• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არავის სურს საქართველოს დაბრუნება იმ დროში” – აშშ–ის ელჩი

ალია ავტორი - ალია
19:39 07-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფეისბუქ-ლაივში, სადაც ის მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობდა, ამბობს:

“ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ადამიანებს უწევთ შიშში ცხოვრება, რომ გამოთქვან თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება.

საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ისტორიის მანძილზე, იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და არავის სურს საქართველოს დაბრუნება იმ დროში.

ქართული საზოგადოება თავისი არსით არის ძალიან შემოქმედებითი, ინოვაციური და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ამას გვაჩვენებს ის ლიტერატურა, პოეზია, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში  იქმნებოდა. ეს იყო ძალიან ღრმა ერთგულება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ და ეს ასევე გულისხმობს სიტყვის, ფიქრის თავისუფლებასაც.

მე გავიხსენებ სახელმწიფო მოღვაწეებსა თუ პოეტებს,  რომლებიც თავისი პროგრესული აზროვნებით აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებს და ზუსტად ამ ღირებულებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. იმისათვის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები და უფლებები იყოს დაცული, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.

თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება მათ დაკარგეს უფლება რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, შეკრების უფლება, ამ დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით.

ერთ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უჭერს აშშ სამოქალაქო საზოგადოებას, თუ სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს მხარს, გახლავთ ის, რომ მათ თავისი შემოქმედებითი აზროვნებით, თავისი ქმედებით, შეინარჩუნონ ქვეყნის  იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის”.

 

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved