• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” სამი სტრატეგია და “დალაგების” მცდელობა – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
14:38 10-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
759

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მაშინ, როცა ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავდა, “ქართული ოცნება” მოლაპარაკებებს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცდილობდა, რომ პირდაპირ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი:

“ისინი ხედავენ, რომ ოცნება ამ წუთის მდგომარეობით იყენებს სამ სტრატეგიას და პირდაპირ ღია ტექსტით გვითხრეს, რომ სამივე სტრატეგია განწირულია წარუმატებლობისთვის. ერთი ესაა ის, რომ ოცნება ცდილობს ისეთი პუნქტების შესრულებას რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემატურია, იმიტომ რომ, არ კარგავენ კონტროლს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად ძალაუფლებას და ეს არ გაუვათ;

მეორე ისაა, რომ ისინი ეცდებიან ან უკვე ცდილობენ ვაჭრობას “ამდენ პუნქტს შევასრულებთ დანარჩენთან მიმართებაში დაძრული გვექნება” და ისინი ამბობენ – არა, 12-ვე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული და არც ერთ პუნქტზე თვალების დახუჭვა არ მოხდება;

მესამე ისაა, რომ რაც სცადეს უკვე – 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე ოცნებამ სცადა ჩვენ თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე სახელმწიფო მეთაურების დონეზე “დაელაგებინათ” სიტუაცია და ისე მიეღოთ სტატუსი და როგორც მაშინ აღმოჩნდა ეს მცდელობა წარუმატებელი, ამჯერადაც ეს წარუმატებელი აღმოჩნდება.

რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, რომ “ქართული ოცნებიდან” ვიღაცები მიდიან და ეს “ხალხის ძალა” არის დამოუკიდებელი ორგანიზმი, ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება.

ხაზი მინდა გავუსვა რომ წლის ბოლოს, სავარაუდოდ, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას დაიწყებენ მომავალი წლის თებერვალ-მარტში და დაასრულებენ წლის ბოლოს და მაღალი ალბათობით ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება იქნება ნეგატიური. მათ შორის ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა საკანონმდებლო ცვლილებებს არამედ დააკვირდნენ როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები, უნდა დაინახონ რეალურ ცხოვრებაში რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს მოაქვს შედეგი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია, დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არაა საკმარისი, საჭიროა დროში დაკვირვება, რომ ნახონ მოხდა თუ არა დეოლიგარქიზაცია და როგორც გვითხრეს, ამისთვის პრაქტიკაში დაკვირვებისთვის რჩება სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო, რადგან ბევრ პუნქტებთან მიმართებაში ოცნებას ნაბიჯი არ გადაუდგამს”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved