• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბერში უკანონოდ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავა – სუსი

ალია ავტორი - ალია
15:30 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131
დღეს ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბერში უკანონოდ საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე: გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი დააკავა.

ინფორმაცია სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გაავრცელა.

ანთაძის ცნობით, დაკავებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევის მცხოვრები გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი ქარელიდან.

სუს-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორივე მათგანი სექტემბერში დააკავეს და 2 თვით ე.წ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ანთაძის ცნობით, ამ ახალი უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით მიიღეს.

„მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაზე. მოგეხსენებათ, მათი, უკანონოდ დაკავებულების რიცხვი არის 5: გელა იობაშვილი გახლავთ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევის მკვიდრი. მისი უკანონო დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. ასევე მხოლოდ გუშინ გავიგეთ, ცხელი ხაზით, რომ შედგა ე.წ სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო 2-თვიანი ე.წ წინასწარი პატიმრობა.“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გელა იობაშვილისა და ნუკრი კალაშნიკოვის გარდა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქის გათავისუფლებაზე ისაუბრებენ. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძეც, რომელსაც ოკუპანტებმა 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ გააქტიურებულ უკანონო ბორდერიზაციაზე და წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტებს განიხილავენ.

თეგები: საოკუპაციო რეჟიმისუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved