• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპს “მაკკეინი” დაემართა; ანუ ზუსტად ისეთივე სულელური, მაგრამ სტრატეგიულად გადამწყვეტი შეცდომა” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
02:04 11-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
599

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:

ერთერთი მთავარი ასპექტი, რითაც ამერიკელმა დემოკრატებმა მოახერხეს რესპუბლიკელების მკვეთრი უპირატესობის განეიტრალება – ახალგაზრდობაა. დემოკრატების მომხრე ახალგაზრდობა გარდა იმისა, რომ შესანიშნავად არის “ინდოქტრინირებული” მკვეთრად სოციალისტური პროფესორ-მასწავლებლების კასტის მიერ, ასევე ბევრად უკეთ ახერხებს ორგანიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და პროპაგანდას საკუთარ რგოლებში. მოგვიანებით, ასაკის მომატებასთან ერთად, ამ მასის მოაზროვნე ნაწილი ბევრად უფრო კონსერვატიულ პოზიციაზე გადავა და მინიმუმ ცენტრისტი, ანუ ზომიერი დემოკრატი გახდება, მაგრამ 20-28 წლის სპექტრი, დიდი საუნივერსიტეტო ცენტრებიდან, ბუნებრივად რადიკალი ლიბერალები არიან და კრებითი ინტელექტით ბევრად ჯაბნიან “კონსერვატორ” თანატოლებს, რომელთა “ინდოქტრინიზაცია” ძირითადად იარაღის ხიბლით და ფსევდო-რელიგიურობით ხდება.
ერთგვარად ბედისწერის კომიკური შურისძიებაა, რომ ტრამპს ნოემბრის არჩევნებში “მაკკეინი” დაემართა; ანუ ზუსტად ისეთივე სულელური, მაგრამ სტრატეგიულად გადამწყვეტი შეცდომა, როგორიც მოჩერჩეტო სარა პეილინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება იყო მხოლოდ მისი მდედრობითი სქესის კრიტერიუმით. ტრამპის კანდიდატებს შორის არაერთი “სარა პეილინი” არის და აღმოჩნდა.
სტრატეგიულად წამგებიანი იყო პენსილვანიის გადამწყვეტ არჩევნებში დამბლაგადატანილი დემოკრატი ფეტერმანის საწინააღმდეგოდ მოცინიკოსო ექიმის, მეჰმეტ ოზის გაყვანა. მარტივი ფსიქოლოგიური გათვლაა, რომ ბრბო ბევრად უფრო სიმპათიით განეწყობოდა “დაჩაგრულის” მიმართ და არ ამჯობინებდა თვითკმაყოფილ, შეძლებულ კანდიდატს, რომელსაც დებატებისას დამცინავი ღიმილი ეპარებოდა ოპონენტის ცოდვილზე აზრის გამოთქმისას. იგივე ტაქტიკა არც ტრამპს გამოადგა თავის დროზე ბაიდენთან დამცინავი ტონით დებატების დროს.
დისანტისის გამანადგურებელი გამარჯვება ფლორიდაში, სერიოზული განაცხადია, მაგრამ ფლორიდა არ არის მთელი ამერიკა. დისანტისმა თუ მეტი ზომიერება არ გამოიჩინა და იგივე ანტივაქსერული და კორონა-შეთქმულების აბსურდები გააგრძელა, არც მის რადიკალიზმს აიტანს ე.წ. “მოყოყმანე” ამერიკელი ამომრჩეველი. დისანტისს აქვს იმის პოტენციური საშიშროება, რომ საკუთარი ფანატიკური მომხრეების მძევალად იქცეს ზუსტად ისე, როგორც ეს დაემართა ტრამპს.
-საკუთარი ფანატიკური მომხრეების მძევლად ქცევა – ქართული პოლიტიკის ამჟამინდელი მთავარი პრობლემაცაა. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც პარტიის ლიდერი პოლიტიკურად გამართული დოქტრინის მეთაური კი არ არის, არამედ ამორფული მასის ბელადია. ბელადის მიმდევრობა კი გაპირობებულია არა შეგნებული, მწყობრი იდეოლოგიური პლატფორმით, არამედ მისი პიროვნების ხიბლით. შესაბამისად, რაიმე სახის არსებითი ცვლილებები ორბელადიან ქართულ პოლიტიკაში ლოგიკურად არ და ვერ მოხდება უახლოეს მომავალში, თუ ცხადია, რაიმე ალოგიკურმა შემთხვევითობამ, საშინაო თუ საგარეო ფრონტზე, არ შექმნა უეცარი საფუძველი მკვეთრი ცვლილებებისათვის. გონიერი სტრატეგია ამჟამად, ასეთი მოულოდნელობისათვის დასახვედრად მზადყოფნის მცდელობაა; ზომიერი, გაწონასწორებული და კარგად ჩამოყალიბებული, მწყობრი პოლიტიკური დოქტრინით, რომელიც შორს იქნება ავანტურიზმისა და ოპორტუნიზმისაგან.
ტრამპი ბელადად იქცა რესპუბლიკური პარტიის რადიკალი მომხრეებისათვის; იგივე ემუქრებოდა ბორის ჯონსონსაც, მაგრამ ბრიტანული კონსერვატიზმი ბევრად უფრო კლასიკურია, ვიდრე ამერიკული და ჯონსონიც დარჩა პოლიტიკურ ჩარჩოებში, როგორც პოლიტიკური ლიდერი. იმედია დისანტისიც გაიზრდება როგორც პოლიტიკოსი და არ წაძლევს ბელადობის ცდუნება. ამერიკას ძალიან სჭირდება რეალისტი, ზომიერი კონსერვატორების გამარჯვება.

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved