• რეკლამა
  • კონტაქტი
11:25, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

BBC: შესაძლოა, არჩევნებში ბორის ჯონსონმაც მიიღოს მონაწილეობა

ალია ავტორი - ალია
21:06 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

BBC-ის ცნობით, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, შესაძლოა, ბორის ჯონსონიც იყოს.

BBC წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავად ჯონსონი, ვინც ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე იმყოფება, ამ ეტაპისთვის ამ შესაძლებლობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება.

BBC-ის თქმით, ერთ-ერთ კანდიდატად ასევე განიხილება რიში სუნაკი, ყოფილი კანცლერი, ვინც წინა არჩევნებისას ლიზ ტრასმა დაამარცხა.

შესაძლოა ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს პენი მორდონტიც, ვინც ზაფხულში გამართულ კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა.

ასევე სავარაუდო კანდიდატებს შორის გამოცემა ასახელებს თავდაცვის მინისტ ბენ უოლასს, საერთაშორისო ვაჭრობის მდივან კემი ბეიდენოკს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს ქლევერლისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ სუელა ბრეივერმენს, ვინც ცოტა ხნის წინ გადადგა.

მომავალ კვირაში დაგეგმილ არჩევნებში კანდიდატობა ოფიციალურად უარყო კანცლერმა ჯერემი ჰანტმა. BBC ასევე აცხადებს, რომ კონსერვატიული პარტიის ვეტერანი წევრი მაიკლ გოუვი და ტრასის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი ტომ ტუგენდჰატი, სავარაუდოდ, ასევე არ იქნებიან კანდიდატები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ლიზ ტრასი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.

ტრასმა კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა.

თეგები: ბორის ჯონსონილიზ ტრასი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved