• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„პორშე ცენტრი თბილისი“ –  პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება

ალია ავტორი - ალია
14:43 01-17-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
838

 

  • „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს

 

  • საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მზარდია

„პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გერმანული ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალ ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელები გახდნენ. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, მიიღო ფინანსური სარგებელი, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.

მომხმარებელს აქვს შანსი, გახდეს საერთაშორისო ბრენდის აქციონერი და გაიზიაროს ის წარმატება, რასაც „პორშემ“ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზებით (IPO) მიაღწია.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი მომხმარებლების მიმართ და მიგვეცა უნიკალური საშუალება, გამხდარიყვნენ მსოფლიო ტოპ ბრენდის აქციონერები. ვფიქრობთ, აქციების ფლობა, მათ გაუჩენს მეტ მოტივაციას, უგულშემატკივრონ საყვარელ ბრენდს და მხარი დაუჭირონ „პორშეს“ წინსვლას ავტობიზნესში. ასევე მიიღონ სარგებელიც, რადგან „პორშეს“ წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლები „პორშესა“ და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის „პორშე ცენტრი თბილისის“ უნიკალური აქციით ავტომატურად ხდებიან იმ დიდი სიახლეების მონაწილეებიც, რასაც „პორშე“ გლობალურ ავტობაზარს სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს. „პორშე“ წინსვლაზე ორიენტირებული გლობალური ბრენდია და მან  ეს არაერთხელ დაამტკიცა ათწლეულების განმავლობაში“.  

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს კომპანიის აქციების ფლობის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა საინტერესო გამოცდილება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ცენტრში ავტომობილს შეიძენენ. ამ შენაძენით კი მსოფლიო საფინანსო ბაზრის მონაწილეებიც გახდებიან და უდიდესი ისტორიის მქონე მანქანათმშენებელი კომპანიის ინვესტორებიც. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია „პორშეს“ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება“.

ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, „პორშეს“ აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა.

პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმატებულ დებიუტს, უკვე უწოდეს „პორშეს“ ახალი ეპოქის დასაწყისი. საფონდო ბირჟაზე, ჯამში, კომპანიის აქციების 12,5% განთავსდა.

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved