• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გაპატიებთ თქვენი ლიდერის ღალატს!” – ჯონი გიგანი

ალია ავტორი - ალია
22:50 10-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
987

დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი:

“პასუხად ჩემ ოპონენტს „ნაცმოძრაობიდან“, ლაშა ბეჭვაიას:
დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჯიშ- ჯილაგით მერგო ღმერთის წყალობით…
ავხსნი რატომ; სვანეთში დავიბადე და გავიზარდე, ოღონდ უბატონო სვანეთში. უბატონო სვანეთმა შემოინახა საქართველოსთვის 300 სვანური, უნიკალური კოშკი, რაც დღეს მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს.
აქედან პირადად ჩემმა წინაპარმა ისტორიულად, 27 კოშკი ააშენა. მათ შორის, ყველაზე ძველი მე-8 საუკუნით თარიღდება. ჩემმა დიდმა ბაბუამ თათავ გიგანმა მე-20 საუკუნეშიც განაგძო წინაპართა ტრადიცია და საკუთარი სახლის ეზოში სვანური კოშკი ააშენა, რომელიც შუა მშენებლობის დროს კომუნისტებმა გააჩერეს. თუმცა, აშენებული მაინც დაასრულა, გადახურა და დღეს ამ ისტორიის სახედ დგას.
სხვა საგვარეულოებმა უფრო ნაკლები, 12-14 კოშკი ააშენეს; აი, ეს არის პასუხი, თუ რა მანერვიულებს შენგან განსხვავებით, ბატონო ლაშა!
იქნებ ნერვიულობის და წუხილის უფლება მაინც დამიტოვო?
სვანეთში, ჩემი წინაპრის აშენებული ეთნოგრაფიული ძეგლების სანახავად, ტურისტი რომ მიდის, ასეულობით მილიონი შედის ბიუჯეტში. აი, ეს მაქვს დასაკარგი ჩემო კარგო ადამიანო, შენგან განსხვავებით!
ახლა მინდა გითხრა 90-იან წლებში რას ვაკეთებდი; 9 აპრილის სისხლიან ღამეს, რუსული ნიჩბის დაღი სამუდამოდ დამრჩა ზურგზე, როგორც ოკუპანტის ავტოგრაფი!
შემდგომ წავედი და დავსაქმდი ბიზნესში; ბიზნესშიც ბევრი ტერაქტი გადავიტანე; ჩემი პატიოსანი ნაშრომის ხელიდან წაგლეჯვა უნდოდათ; მე კი არ “ვიწერდი”! მექრთამეებსა და შემწერავ დაჯგუფებებს სისხლის ფასად ვიგერიებდი, რითაც ზარალდებოდა ჩემი ოჯახი და საქმე.
ამ მექრთამეობის და დაჯგუფებების უკან ყოველთვის რუსული სპეცსამსახურები იდგნენ… ასეა დღესაც.
მიხეილ სააკაშვილს რატომ ვცემ პატივს? ამ უმსგავსობას, ყაჩაღობას და ღალატს ვინც ჩადიოდა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მხოლოდ მან გაბედა, ამხილა და ბრძოლა გამოუცხადა.
ამ რუსულ „კლასტერს“ ახლა გამომწყვდევული ჰყავს მესამე პრეზიდენტი და წამებით კლავს. პრეზიდეტ სააკაშვილის, სახელმწიფოს მშენებლის მხარდამჭერი სტატუსით აშკარად უკმაყოფილო ხარ! ნაცვლად იმისა, რომ მადლიერი იყო!
მიშას ხმები ხომ ნაცადმინისაა? ყველანი რომ გახვიდეთ აქციაზე ათასობით ხომ იქნებით?
თუ მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან გამოხსნა ნამდვილად გინდათ!
ეს თქვენ არ გინდათ! ეს უკვე ღალატია!
თქვენ აჩერებთ ოპოზიციურ პროცესს!
გამოდის, რომ ივანიშვილის და პუტინის „ბოსტანში ასხამთ წყალს“!
ამის შედეგი დანარჩენ ევრო -ვექტორს გვეხება და ამას არ გაპატიებთ!
პირველ რიგში არ გაპატიებთ თქვენი ლიდერის ღალატს!
არც ხალხი არ გაპატიებთ!
ევროპული კურსის პოლიტიკურ ძალებს მოღალატე არ უნდა ჰყავდეს სათავეში!
ჩვენ იდეალისტები ვართ და იდეისთვის ვიბრძვით!
ღალატის პატიება ქვეყნის დაქცევაა, ეს დროზე გაითავისეთ!!!”
თეგები: მიხეილ სააკაშვილიჯონი გიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved