტროლდება მოსკოვიდან. მათ დაფინანსებასაც და მოქმედების გეგმებსაც რუსეთი და ივანიშვილი ერთობლივად ანხორციელებენ. ზოგს ივანიშვილი აფინანსებს, ზოგი პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება.

 – საქართველო შორდება დასავლეთს, სანაცვლოდ ახალი ხიდები იდება რუსეთთან. საბოლოოდ, რამდენად რეალურია იმის საფრთხე, რომ საქართველოს „ბელარუსიზაცია“ მოხდეს? მართლა რუსეთის  ვასლებად ვიქცეთ? ამას ერთსაც დავამატებ–მებრძოლი, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად  განწყობილი ადამიანების უდიდესი ნაწილი,  ვისაც ევროკავშირი და ნატო უნდა, ვინც „ქართული ოცნების“ სხვა და სხვა  კლანის  წევრი არ გახდა, ემიგრაციაში გაიქცა.

– საქართველოს „ბელარუსიზაცია“   კარგა ხანია დაწყებულია. ეს ყველაფერი იმას  ემსახურება, რომ ამ ეტაპზე საქართველომ არ მიიღოს ევროკანდიდატის სტატუსი და საბოლოოდ, არ გახდეს ევროკავშირისა და ნატო–ს  წევრი, რათა საბოლოოდ დარჩეს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე. ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა, თავის ე.წ. კონსერვატიული დაჯგუფებებით, პოლიტიკური და სოციალური ჯგუფებით,  ამ მთავარ მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულნი არიან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი, ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარდეს და არ დაიკარგოს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, დღეს  უსუსურნი არიან ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის წინაშე. ან თქვენი თქმისა არ იყოს, მათი დიდი ნაწილი გაქცეულია ქვეყნიდან.  ეს არის კატასტროფა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული პოლიტიკის შავი დღე.

–კი, ბატონო, დაწყებულია საქართველოს „ბელარუსიზაციის“ პროცესი, მაგრამ  საბოლოდ გამოუვა ბიძინა ივანიშვილს, რომ  ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და საქართველო რუსეთის სატელიტად აქციოს?

–ეს დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენზეა დამოკიდებული,  რამდენად მივცემთ ბიძინა ივანიშვილს რუსული ოცნების ახდენის, რუსული დავალების შესრულების უფლებას. ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილს რაც სურს, ყველაფერს აკეთებს. ყოველდღიურად გვექაჩება რუსეთისკენ და თუ არაფერი ვიღონეთ,   საქართველოს სრულ „ბელარუსიზციამდე“ დიდი დრო არც არის დარჩენილი.

– ირაკლი ღარიბაშვილის ვილნიუსის ნატო–ს სამიტზე არ მიწვევა იმის დასტურია, რომ ამ საფრთხესთან ძალიან ახლოს ვართ.

– კი, ბატონო, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველო ევროატლანტიკური კურსის შეცვლილია. ჩვენ ძალიან სწრფად ვცილდებით ქვეყნის გადარჩენის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას. საქართველოს პრემიერ–მინისტრი როდესაც ასეთ ისტორიულ სამიტზე არ მიიწვიეს, როდესაც დასავლეთი არ თვლის საჭიროდ  მის იქ ყოფნას, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ  კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და არ ვიცი,  როგორ დასძლევს ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ კრიზისს. და საერთოდ, დაძლევს თუ არა, ესეც საკითხავია.

– ხალხს სძინავს, ბატონო კახა.

– მე ასე არ ვიტყოდი, რომ ხალხს სძინავს. უბრალოდ, ჯერ  არ არის ხალხში ის მუხტი, რომელიც ამ კრიზიის დაძლევის საშუალებას მოგვცემდა. ხალხი ჯერ საამისოდ მზად არ არის და ამიტომ გასდის ბიძინა ივანიშვილს თითქმის ყველაფერი. ოპოზიცია კი არის განადგურებული. რითიც დავიწყეთ, იმით დავამთავროთ. ჭიჭე ვაშაძისა და  ხაბეიშვილის  გაერთიანება, ნუ, ახლა მათ კიდევ მარგველაშვილი დამატებული თავისი საქსოვი ჩხირებით, უბრალოდ, სასაცილოა… როგორც ვატყობ, მავანმა გადაწყვიტა, კიდევ 4 წელი  გვაყურებინოს „ნაცებისა“ და „ქოცების“ ვითომ ჩხუბს პარლამენტსა და საკრებულოებში, კიდევ 4 წელი გვაყურებინოს ამ წინასწარ დადგმულ სპექტაკლებს. რამდენ ხანს აიტანს ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკურ მარაზმს,  ჭაობში ყოფნას და ჭყუმპალაობას, ეს ისევ  მასზეა დამოკიდებული – მის აქტიურობზე,  წინააღმდეგობის გაწევის უნარსა და  პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. არავინ ჩამოვა საქართველოში და არავინ გაუწევს წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილს. ქართულ პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაამარცხოს ქართულმა საზოგადოებამ. ამ ბრძოლაში, დასავლეთი შესაძლოა ქართულ საზოგადოებას მხოლოდ დაეხმაროს.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved