• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახეები აელეწათ, კისრებზე ძარღვები დაებერათ, ხმები აუკანკალდათ, თმები გაიშალეს…” – ზურაბ ვარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:16 03-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
647

„პუბლიკის“ დირექტორის, ზურაბ ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“თუ ცხოვრებაში შეხვდებით ადამიანს, რომელიც ისე გადაგეფოფრებათ როგორც შსს-ს წარმომადგენლები ამ სირაძეს, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ :დ სახეები აელეწათ, კისრებზე ძარღვები დაებერათ, ხმები აუკანკალდათ, თმები გაიშალეს, ხელი ხმალს იკრეს და შეგვებნენ უკანმოუხედავად, ჰყიოდნენ ხაფი ხმით და თავსა დამართ სცემდნენ”

 

 

შეგახსენებთ, „პუბლიკის“ დირექტორის, ზურაბ ვარდიაშვილის დაკავების საქმეზე სხდომა წუხელ, 15-საათიანი დაყოვნების შემდგომ დაიწყო.

ვარდიაშვილი 2 მარტს, პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს. მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.

“პუბლიკის” ცნობით, ვარდიაშვილის უფლებების დამცველმა პროცესზე, რამდენი შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის,  საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის მოწმის სახით გამოკითხვის შესახებ  შუამდგომლობაც.

ვარდიაშვილის, მისი ადვოკატისა და დაცვის მხარის მოწმეების განცხადებით, 2 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციისას ვარდიაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითების შემდეგ დააკავეს.

დაცვის მხარეს სურდა, კითხვები პირადად სირაძისთვის დაესვა, თუ რა და რატომ ჩათვალა მან ვარდიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევად. დაცვის მხარის პოზიციით, ადგილზე რეალურად ზურა ვარდიაშვილის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ვარდიაშვილის წარმომადგენელმა სხდომაზე ასევე წარადგინა ვიდეო, სადაც ჩანს ვაჟა სირაძე და ისმის მისი ხმა: „გამოათრიეთ აქედან“, „დავაი, გაათრიეთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ვარდიაშვილი უშუალოდ დააკავა პოლიციელმა გიგა მოდებაძემ და მისი გამოკითხვა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისთვის საკმარისი იქნებოდა.

გამოკითხულმა გიგა მოდებაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვარდიაშვილი დადიოდა გზის სავალ ნაწილზე და იგინებოდა. კითხვაზე, ვისი მისამართით იგინებოდა, უპასუხა, რომ იგინებოდა კანონის მისამართით. რაც შეეხება დაკავების ეპიზოდს, მოდებაძემ დაადასტურა, რომ ვარდიაშვილი სირაძის მითითების შემდეგ დააკავა, ვინაიდან თავადაც ეთანხმებოდა მიღებული მითითების კანონიერებასა და საჭიროებას.

შსს-ს წარმომადგენელთა შეკითხვაზე, რომ არა ვაჟა სირაძე, თავად დააკავებდა თუ არა ვარდიაშვილს, მოდებაძემ აღნიშნა, რომ დააკავებდა.

მოწმეთა გამოკითხვის შემდგომ მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა ვაჟა სირაძის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა. მას არ დაუსაბუთებია ეს პოზიცია.

ვარდიაშვილმა სხდომის მიწურულს აღნიშნა, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ის უარყოფს მათ განცხადებებს, რომ იგინებოდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას.

საქმეზე გადაწყვეტილება 18 აპრილს 17 საათზე გამოცხადდება.

თეგები: ზურა ვარდიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved