• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მწვავე იშემიური ინსულტი, სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტი და რთული სამედიცინო შემთხვევის მულტიდისციპლინური მართვა

ალია ავტორი - ალია
10:00 08-25-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,889

„ალიას“ ესაუბრება ალექსი ვარდოშვილი, რომლის მამას, გიორგი ვარდოშვილს, ცოტა ხნის წინ, მწვავე იშემიური ინსულტი განუვითარდა. შეირჩა მკურნალობის მეთოდი და მას, ენდოვასკულარული თრომბექტომია ჩაუტარდა. მანიპულაციიდან საათნახევარში, უკვე თავისუფლად ფლობდა პაციენტი სხეულს, აღუდგა მეტყველება.

 

ალექსი ვარდოშვილი:

 

– მამამ გულის ოპერაცია „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიკეთა და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ოპერაციიდან მესამე დღეს, ექთნის მეთვალყურეობით, საკვებს იღებდა, როდესაც შეუძლოდ გახდა  – წაერთვა ხელის მოძრაობის შესაძლებლობა, კარგავდა ორიენტაციის, დაუქვეითდა აზროვნების უნარი. ექთანმა საბედნიეროდ, მყისიერად ამოიცნო სიმპტომები. გადაიყვანეს სასწრაფოდ დიაგნოსტიკისთვის, გადაუღეს თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და დადასტურდა, რომ საძილე არტერია დათრომბილი იყო. ძალიან მალე, უკვე საოპერაციოდ ჰყავდათ მამა შეყვანილი, ჩატარდა თრომბექტომია, მოხდა თრომბის ამოტუმბვა და საძილე არტერიაში სტენტის ჩადგმა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, საათნახევარში უკვე აღუდგა კიდურების მოძრაობა, მეტყველება.

წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა, ისეთ კლინიკაში რომ ვყოფილიყავით, სადაც შესაბამის მკურნალობას ვერ მიიღებდა, სადაც თრომბექტომიას არ ატარებენ. არც ის ვიცით, გადაიტანდა თუ არა მამა, სხვა ჰოსპიტალში გადაყვანას, მაგრამ ერთი რაც ზუსტად ვიცით, დაგვიანებით ჩატარდებოდა ოპერაცია, დრო კი ინსულტის შემთხვევაში, გადამწყვეტია. დრომ დიდი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში. დიდი მადლობა ექიმებს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მკურნალ ექიმს, ნევროლოგ ხათუნა სიჭინავას და ნეიროქირურგ – ცოტნე ჩხიკვიშვილს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ ჰოსპიტალს, სადაც ყველა თანამშრომელი თავისი საქმის პროფესიონალია, სადაც ყველა საჭირო კვლევა თუ სპეციალისტი, ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი და ავადმყოფს არ გამისამართებენ სხვაგან. მინდა ყველას ვურჩიო, ნუ გაიკეთებთ ოპერაციას ისეთ კლინიკაში, სადაც არ არის ინსულტის ცენტრი, სადაც არ არის ნეიროქირურგი, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ სწორედ იმან გადაგვარჩინა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ყველა საჭირო მიმართულება, ერთ სივრცეში დაგვხვდა.

„ალია“ დაუკავშირდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგს ცოტნე ჩხიკვიშვილს, რომელსაც პროფესიული პრაქტიკა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაში აქვს გავლილი.

 

ცოტნე ჩხიკვიშვილი:
„ინსულტის მართვაში მთავარია დროული დიაგნოსტირება და დროული სამედიცინო ჩარევა, რათა პირველ რიგში, განმეორებითი ინსულტის პრევენცია მოხდეს. დაგვიანებული მკურნალობა ხშირად, ადამიანის უნარშეზღუდულობას იწვევს. მეტიც, შესაძლებელია ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს, თუმცა პაციენტის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდეს, რადგან გასული იყოს იმაზე მეტი დრო, ვიდრე ტვინს უსისხლოდ ყოფნა შეეძლო. დაგვიანებული ჩარევისას, სისხლის მიწოდების აღდგენა რთულდება და ლეტალობის ძირითადი მიზეზი, თავის ტვინის შეშუპება ხდება. საკმაოდ რთული იყო გიორგი ვარდოშვილის შემთხვევაც, განვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, ჰქონდა კლასიკური სიმპტომები. მყისიერად ჩატარდა სადიაგნოსტიკო კვლევა, დაისვა დიაგნოზი და ჩაუტარდა ენდოვასკულარული თრომბექტომია. სიტუაციას, თანმდევი ქრონიკული დაავადებები ართულებდა. როდესაც პაციენტს აქვს დაკლაკნილი ფორმის, ათეროსკლეროზული სისხლძარღვები, თრომბის ამოღება ტექნიკურად გართულებულია.

ინსულტის სწორად მართვაში მნიშვნელოვანია სასწრაფო დახმარების ბრიგადის როლიც, რადგანაც მათ უნდა ამოიცნონ ინსულტის სიმპტომები და პაციენტი, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.“

სამი ძირითადი სიმპტომია, რომელთა აღმოჩენისთანავე პაციენტი მოთავსებულ  უნდა იქნას ინსულტის ცენტრში:

  • სისუსტე კიდურებში (მოძრაობის დაქვეითება სხეულის ცალ მხარეს)
  • ასიმეტრიული სახე(ცალ მხარეს ჩამოშვებული სახე)
  • მეტყველების დარღვევა(გაურკვეველი საუბარი)

 

რაც შეეხება „ნიუ ჰოსპიტალსს“, აქ  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი დაზიანების მართვა, ერთ სივრცეში, ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ ხორციელდება, როგორც გეგმიურ, ისე გადაუდებელ შემთხვევებში.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსიცოტნე ჩხიკვიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved