• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი მოწმე გარეჯის საქმეში და ადვოკატის კომენტარი – “არ იცის რომელ სოფელს ეხებოდა, როდის მოხდა…”

ალია ავტორი - ალია
16:45 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
635

ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეში – ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. როგორც მანანა აღაპიშვილმა სხდომაზე განაცხადა, ილიჩოვამ მას მორიგე რუკებში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანა და დანაშაულს ჩადენა შესთავაზა.

ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ მოწმის მონათხრობი სანდოობას არ იმსახურებს და მან ისიც არ იცის, რომელ სოფელზეა საუბარი, როდის მოხდა და არ არსებობს საუბრის მოწმე:

“ეს მოწმე ვერ იქნება სანდოდ მიჩნეული, ჯერ ერთი ის იყო საჯარო მოხელე, როცა ამ ამბავს ადგილი ჰქონდა, როგორც ჰყვება და ის როგორც საჯარო მოხელე ძალიან არაკეთილსინდისიერი ყოფილა თუ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ არ შეატყობინა სახელმწიფო უწყებებს, თუკი რაიმე მსგავსს ადგილი ჰქონდა. საუბარია 20 წლის წინანდელ ფაქტზე. არ ადასტურებს არავინ და არ არსებობს მოწმე, არავისთან არ მოუყოლია და არ იცის რომელ სოფელს ეხებოდა და როდის მოხდა.”

თავის მხრივ პროკურორი ვერ ამბობს, კონკრეტულად რას ადასტურებს მოწმე და აკონკრეტებს რომ მოწმე ზოგადად რაღაც რუკების ძიებაზე საუბრობს:

“მოწმეს არ უთქვამს, რომ ზუსტად 1:200 000 რუკა მოიტანეს, ზოგადად ეძებდნენ რაღაც რუკებს და ბუნებრივია რაღაც ინფორმაცია იყო წარდგენილი. რაც შეეხება იმას, თუ რას ადასტურებს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ გარემოებას, რომ იმ რუკებთან კონკრეტულ მოწმემდე სამსახურებრივი შეხება ჰქონდა ბრალდებულს და როდესაც მოწმემ მოახდინა რუკების აღწერა, გარკვეული რუკები არ იყო ადგილზე,”- განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.
​
მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.

თეგები: დავით გარეჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved