• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიღაცები ამბობენ რომ მათი დედები ვერ მიტანენ და ღმერთს ევედრებიან, რომ ჩემნაირი ადამიანი მათ ოჯახს არ გაეკაროს” – თორნიკე ნანობაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:31 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,178

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა თორნიკე ნანობაშვილი, რომელიც გასულ წელს პოლიციას ბრალს სდებდა შეურაცხყოფაში, ბულინგში და ძალის გადამეტებაში.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თორნიკე ნანობაშვილი წერდა:

“დიდი ხანია საკუთარ თავზე არ ვწერ და აღარც ვლაპარაკობ.
იმიტომ რომ არ მომწონს და დამავიწყდა ‘აქამდე როგორ’.
ხანდახან იმის ემპათიაც კი არ მყოფნის რო საწოლიდან წამოვაყენო, ჩაი დავალევინო და იმ გზებზე ვასეირნო, რომლებზეც ადრე იზრდებოდა და ლამაზდებოდა.
ბოლო წლების განმავლობაში მისთვის მაქსიმუმ რაც შევძელი პატარა ნოუთების – ერთგვარი მინიშნებების – კეთება იყო,
სხვადასხვა ტელეფონის აპლიკაციებში, რომლებიც გაიყიდა მედიკამენტებზე, ქირებზე, დაუსრულებელ ზამთრებზე 0.3 გრამ სიყვარულზე – გაუკუღმართებულ ორგაზმებზე მძიმე ატხადნიაკით.
ვიღაცები ამბობენ რომ ისინი მიცნობდნენ და მე მათ ვაწყენინე,
მე კიდევ იმ ორ პოლიციელსაც ვერ ვადანაშაულებ, რომლებმაც პრემიის მოლოდინში მანქანაში ჩამტენეს და მლეწეს – შუა ღამის ქალაქის გულში – დღემდე არ ვპასუხობ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზარებს.
ვიღაცები ამბობენ რომ ისინი მიცნობდნენ და მე მათ ვაწყენინე,
მათი დედები ვერ მიტანენ და ღმერთს ევედრებიან, რომ ჩემნაირი ადამიანი მათ ოჯახს არ გაეკაროს,
მე კი ღმერთს მხოლოდ ჩემ გარდაცვლილ ძმაკაცებში ვხედავ – სევდიანსა და მრისხანეს.
შენი ქვეყანა იმსახურებს ძალადობას – თან ზუსტად იმდენს, რამდენი სისუსტეც გამოიჩინა.
მშიერი ბავშვები სამშობლოს ძუძუებს ჩამოაგლეჯენ, მანამ სანამ სამშობლო თითოეული მათგანის სათანადოდ გამოკვებას არ ისწავლის
– ეს და მხოლოდ ეს არის საყოველთაო სიწმინდის მანიფესტაცია.
“ჭეშმარიტება იქ არის, სადაც დამნაშავე არ არსებობს” – ვაწერ დედას სავაჭრო დახლთან, ვარკეთილის გეტოებში და ვიღებ შპრიცებს მისი მიმდებარე ტერიტორიიდან სადაც შემდეგში დავთესავ ბევრნაირ ყვავილს.
– არ ვიცი რა იმედით, მაგრამ მე მათ ნამდვილად ყოველდღე ვრწყავდი.
ვიღაცებს ნამდვილად სწამთ, რომ მე მათ ვაწყენინე,
მე კი არასდროს მწყენია, როცა მამა ლეწავდა ფანჯრებს და გვლეწავდა ჩვენ – ვდუმდი და ნამსხვრევებს ვაგროვებდი, რათა შემდეგში მომეკლა მამა – ლაჩრული სიამაყით რომ ვეტერანის შვილმა სროლა ვიცი.
დიდი ხანია საკუთარ თავზე არ ვწერ და აღარც ვლაპარაკობ.
არაფერს ვხსნი, არაფერს ვცდილობ,
არავინ მძულს და დანამდვილებით არავინ მიყვარს.
უბრალოდ, ყოველ დილას,
სამსახურში წასვლამდე, იმ დახლს ჩავუვლი, რომელთანაც იდგა დედა და ვრწმუნდები რომ ყვავილები ისევ ადგილზეა
და მიხარია,
თუნდაც იქვე ნემსები დამხვდეს.
ბოლოს სხეულში მხოლოდ მადლიერების განცდა მრჩება,
სიყვარულისთვის, რომელიც მომცეს აბსოლუტურად უცნობმა ადამიანებმა, უანგაროდ,
გაუცნობიერებელი გენეტიკური ჟინით,
რომ თავის დროზე
მათ დედებსაც ჩემნაირი ბიჭი უყვარდათ.”

შეგახსენებთ, რას წერდა თორნიკე ნანობაშვილი, გასული წლის ზაფხულში, მომხდარ ინციდენტზე:

“ამ აგრესიულად განწყობილმა პოლიციის თანამშრომელმა გადამიგრიხა ხელები და ჩამტენა მანქანაში უკანა სავარძელზე, სადაც არ განუმარტავს არცერთ თანამშრომელს საერთოდ არაფერი, მათ შორის არავის უთქვამს სად მივდიოდით.

ჩემი ნივთები შეატოვეს მოპედს და წამიყვანეს სადღაც ზაჰესის განყოფილებაში(რაც მერე გავარკვიე, უკვე ადგილზე.)

გზაში მრავალგზის გავუმეორე თუ რატომ მაკავებდნენ –

პასუხი იყო – სიტყვიერი შეურაცხყოფა –

რაზეც კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არც ერთი არაკორექტული სიტყვა არ გამომიყენებია – მითუმეტეს პატრულის თანამშრომლების მიმართ დაკავების მომენტში.

განყოფილებაში მოვითხოვე ზარის განხორციელების უფლება ადვოკატთან, რაზეც მივიღე აბსოლუტური დუმილი და ხითხითი იმ პატრულის თანამშრომლისაგან რომელიც მაკავებდა და ხელებს მიგრეხდა.

მომათავსეს საკანში ერთი ლეიბის ამარა რომელიც იყო მტვრიანი ბეწვიანი და ნახევრად დამპალი – შუა ღამიდან დილის 9 საათამდე დავყავი აბსოლუტურ სიბინძურესა და გაუგებრობაში.

დილას – პირდაუბანელი და ნახევრად მძინარე შემაგდეს საპროცესო ოთახში – მოსამართლესთან და იდეაში დააპირეს ჩემი საქმის განხილვა.

სანამ საქმე წარმოებაში გაეშვებოდა, მოსამართლეს მივმართლე რომ ჩემთვის არ მოუცია ადვოკატთან ზარის განხორციელების უფლება, რომ პლუს არ აქვთ მტკიცებულება რომ მე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და რომ კიდევ მთელი გზა გამოირჩეოდნენ დამცინავი და შეურაცმყოფელი ტონით.

მოსამართლემ ჰკითხა პატრულის თანამშრომლებს მომცეს თუ არა ზარის განხორციელების უფლება –  რაზეც მიღებულმა უარმა მოსამართლეში შეშფოთება ხოლო პატივცემულ ცხოველებში (მეტი რა ვაკადრო არ ვიცი) ძრწოლვა გამოიწვია.

მოსამართლემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩანაწერები, სადაც მე მათ დაკავებისას ვაყენებ შეურაცხყოფას, რის მოძიება და გაშვებაც ასევე ვერ მოხერხდა.

(ან როგორ მოხერხდებოდა, რაც არ არსებობს)

ამ გარემოებების გამო პროცესია შეწყდა, გადაიდო 5 აგვისტომდე, მე კი გამათავისუფლეს.”

 

თეგები: თორნიკე ნანობაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved