• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებამ რამდენიმე სტრატეგიული ხაზი შექმნა” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:11 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
704
ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“ახლო პერსპექტივების შედარებითი ანალიზი:
როგორც ბოლო დღეები ვწერდი, ხელისუფლებამ მორიგი კომპლექსური პროპაგანდა წამოიწყო, რაც სხვადასხვა მიმართულებით მოვლენებისა და ადამიანების დისკრედიტაციას გულისხმობს.
რა არის ამ მხრივ პროპაგანდა? – პროპაგანდა, ეს არის მოვლენების აღქმისა და შეფუთვის ტექნოლოგია, რომლის მიზანია ადრესატების (ანუ ვის მიმართაც მიმდინარეობს პროპაგანდა) მიმართაც პროპაგანდისტული დამოკიდებულების შექმნა, რომელიც მოვლენებს აძლევს მიმართულებას და ქმნის ძალადობრივი ქმედებების საფუძვლებს, რაკიღა პროპაგანდა ანთავისუფლებს შრეებს, რომელიც წინააღმდეგობას უქმნის დიქტატს.
წინა დღეები, ცხადია, უმთავრესად იყო დაფუძნებული ახალგაზრდების მძლავრ და შეუპოვარ, სახელმწიფოებრივ ქცევაზე, თუმცა, პროცესი იმით იყო უნიკალური და განსაკუთრებული, რომ მოიცავდა საზოგადოების ფართო მხარდაჭერას სხვადასხვა თაობის, პოლიტიკური გემოვნებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებისგან.
ახალგაზრდების გვერდით იყვნენ და არიან:
– აკადემიური წრეები – ცნობილი და ნაკლებად ცნობილი პროფესორები და ლექტორები, პედაგოგები და ა.შ.
– სპორტსმენები, ხელოვანები და ა.შ.
– სხვადასხვა პოლიტიკური მიმართების პოლიტიკური წრეები.
– ე.წ. შუაშისტები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს მტკიცე პოზიციით და პროცესს რეპუტაცია და ლეგიტიმაცია მისცა და ა.შ.
– სამოქალაქო ორგანიზაციები და ახალგაზრდული გაერთიანებები.
– პარტნიორები ქვეყნის შიგნით და პარტნიორები ქვეყნის გარეთ, რომლებიც საქართველოს წინსვლისა და გაძლიერებისათვის ათეული წლებია განსაკუთრებულ პოზიტიურ როლს ასრულებენ.
შესაბამისად, ხელისუფლების პროპაგანდის მიზანია ახლა ამ ერთიანი მხარდაჭერისა და უნივერსალური თანამშრომლობის:
– დაშლა.
– დისკრედიტაცია გამარგინალების გზით.
– განადგურება.
ამისათვის ხელისუფლებამ რამდენიმე სტრატეგიული ხაზი შექმნა:
– პოლიტიკური მხარეების დისკრედიტაცია – აფილაციის მცდელობა ხალხის უმეტესი ნაწილისათვის სრულიად მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურებთან.
– ახალგაზრდების დისკრედიტაცია – მათთვის იარლიყების მინიჭება ერთი მხრივ, ანტიქრისტიანულობის, სატანიზმის (ცნობილი პროპაგანდისტული მითოლოგემებია) კონტექსტში, მეორე მხრივ, გაუაზრებლობის, ბრმად მოქმედებისა და ა.შ. კონტექსტში.
– არააფილირებული საჯარო პირების დისკრედიტაცია – მათთვის პოლიტიკური და ზრახვითი იარლიყების მინიჭების გზით.
– აკადემიური წრეების დისკრედიტაცია – მათთვის ერთი მხრივ, სოციალური და თვითრეალიზაციითი შევიწროების, მეორე მხრივ, დეზორიენტირებულების იარლიყების მინიჭების გზით.
– სამოქალაქო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებების დისკრედიტაცია – კანონის უკან გაწვევის მიუხედავად მათთვის აგენტურის და პოლიტიკური აფილაციის მინიჭების ფორმით.
პროპაგანდისტული ხაზების გარდა, იკვეთება ხელისუფლების პირდაპირად ძალადობრივი ქმედებების ძალისხმევა:
– დესტრუქციული და აგრესიული კრიმინალური ტიპის ჯგუფების წინწაწევითა და საზოგადოებისადმი დაგეშვის ხერხით (გავიხსენოთ 5 ივლისის მოვლენები).
– პირდაპირი სამართლებრივი დევნის მექანიზმებით (დაჭერების და სამართლებრივი დევნის დაანონსება-წარმოებით).
სავარაუდოდ, ამას დაემატება:
– საეკლესიო სახელისუფლებო მხარდაჭერა – ამ მომენტისათვის პირდაპირი და აქტიური ჩართულობა არ ვლინდება, თუმცა პროპაგანდისტული საფუძველი უკვე შექმნილია.
– აკადემიურ და სხვა ტიპის წრეებში იმ ადამიანთა დევნა, ვინც ხელისუფლების იდეას აკრიტიკებს ან წინააღმდეგ გამოდის.
– ე.წ. შედარებით ნეიტრალური, მეტაფორულად რომ ვთქვათ, სამოქალაქო პროტესტის მხარდამჭერი “შუაშისტების” დისკრედიტაციის ძალისხმევა და ფიზიკური დევნა (სოციალურ ქსელში უკვე არაერთგან გვაქვს შემთხვევა ხელისუფლების მაკრიტიკებელი პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის შემცველი მუქარები).
თითოეული ეს სეგმენტი ასევე კომპლექსურად იშლება, რაზედაც აქ აღარ გავამახვილებ ყურადღებას, თუმცა, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჯამურად, მსგავსი მცდელობები აჩვენებს:
– ხელისუფლებაში ძალაუფლების მქონე სუბიექტ(ებ)ი, პირები არ არიან დასუსტებულები და წინა დღეების უკან დახევა, გარდა იძულებითისა, ტაქტიკური ხასიათისაც არის.
– ტოტალიტარიზმის შექმნის და დიქტატის გაძლიერების ძალისხმევა დღეისათვის, ერთი შეხედვით, შესუსტებულად მოჩანს, თუმცა სინამდვილეში ის უფრო გაძლიერებულია და კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
მოცემული ანალიზი, ვფიქრობ, უნდა იყოს საფუძველი, შეიქმნას და განხორციელდეს კონტრსტრატეგია დემოკრატიის გამყარებისა და ტოტალიტარიზმის ხელის შეშლისათვის.”
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved