• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი, მოგიყვებით ჯერ რა გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის ,,დასაკნინებლად” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
17:58 03-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
533
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:
“რამდენიმე პატივსაცემმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩვენი ფონდის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის დაწესებით და რომელიმე ახალგაზრდაზე მინიჭებით ქართველი გმირის სახელი კნინდება.
კარგი, მოგიყვებით ჯერ რა გავაკეთეთ ჩვენ მარო მაყაშვილის სახელის ,,დასაკნინებლად”, იმის ხაზგაუსმელად რას აკეთებენ სხვები.
1) ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გავხსენით მარო მაყაშვილის ბაღი.
2) ფოტოების უმრავლესობა, რომელსაც თქვენ იყენებთ მაროსას, ჩვენი რესტრავრირებული და გაციფრებულია.
3) ვაწყობთ საჯარო ლექციებს ქართულ სოფლებში მარო მაყაშვილზე და ქართველ იუნკრებზე.
4) მაროს მამის, კოტე მაყაშვილის ლექსი საკუთარ შვილზე წარვადგინეთ ქართულის სახელმძღვანელოებში შესატანად.
5) ამ სტიპენდიას ვანიჭებთ სხვადასხვა აზრით გამორჩეულ ახალგაზრდებს – იმ ლოგიკით, რომ ვინმემ სრულად უნდა გაიმეოროს მაროს გზა ტრაგიკული აღსასრულით, იმედია არავისთვის მინიჭება არ დაგვჭირდება. ჩვენ მათ გმირობას არ ვანიჭებთ – საქციელს ან სწავლას ვუქებთ და ვეხმარებით.
აქამდე დავაარსეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სახელობის სტიპენდიები. მარო მაყაშვილის სტიპენდია კი ორ საქმეს გააკეთებს – ერთი, რომ ახალგაზრდებს წაახალისებს და მეორე – ამ თაობას, რომელთაგანც ზოგიერთმა შეიძლება არც იცის ან ცოტა იცის ქართველ გმირზე, დააფიქრებს ან შეახსენებს მის ღვაწლს.
თუ ფონდის სახელია გამაღიზიანებელი – გურული დღიურები – ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, რეორგანიზაცია რთული საქმეა და თავის დროზე იმიტომაც დაერქვა, რომ გურულები შევიკრიბეთ, ჩემი წიგნებიდან ჰონორარს სრულად აქ ვრიცხავდი და ჩემი ხელფასისაც. ასობით მოსწავლეს და სტუდენტს გავუმართეთ ხელი. ახლა ერთი შშმ გოგოსთვის გვინდა მაროს სტიპენდიის დანიშვნა, რომელიც უნივერსიტეტში ვერ დადის სოფელ დიციდან, ოკუპაციის გამყოფი ხაზიდან და ეგებ ამ საქმეში დაგვეხმაროთ და პარალელურად ფილოსოფიურად გვაკრიტიკოთ, ეგ პრობლემა არ არის.
p.s. აქვე გთხოვთ, რომ ნურავის ლანძღვას ნუ დაუწყებთ, პატივსაცემი სარკასტულად არ დამიწერია, ზოგი მათგან მართლა პატივსაცემია.
#გურულიდღიურებისფონდი”

“პირველ სტიპენდიას მიიღებს გოგო, რომელიც წყლის ჭავლზე ცეკვავდა” – კეკელიძე

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved