• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პარტიები ჰგავს დუქნებს, ერთი კაცი ქმნის პარტიას და დანარჩენები არიან მისი მოსამსახურეები… ეს სიტუაცია იყო „ნაცმოძრაობაშიც“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
16:47 09-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.]

– „ნაცმოძრაობაში“ დიდი აურზაურია და რა მოხდება, დაიშლება ეს პარტია?

– ყველა პარტიას აქვს სისხლის გადასხმის, განახლების პერიოდი. ალბათ, „ნაცმოძრაობაშიც“ ეს პროცესი მიდის ახლა. მე ასე ვხედავ… მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორებულია პარტიის მართვას, მიშვებული ჰყავს. არანაირი ფორმით აღარ მონაწილეობს პარტიის მართვაში. აქედან გამომდინარე, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ პარტია, მისი ლიდერები. დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარ ღებულობენ და ერთმანეთს დაუწყეს გადაბრალება იმ შედეგებისა, რა შედეგებიც სახეზეა. დიდი უკმაყოფილებაა იმის შესახებ, რომ პარტიამ  ვერაფერი  გააკეთა იმავე მთავრობასთან მიმართებაში, რომ აეძულებინა და მას  რაღაც ნაბიჯები გადაედგა, დათმობებზე წასულიყო, ან მიშა სააკაშვილისთვის გადაევადებინათ სასჯელი და  გადაეყვანათ უცხოეთში სამკურნალოდ. ამ მხრივ ვერაფერი გააკეთეს, ამან გამოიწვია უკმაყოფილება  და დაიწყო ერთმანეთის მიმართ ბრალდებები. მე კატასტროფას ვერ ვხედავ, რადგან პარტიაში უნდა იყოს მუდმივი განახლების პროცესი, პროგრესისათვის  ხელის შეწყობა და მხარდაჭერა. ვფიქრობ, ასეც იქნება, გამოცდილი პარტიაა, ბევრ შეტევას და გამოწვევას გაუძლო და ვფიქრობ, უფრო მყარი ხასიათი უნდა მიიღოს შიდა პარტიულმა სისტემამ. ეს უნდათ პარტიაში, წამსვლელი წავა, დამრჩენი დარჩება. ყველა პარტიაში 4 წელიწადში ერთხელ რომ იყოს წმენდა, კადრების გადახალისება, მაშინ ქართული პოლიტიკა გაჯანსაღდებოდა, კონკურენტუნარიანი იქნებოდა. დღეს ჩვენი პარტიები ჰგავს დუქნებს, ერთი კაცი ქმნის პარტიას და დანარჩენები არიან ამ ლიდერის მოსამსახურეები. ეს სიტუაცია იყო „ნაცმოძრაობაშიც“ და ვფიქრობ, ახლა იცვლება ვითარება. კონკურენციამ უნდა გააჯანსაღოს პარტია და არა ბატონყმურმა დამოკიდებულებამ.

– ნიკა მელია დარჩება, მოიყვანს ახალ კადრებს  და ძველ სახეებს გაუშვებს? მივა მაქამდე საქმე?

– ნიკა მელია პარტიის არჩეული თავმჯდომარეა, ექნებათ პარტიაში არჩევნები და გამოჩნდება,  ისევ უჭერენ თუ არა მხარს პარტიის წევრები მელიას. ამ წუთას, ვფიქრობ, ნიკა მელიას საკითხი არ უნდა იდგეს მწვავედ, უფრო საკადრო პოლიტიკაზეა საუბარი, მე ასე ვიცი. ყველაფერი მალე გაირკვევა, გაურკვეველი არაფერი დარჩება.

– კი, შიდა დემოკრატიული პრობლემაა ყველა პარტიაში. ამას თითქმის ყველა პარტიაში აღიარებენ პირად საუბრებში , მაგრამ ღიად არ საუბრობენ.

-კი, ჩვეულებრივი შიდა პარტიული წმენდა მიდის და არიქა, ინგრევა და იქცევა „ნაცმოძრაობაო“, ასეთი არაფერი ხდება. ეს არის ჯანსაღი პროცესი. „ქართული ოცნება“ რომ დამყაყდა და დაჭაობდა, იქაც რომ დაწყებულიყო ეს პროცესი, მაშინ თავადაც ბევრად უკეთესად ექნებოდათ საქმე და ჩვენც.

– დავით კეზერაშვილთან რა კავშირშია ეს პროცესები? გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ის ვიცით, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო. სააკაშვილი რომ აღარ არის პარტიის ლიდერი, აღარ სურს პარტიის დაფინანსება,  სხვებს არ ენდობაო, ეს ხმებიც ვრცელდება, ასეა?

– დავით კეზერაშვილს, როგორც ჩანს, აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები. შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარეობაც უნდა. ვნახოთ, ვიდრე ყველაფერი არ გამოიკვეთება, ვერაფერს ვერ გეტყვით დაბეჯითებით. კეზერაშვილი ჩანს, რომ ტელევიზიას აფინანსებს, კეზერაშვილი ჩანს, რომ პარტიულ ცხოვრებაში ერევა, კეზერაშვილი ჩანს, რომ ზოგთან მეგობრობს, ზოგს დირექტივებს აძლევს პარტიაში… ეს ყველაფერი გამოჩნდება, კეზერაშვილის როლი პარტიაში სრულად გამოიკვეთება და მერე ბევრ რაიმეზე შეიძლება ლაპარაკი. ვიდრე არ მაქვს სრული ინფორმაცია, დამაჯერებენ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. პროცესი გამოაჩენს ყველაფერს და მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved