• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკადრო შეცდომაო” მაგაზეც მეცინება … ეს საკადრო შეცდომა კი არა, დანაშაულია! – ბაკურ სვანიძე

ალია ავტორი - ალია
18:12 07-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,520
ჟურნალისტი, ბაკურ სვანიძე სუს-ის ყოფილი მაღაჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ხმაურიან დაჭერას, ბრალდებულის მიმართ შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს:
“ტ რ ა გ ი კ ო მ ე დ ი ა ის კი არ არის, რომ რომელიმე
ხელისუფლება მისივე სპეცსამსახურის უფროსის
ერთ-ერთ მოადგილეს იჭერს, ასეთები სხვა ბევრად
უფრო დ ა ლ ა გ ე ბ უ ლ ქვეყნებშიც მომხდარა!..
ტრაგიკომედიაა ის, რომ თავად “ქართული ო ც ნ ე ბ ი ს”
მხარდამჭერებიც გაიძახიან – “ეგ კაცი ჯერ კიდევ 2012
წელს ს ო ც ი ა ლ უ რ ა დ დაუცველი იყო და ახლა
ამხელა ქ ო ნ ე ბ ა აქვს, დასაჭერია, მა რა არისო?”
კიბატონო, დასაჭერია თუ არა მაგას ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
გადაწყვეტს… მაგრამ “სოციალურად დაუცველი” იცით
რას ნიშნავს ხალხო? ადამიანს თუ აქვს ს ა მ ს ა ხ უ რ ი,
მას “სოციალურად დაუცველის” სტატუსს არავინ
მისცემს… ასევე მისი ო ჯ ა ხ ი ს ერთი წევრი მაინც თუ
მუშაობს, არც ამ შემთხვევაში მისცემენ ამ სტატუსს…
ესე იგი, ეს ადამიანი არსად მუშაობდა, არც მისი ოჯახის
არც ერთი წევრი და აიღეს და დადეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს გ ე ნ ე რ ა ლ უ რ ი ინსპექციის ჯერ
უფროსის მოადგილედ, მერე კი უფროსად! ანუ ადამიანი,
რომელსაც არათუ რამდენიმე წლიანი, რამდენიმე
დღიანი გამოცდილებაც კი არ ჰქონდა ამ სფეროში
მუშაობის! ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი უცოდინარი,
მხოლოდ ქონების დაგროვებაზე აქცენტირებული
ვიგინდარა დევს, რომლებსაც “შ რ ო მ ი ს წიგნაკი”
პირდაპირ “რაღაცის უფროსის მოადგილით” ან სულაც
ეგრევე “უფროსით” აქვთ გახსნილი… სამწუხაროდ,
ასეთები უამრავი იყო “ნ ა ც ე ბ ი ს” ხელისუფლების
პირობებში და მაგან დააქცია ეს ქვეყანა! პირადად
ერთადერთი, სანუგეშო ეგაა, რომ ვფიქრობ,
ჩემთვის, სასტიკად გ უ ლ დ ა ს ა წ ყ ვ ე ტ ი ა, რომ
“ქართულმა ოცნებამ” 2012 წლიდან ასევე გააგრძელა
და “ნაცების” ამ “სახელოვან ტრადიციას” არ დაუდო ბოლო!
ირაკლი ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ს მაშინ “გაექცა” ხელიდან
მართვის სადავეები, გ ა მ ო უ ც დ ე ლ ო ბ ა მ თავისი
ქნა, ვიღაცეებმა გავლენაში მოიქციეს, ვერ აკონტროლა,
ვერ გაუწია ანგარიში რაღაცეებს… “საკადრო
შეცდომაო” რომ ამბობენ, მაგაზეც მეცინება…
საკადრო შეცდომა შეიძლება იყოს ის, როდესაც
მეტ-ნაკლებად გამოცდილ ადამიანს ენდობი და
არ გაგიმართლებს! მაგრამ ადამიანს, რომელსაც
არასოდეს არსად უმუშავია, პირდაპირ რაღაცის
“უფროსის მოადგილედ” რომ ნიშნავ, ეს საკადრო
შეცდომა კი არა, დ ა ნ ა შ ა უ ლ ი ა! ღარიბაშვილის
პრემიერ-მინისტრად მ ო ბ რ უ ნ ე ბ ი ს შემდეგ, მსგავსი
მ ძ ი მ ე ლაფსუსები ფაქტობრივად აღარ შემიმჩნევია,
და იმედი მაქვს, რომ უკვე სერიოზული გამოცდილების
პირობებში, ეს კაცი ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს…
ზოგადად, ცუდია, როდესაც ასეთ მძიმე შეცდომებზე
სწავლობ, მით უფრო, როცა, ეს შენი პირადი საქმე კი
არა, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა… მაგრამ, რას
ვიზამთ, “ახალი ქვეყანა” ვართ და სხვა გზა არცაა მგონი…
ამიტომ, “ოცნების” აქტივისტებმა მაინც, ცოტა შეიკავეთ
თავი და მოეშვით მაგის ყვირილს “სოციალურად
დაუცველი იყო და ამდენი ქონება საიდან აქვსო?”
არადა, წარმოიდგინეთ, ასეთი “ყ ვ ა რ ყ ვ ა რ ე ე ბ ი ს”
აღზევებამ, რამდენ მართლა დამსახურებულ, ნიჭიერ,
ერთგულ, მართალ ადამიანს გაუტეხა გული, დატოვა
სამსახურის და ლუკმაპურის გარეშე, აიძულა სადღაც
უცხოეთში გადახვეწილიყო… რამდენი დ ა ი ღ უ პ ა…
სწორედ ამას ჰქვია ადამიანური რესურსის ფ ლ ა ნ გ ვ ა…
“სანთლით ვეძებთო” რომ იძახდნენ, ესეც გვახსოვს ხო?
ასევე, საფიქრალია ისიც, რა ეშველება იმ ადამიანებს,
რომლებიც პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ სწორედ
ამ ვიგინდარამ, თავისი ზ ე ო ბ ი ს დროს, მოუწყო
პროვოკაციები, ან თანამდებობიდან გააშვებინა, ან სულაც
დ ა ა პ ა ტ ი მ რ ე ბ ი ნ ა და რამდენიმე მნიშვნელოვანი
წელი ც ი ხ ე შ ი უსამართლოდ გაატარებინა… არადა,
როგორც ამბობენ, ასეთი არაერთია და ეს ადამიანებიც,
თავადვე პირდაპირ დებენ ბრალს ყოველივე ამაში…
და მაინც, ვიყუროთ წინ და იქნებ შევძლოთ, ვირწმუნოთ,
რომ მსგავსი ტრაგიკომედიები ჩვენს ისედაც ბედკრულ
სამშობლოში ა ღ ა რ ა ს ო დ ე ს განმეორდება…”
თეგები: ბაკურ სვანიძესოსო გოგაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved