• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორიგი ,,ბრალდება” გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
19:43 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,101

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“მორიგი ,,ბრალდება” გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან. ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!” ბარემ ერთი რამესაც გეტყვით სერიიდან – “მაშინ ხმას რატომ არ იღებდი?” და მერე გავაგრძელებ მთავარს – წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმრებისადმი საშინელი მოპყრობა, განსაკუთრებით ზოგიერთ ციხეში. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ გვიან შეიტყო, ე.წ. ,,ცოცხების” სკანდალის დროს და დამიდასტურებენ ალბათ სხვები, მე ვიყავი იშვიათი საჯარო მოხელე, რომელმაც ღიად დაგმო ეს ამბავი და ნებისმიერი დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. ძნელია ჩემთვის რაღაცების ,,წამოძახება”, შეცდომის მეტი რა დამიშვია, მაგრამ იმ ჟანრში, თქვენ რომ ეძებთ, ვერ იპოვით და ტყუილად ირჯებით.
რაც შეეხება ციხეში მასწავლებლობის დაწყების ამბავს, ჩემი ხელით რომ ჩავაწერინე მეგობარს ვიკიპედიაში და იქ იპოვეს, როგორც დიდი საიდუმლო, ამგვარია და ცოტა ნოველას ჰგავს. მაშინ ბინის ქირის გადახდა არ შემეძლო და სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ვათევდი ღამეს ჩემს მამიდაშვილთან, მამა დავითთან. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული გაზეთი გამოგვეცა და დავიწყეთ იმ ხალხის ძებნა, ვინც ცოტა ფულს მოგვცემდა ამ ხარჯისთვის. მთავარ მაძიებლად მე დავინიშნე, დიდი ვნება მქონდა და არნახული თავგადასავლები გადამხდა – ძირითადად ხელმოცარვით და მარცხებით. აი, ეს კი, რასაც გიყვებით, გამარჯვების ისტორიაა. მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ, მოწყენილი რომ ვიჯექი მღვდლებსა და მომავალ მღვდლებს შორის გასაშლელ ლოგინზე, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე სხვა სამი მეგობარიც დაგვემატა. მივყვებოდით რუსთავის მიკროავტობუსს და შემდეგ ფეხით სამ კილომეტრს გავივლიდით გარდაბნისკენ ციხემდე, რომ გვენახა ჩვენი ახალი მეგობრები. ლიტერატურის სწავლის მსურველები გადმოდიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში და იქ ვმართავდით მსჯელობას. საოცარი გამოცდილება იყო და გაგრძელდა რამდენიმე წელი ვიდრე აგვისტოს ომამდე. დღესაც ყურში ჩამესმის ბადრაგის ხმა, გაკვეთილზე რომ უხმობდა მაგალითად ერთ-ერთ ,,მოსწავლეს”: ,,ქურდაძე გიგლა, გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსთან!” არავის მოუყოლია ჩვენთვის იქაურ მძიმე ბედზე, ან გვიმალავდნენ ან კონკრეტულად ის ზონა იყო მსუბუქი. არ ვიცი. ყველა მათგანთან დღემდე ვმეგობრობ – გიგლასთან, იკოსთან, პაპასთან, ლენონასთან, რა ვიცი – ბევრთან. გაზეთიც მაშინდელი ხელფასის ფულით გამოვეცით, რომელიც მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge ედ იქცა.
ჰოდა, არ ვარ მე იოლი ბიოგრაფიის მქონე კაცი, მეგობრებო, რაც გასავლელი და არაგასავლელი იყო, ყველაფერი შემემთხვა და გადავლახე. გამახსენეთ ხოლმე ჩემი ცხოვრების საოცარი ამბები, თუნდაც თქვენეული ინტერპრეტაციით და მე სიმართლეს მოვუყვები ხალხს. და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბინძურ ომს.
თქვენი
გიორგი კეკელიძე”
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved