• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბილაინის მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2022 ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
17:52 10-07-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
868

Beeline მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის – NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. 2022 წლის ჰაკათომა 100 მონაწილე და 19 ინოვაციური იდეა გააერთიანა.
პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის ქართული გამოშვება 2 ოქტომბერს დასრულდა და ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) უმასპინძლა.

ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. პირველი ადგილი გუნდმა TON 618-მ დაიკავა და მიიღო 5000 ლარი და შესაძლებლობა, რომ პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.

Processed with VSCO with a4 preset

გამარჯვებული პროექტი NASA-ს მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების პროცესს აადვილებს. აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისთვის, რომ მეცნიერებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაცემთა დიდ ბაზაში კონკრეტულ ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად მიაკვლიონ.

მეორე ადგილი ერგო გუნდ IGN-ს, რომელმაც ნასას უპრეცედენტო პროექტის, პარკერის მზის ზონდის მოგზაურობა დედამიწიდან მზისკენ მოგვითხრო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ყველაზე გასაგები ფორმით – კომიქსით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ედისონის სპეციალური პრიზები კი ერგოთ გუნდებს Space T-Rex და How Dare You.

NASA Space Apps ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

Processed with VSCO with a4 preset

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჰაკათონის განმავლობაში დასწრებოდნენ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.

უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის,

ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022 სტარტაპ ბიუროსა ორგანიზებით ჩატარდა.
ჰაკათონს უმასპინძლეს საქართველოს ტექნოპარკმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

ციფრული სტრატეგიის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას და მათ მოტივაციას.

 

Processed with VSCO with a4 preset

 

შეკითხვებით მოგვმართეთ:
media@beeline.ge

 

ბილაინის შესახებ
მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“, სრულად ქართული კომპანიაა
რომელიც ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.4
მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G
800/1800 MHz მომსახურებით. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბილაინს წამყვანი
პოზიცია უკავია ბაზარზე საკუთარი მომხმარებლის მიერ მობილური ინტერნეტის
მოხმარების მაჩვენებლით, რომელიც 76%-ს აღწევს. ბილაინი ასევე წამყვანია ბაზარზე 4G ტექნოლოგიის გამოყენების მიხედვით, რომლის წილიც მისი აბონენტების მიერ
ინტერნეტის მოხმარებაში 92.5%-ს შეადგენს.

თეგები: NASA Space Apps Challenge 2022ბილაინივიონი საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved