• რეკლამა
  • კონტაქტი
12:35, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ქუთაისში ყველაზე ლამაზი ქალი დაკრძალეს!” – დათო ლიკლილაძე

ალია ავტორი - ალია
00:49 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,041

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე:

“რანაირი ქალაქია…როგორ ყველაფერს უცნაურს ამ ქალაქში მოიგონებენ. მაგალითად ყველაზე ლამაზი ქალის, გულო ყიფიანის სადღეგრძელოს ამ ქალაქში თავმომწონე მამაკაცები სუფრაზე ფეხზე ადგომით და ვარდის ფურცლებით სვამდნენ.
გესმით? ვარდის ფურცლებითო კაცოო….
ვარდის ფურცლებით, ასე პატარ პატარა ყლუპებით ისმებოდა გულო ყიფიანის სადღეგრძელო. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მომაჯადოვებელი ხმა ქონდა და ისეთი შარმი, მე მაგალითად ხშირად ავდევნებივარ (ჩემზე ათეულობით წლებით უფროს) გულო ყიფიანს. იმ იმედით, რომ იქნებ იმ მაგიური ღიმილით დავეჯილდოვებინე, იქნებ მისი ფრანგული სუნამოს სუნი უფრო ხარბად მესუნთქა, რომელსაც თეატრიდან გამოსული მთელს მოედანზე აფრქვევდა… იქნებ მისი ხავერდოვანი, დაშაქრული ხმაც გამეგონა… ავედევნებოდი და თან სუნთქვა მქონდა შეკრული, რათა მასთან ერთად ასევე მესმინა მისი თაობის ლამაზ ქალებზე, ლამარა დადიანზე, ტაჩუ ლომინაძეზე. ლამარა ვაშაკიძეზე….
ღმერთოოო, მართლა რა სილამაზის და სათნოების ნაზავი იყოოოო….
ნეტა რანაირად იდგნენ კაცები ფეხზე და როგორ სვამდნენ ვარდის ფურცლებით გულო ყიფიანის სადღეგრძელოს. ნეტა დღეს თუ დალიეს ვარდის ფურცლებიდან, როცა უკანსაკნელ გზაზე მიაცილებდნენ გულო ყიფიანს.
ბატონებო და ქალბატონებო! დღეს ქუთაისში ყველაზე ლამაზი ქალი, გულო ყიფიანი დაკრძალეს!”
თეგები: დათო ლიკლიკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved