• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:45 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

“ნაცმოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რომელსაც დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, მიმართა და უთხრა:

“ბატონო ილია, თქვენ ალბათ იცით, რომ კიევში გაიხსნა ქუჩა, რომელსაც “გამბედაობის ხეივანი” ჰქვია. ამ ხეივანში გამოსახულია იმ ლიდერების გვარი და სახელი, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს კიევში ჩავიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ამ ქვეყანას. პირველი ეს ვარსკვლავივით გვარი, რომელიც ამოიკვეთა, იყო პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა. შემდეგ მას დაემატა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლატვიის პრეზიდენტი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ა.შ. ეს გმირობის ხეივანი საქართველოსთვის გადაიქცა სირცხვილის ხეივნად. იქ პატარა ქუჩა უნდა გააკეთონ, სადაც იქნება დერეფანი და ამ სირცხვილის დერეფანში თუ ვინმეს გაატარებენ ევროპის ქვეყნებიდან, ერთადერთი არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება მისი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

გეკითხებით, რატომ არ ჩახვედით უკრაინაში? რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან? მინისტრები რომ არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა? ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა? ჩავიდა კი არა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ აქ და როგორც იქნა, ჩავიდა. რას ეუბნებით ევროპას, საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთს რას ეუბნებით? საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ოფიციალური აღმასრულებელი წარმომადგენელი უკრაინაში არ ჩადის. თქვენი მოადგილე რატომ არ გაუშვით? სიმბოლური აქტი მაინც რატომ არ გააკეთეთ?”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved