• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ოთხშაბათი, 6 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ცემენტის ქარხანა გამონაკლისის სახით მუშაობს? პოლიტიკური ნიშნით დართეს ნება?”

ალია ავტორი - ალია
13:58 04-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს:

“კარანტინის პერიოდში იკრძალება თითქმის ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა მომსახურების სფეროს ზოგიერთი დარგისა. მიუხედავად ამისა, გამონაკლისის სახით ნებადართულია 67 საწარმოს მუშაობა, მათ შორის ივანიშვილის ან მასთან დაახლოებული პირების კომპანიებისა. თუ ეს იმით აიხსნება, რომ მაგალითად, ივანიშვილის ცემენტის ქარხნის მუშაობა აუცილებელია იმ პროექტებისათვის, რომლებიც არ შეჩერებულა, რატომ არ ვრცელდება იგი მთელ სექტორზე? ამ ლოგიკით ორჯერ და სამჯერ მეტი საწარმოების მუშაობა შეიძლება ყოფილიყო ნებადართული, რომლებიც მსგავს ან უფრო ნაკლებ რისკს შეიცავენ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.

მშენებლობები გაჩერდა, მაგრამ როგორც მთავრობაში განაცხადეს, ინდივიდუალური წესით მუნიციპალიტეტები დაუშვებენ გამონაკლისსო. ადვილი მისახვედრია, რომ ეს გამონაკლისები შეეხებათ ქართული ოცნების დეპუტატებისა თუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების კომპანიებს. ”ელიტა ბურჯს”, რომელმაც ინფრასტრუქტურის მინისტრი აჩუქა ქვეყანას, რომ არავინ გააჩერებს, საიდუმლო არ უნდა იყოს.

პრივილეგიების დაშვება და ნებართვების პოლიტიკური ნიშნით გაცემა უკვე სახეზეა და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს გამონაკლისების მინიჭების არსებული სია და დააწესოს თამაშის სამართლიანი წესები. მით უმეტეს, როგორც ჩანს, ეს შეზღუდვები არ იქნება ერთი ან ორი კვირის მანძილზე.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved