• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დაფიქსირდა დიდი სხვაობა გამყრელიძის პროგნოზსა და ოფიციალურ მონაცემებს შორის

ალია ავტორი - ალია
22:31 04-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„თუკი უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე მოლოდინია, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური პროცესია და პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, რომ არასწორი პროგნოზები კეთდება” – ასე აფასებს „რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პროგნოზს, რომელიც არ გამართლდა.

სამშაბათს, 7 აპრილს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირების 350-400 შემთხვევა გვექნებოდა. თუმცა, 11 აპრილის ოფიცილური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით ნაკლები – 233 იყო.

ხუნდაძე ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების ყოველი მომდევნო ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ წინა ფაზას როგორ გადავლახავთ.

„ერთი რამ უნდა გავითავისოთ – რომ ჩვენ არა მათემატიკასთან, არამედ ეპიდემიასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ზუსტი ციფრების მაღალი სიზუსტით პროგნოზირება და თქმა ძალიან რთულია. თუმცა, თუკი უკეთესი შედეგი იქნება ვიდრე მოლოდინია, ეს რა თქმა უნდა პოზიტიური პროცესია და პოზიტიურად უნდა აღვიქვათ, რომ არასწორი პროგნოზები კეთდება.

„ზოგადად, რამდენიმე სცენარია – არის მოსალოდნელი სცენარი იმ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რა რეალობაშიც ახლა ვართ. მაგრამ არის ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებური ზრდის საშიშროება და რთული სცენარი, რაშიც წესით ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ, მაგრამ შესაძლოა თეორიული სცენარი პრაქტიკულშიც გადმოვიდეს. ეს, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საზოგადოების ქცევაზეცაა დამოკიდებული. ის რეკომენდაციები რაც გაცემულია, რაც შეიძლება მაღალ ხარისხში უნდა იქნას შესრულებული.

„ჩვენ ვართ პრეკრიზისულ ფაზაში. პრეკრიზისული ფაზა არამძიმე სცენარით მიმდინარე გვაქვს და ის ზის იმ მოლოდინებში, რა მოლოდინებიც გვქონდა. შესაძლოა მცირე ცდომილებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარს დიდად არ ვცილდებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ წინა, ანუ შეკავების ფაზა ჩვენ სწორად გავიარეთ.

„ამიტომ პრეკრიზისული ფაზის შემდგომი კრიზისული ფაზის სიმძიმეც დამოკიდებულია იმაზე, თუ პრეკრიზისულს როგორ გავივლით. ანუ, ყოველი შემდგომი ფაზა დამოკიდებულია, თუ როგორ გავივლით წინას. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, რომ მოსალოდნელი კრიზისული ფაზა იყოს მოსალოდნელი მსუბუქი სცენარით და არა თეორიული მძიმე სცენარით.

„თუმცა, ჩვენ ყველაზე მძიმე სცენარისათვის უნდა მოვემზადოთ. კრიზისულ ფაზაში მთავარი როლი, ანუ შემოტევის პირველი დაცვის ხაზი მედპერსონალი, ჰოსპიტალური სექტორი იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ რეგიონებში დავდივართ. ახლა სენაკში ვიმყოფები, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, თუ რამდენადაა მზაობა ჰოსპიტალური სექტორის პაციენტთა მოზღვავებული რაოდენობის მიღებისთვისაც კი, ესაა ჩვენი მიზანი”, – აცხადებს ხუნდაძე.

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved