• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
16:30 06-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,225

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

 

– პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდანაც დაარტყა ხელისუფლებას, თუმცა, ბევრი ამბობს, რომ ეს ივანიშვილთან  შეთანხმებული თამაშია – მხოლოდ მისი ხელისუფლების კრიტიკა და არანაირი შესატყვისი ქმედება და ნაბიჯები. ოპოზიცია პრეზიდენტს  ნამუსზე აგდებს, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს–ამით დაგვიმტკიცე, რომ საქმითაც ხელისუფლების ოპოზიციონერი ხარო, აგერ ოფიციალურადაც მიმართეს გვარამიას შეწყალების თხოვნით.

– ეს ყველაფერი თამაშია,  როგორ ვერ ხვდებიან მაგდენს?  საგარეოდ სჭირდება, რომ საქართველო არ არის საბჭოთა კავშირი, რომ ყველა ერთნაირად აზროვნებს და ოპოზიციაში თავად პრეზიდენტი გვყავსო . დემოკრატობანას ორივენი  ერთად თამაშობენ – „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტი. მართლა აქამდე რით ვერ შეიწყალა ნიკა გვარამია? თან მსუბუქ დანაშაულზე ზის. მკლელები, მათ შორის, პოლიციელის მკვლელი, პედოფილი შეიწყალა და გვრამიას არ იწყალებს, როდესაც ლამის მთელი მსოფლიო სთხოვს. არ უნდა ბიძინა ივანიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება და სალომეც არ იწყალებს. ჯერ დრო არ მოსულა, ჯერ დრო არ მოსულაო, იძახის ზურაბიშვილი. კაი, კაცო, როდის მოვა ეგ დრო? გვარამია როცა მოიხდის იმ 3.6- წლიან პატიმრობას, ეგ უკვე პრეზიდენტი აღარ იქნება. ან კიდევ ჩამოართმევენ ამ შეწყალების უფლებას. არ გამიკვირდება, პრეზიდენტზე გაბრაზებულმა ოპოზიციამ ამას მხარი დაუჭიროს და კონსტიტუციაში ცვლილება მართლა შეიტანონ ერთად და ეგ უფლებაც ჩამოართვან. მერე დარჩება შეწყალების უფლების გარეშე, ისედაც ბევრ უფლებამოსილებას ართმევს „ქართული ოცნება“ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით. კი,  ბრიუსელში ზურაბიშვილის გამოსვლა იყო პროდასავლური.  ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წასულიყო, უფრო მწვავედ გამოვიდოდა. თან გამოდის სალომე და იძახის, მემუქრებიან და ჩემზე მუქარა არ სჭრისო.  თუ არ სჭრის, რატომ ვერ იწყალებს გვარამიას?  გამოდის, რომ გაჭრა მუქარამ, ვერ იწყალებს და ამ სიტყვების ბრახა–ბრუხით ოპოზიციონერობას იბრალებს. მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ერთმა  პარლამენტის  წევრმა დამირეკა, ერთ გაზეთს ინტერვიუ მივეცი და „ვითომ ოპოზიციონერად“ მოვიხსენიე.  ნაწყენი იყო,  ბატონო სოსო, რამე ხომ არ გეშლებათ, ჩემზე ასე რატომ თქვით, მართლა ოპოზიციონერი ვარო. თან დიდი რიხით მელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ შენ ახლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენე.  მე რომ  ახლა გავჩუმდე, შენზე აღარაფერი ვთქვა, უნდა იფიქრო, რომ შენმა მუქარამ გაჭრა. ჰოდა, ეგრე რომ არ იფიქრო, ხვალ ტელეკომპანია „კავკასიაზე“ გადაცემა „სპექტრს“ უყურეთ–მეთქი. მეორე დღეს მართლა  მივედი დავით აქუბრდიასთან და ნახევარი საათი იმ დეპუტატის „ვაჟკაცობაზე“ ვილაპარაკე და ისეთები ვთქვი, რომ იმ გაზეთის ჟურნალისტისთვის არ მქონდა ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილიც ამბობს, მაშინებენ და არ მეშინიაო. იმის დასამტკიცებლად, რომ არ ეშინია, სულ რომ არ აპირებდეს, გვარამიას  შეიწყალებდა და ყველას  დაარწმუნებდა, რომ ამ ქვეყანაში არავისი არ ეშინია. ეს დიპლომატიური სვლაც იქნებოდა და ფსიქოლოგიური მომენტიც. ფაქტი სახეზეა, გაჭრა მუქარამ და ეგ არის. ნეტაც ვცდებოდე, მაგრამ სხვას ვერაფერს  ვიფიქრებ ასეთ  ვითარებაში…

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved