• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრმად მენდეთ ვისაც ოდნავ მაინც უტრირებულ-გადაჭარბებული გეჩვენათ რომელიმე აზრი!” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:33 02-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
507
ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ჩვენ, სამწუხაროდ, აღარ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი!.. ვიყავით, მაგრამ, აღარ ვართ! და რაც უფრო სწრაფად გავისიგრძეგანებთ ამას, მით უფრო სწრაფად ამოვძვრებით იმ ნეხვიდან, რომელშიც აღმოვჩნდით!
იმის დასტური, რომ ჩვენ აღარ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, არაა მხოლოდ რუსული ძალის მიერ შექმნილი რაღაც კანონი!.. ან ისტორიისთვის ორჯონიკიძის გვერდში ჩასაწერი რომელიმე უგვანი ქართველი მმართველი პოლიტიკოსის ბჟუტური და მომაკვდინებელი გადაწყვეტილება!.. ვიმეორებ – მხოლოდ ეს არაა, თორემ, ესეც არის!
ჯოზეფ ბაიდენი – თავისუფალი სამყაროს ლიდერი, დღეს! ცოტა ხნის წინ, მიესალმა მოლდოველ ხალხს და თანადგომა გამოხატა მის მიმართაც! საქართველო მას არ უხსენებია!..
ეს ან ესეც ადასტურებს, რომ თავისუფალი სამყარო უკვე აღგვიქვამს იმ რკინის ფარდის მიღმა (რუსულ მხარეს), რომელიც აუცილებლად დაეშვება!
და რკინის ფარდა დაეშვება! იმიტომ, რომ, როცა პუტინი დამარცხდება უკრაინაში და როცა პუტინი წავა მიუსავლეთში! რუს ახალ მმართველთან დაიწყება ვაჭრობა კი არა, შეთანხმება! და თუ დიდი ბიჭებიდან თუნდაც ერთი (შოლცი, მაკრონი, სუნაკი, ბაიდენი… სხვები) იტყვის, რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია უკრაინისათვის! ანუ – რუსეთის დამარცხებისათვის! ვერა სხვა არგუმენტი ვეღარ შეგვეშველება… ვეღარ წაგვადგება! ვეღარ გადაგვარჩენს! ისინიც ჩაგვტოვებენ ახალ პუტინთან! პუტინზე “უკეთეს” პირობით სიდოროვთან!
ეს მწარე! ცრემლებამდე რომ მივყავართ ისეთი რეალობაა!.. ეს მტკივნეული სიმართლეა!
კითხვას – გადავურჩებით თუ არა ამ ამბავს… უფრო ზუსტად, გვაქვს თუ არა შანსი, დადებითად უნდა ვუპასუხოთ! კი – შანსი ჯერაც გვაქვს! ოღონდ, დრო გვაქვს ძალიან ცოტა!
2023 ან 2024 წელს უკრაინა საბოლოოდ გაიმარჯვებს!..
თუ ამ დროს საქართველოს ხელისუფლებაში იქნება კოლაბორანტი მთავრობა, საბოლოოდ გავფორმდებით რუსეთის ეზოდ!
და ყველაფერი თავიდან დაიწყება!
და მხოლოდ 100 წლის შემდეგ-ღა შევდგებით! ისიც თუ შევდგებით!
პ.ს. ბრმად მენდეთ ვისაც ოდნავ მაინც უტრირებულ-გადაჭარბებული გეჩვენათ რომელიმე აზრი!”
თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved