• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მალე უარესი მდგომარეობა იქნება და ხალხის უკმაყოფილებას ბიძინას ფულებით ვერ შეაჩერებენ“

ალია ავტორი - ალია
20:43 04-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„ალიას“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.

– ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეშია. ეკონომიკა ჩამოშლილია, საბიუჯეტო სახსრები კი არ არსებობს, რომ ეკონომიკა ფეხზე დადგეს. მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა 15%–ით და ეს ტენდენცია გრძელდება. ჯერ ეკონომიკის განადგურებას ვერ აღიქვამს ხალხი, თავად ხელისუფლება. ტურიზმიდან შემოსული თანხები ჩვენი ეკონომიკის მეხუთედს, 20%–ს შეადგენდა და უამრავი ადამიანი იყო ტურიზმსა და მას მიბმულ ბიზნესებში დასაქმებული. უცხოეთში დასაქმებული ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებიდან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრობდა. ეს ორივე მინიმუმამდე შემცირდება, როდესაც გადაივლის პანდემია. ეკონომიკის ძალიან ბევრი დარგი ვეღარ დადგება ფეხზე, გაკოტრდებიან საშუალო და წვრილი ბიზნესები. ცხადია, ყველა არა, მაგრამ ბევრნი. არც მსხვილ ბიზნესს მოელის კარგი დღეა, შეამცირებენ სამუშაო ადგილებს. მოკლედ, დღეს ვინც დროებით უმუშევარია საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო წესების გამო, მათი დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება. საუკეთესი შემთხვევაში, მინიმუმ, 2–3 წელი იქნება საჭირო, რომ ფეხზე დავდგეთ. მოკლედ, ბიუჯეტში რაც არის, ის ფული შეიჭმევა და მერე იმ ბიუჯეტს ვერ  შეავსებენ. უამრავი ადამიანი სახლშია გამოკეტილი ყოველგვარი ფულადი დანაზოგისა და სასურსათო მარაგის გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში. უფრო გამწვავდება ყველაფერი, უფრო გაღრმავდება ეს კრიზისი.  ხალხის უკმაყოფილებას ვერ შეაჩერებენ ვერც ბიძინას ფულებით და ვერც საარჩევნო ტრიუკებით.

– მშიერი ხალხის ბუნტს ხომ არ უნდა ველოდოთ?

– კი, მოსალოდნელია ბუნტი. არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, არც ფინანსური რესურსი არსებობს, უცხოურ დახმარებებს შევჩერებივართ, რომ რაღაც თანხები მოგვცენ, რაღაც ინექციები გაკეთდეს მერე ამ ფულით ეკონომიკაში. ამ ფულის გადასროლასაც ბანკებში აპირებენ, საბანკო სუფსიდიებზეა უმთავრესად საუბარი. მისცემენ ბანკებს ფულს და ბანკები მაღალ პროცენტებში მისცემენ იმ ფულ ხალხს, ისევ ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრდებიან ბანკირები.

– ხალხი დაიმშევა ცოტა ხანში და ელემენტარულად, საჭმლის ფულის გამო აიღებენ სესხებს, მაგრამ თუ ვერ გადაიხდიან, დაუყადაღებენ უძრავ თუ მოძრავ ქონებას.

– კი, უფულო ხალხს სხვა გზა თუ არ დარჩა, ზუსტად ეგრე მოხდება. ის სხვა გზა კი არ ჩანს და არც გამოჩნდება. ჩიხშია ხელისუფლება და ხალხიც ჩიხში მოაქცია. მეც მინდა იყოს გამოსავალი, მაგრამ არ ჩანს. ასე იცის 8 წელიწადი არაფრის კეთებამ, გამოგონილ პოლიტიკურ მტრებთან ბრძოლამ  და ამის ხარჯზე ხელისუფლების შენარჩუნებამ. ამათ მრეწველობისთვის და აგრარული სექტორისთვის უნდა მიეხედათ, სხვა და სხვა ეკონომიკური დარგები უნდა შეექმნათ და აეღორძინებინათ, სასურსათო და სხვა სახის რეზერვები უნდა შექმნათ. ამათ ვურჩევ, ფიზიკის საფუძვლები მაინც ისწავლონ. ახლა უკვე არქიმედეს კანონი მოქმედებს, რაც მეტად დააწვებიან ხალხს, მით უფრო მეტ უკუდარტყმას მიიღებენ ხალხისგან და თან, ცხვირ–პირში. სოციალურ აფეთქებებს გამოიწვევს ის გაჭირვება, რომელიც წინ ელის ხალხს. ქუჩაში გამოსული მშიერი ხალხი რომ არავის დაზოგავს, ეს ყველამ კარგად იცის. ადამიანს რომ შიმშილით უკვდება შვილი, შვილიშვილი, იმას უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი, იმას ვერც საგანგებო მდგომარეობა გააჩერებს, ვერ კომენდანტის საათი და ვერც ტანკების კოლონა. ეს მშიერი ხალხი თუ გამოვიდა, მერე ააყირავებენ ყველაფერს. თან, ადამიანი როდესაც შიმშილის გამო გამოვა გარეთ, იმას კანონებით ვერ დაელაპარაკები. ვერ ეტყვი, ეს და ის რატომ გააკეთეო. მიეცი პური და  ცუდს და უკანონოს არაფერს არ იზამს. ეს პური, სასურსათო მარაგი კი არ არსებობს ამ ქვეყანაში. რამდენი ხანია, სახლში გამოკეტეს ხალხი და ჯერ ხელისუფლება მათთვის დახმარების გაწევაზე– ფულად დახმარებაზე, ვაუჩერებსა თუ  თუ ე.წ. სოციალურ პაკეტებზე არც კი იღებენ  ხმას.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved