• რეკლამა
  • კონტაქტი
18:19, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფეკალიების მდინარე ქალაქის შუაგულში, მოსახლეობა 3 თვეა შველას ითხოვს ( ფოტოები ადგილიდან)

ალია ავტორი - ალია
14:41 07-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,223

“ალიას” თხოვნით მიმართა თბილისის, საბურთალოს რაიონის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების (ყოფილი დელისის ჩიხი) მაცხოვრებლებმა.

მაცხოვრებელთა თქმით, თითქმის უკვე სამი თვეა კანალიზაციის სისტემაა დაზიანებული და გზის სავალ ნაწილზე უხვი რაოდენობით მოედინება ფეკალიებით და ტუალეტის ნარჩენებით სავსე წყლის მასა, დგას საშინელი სუნი, რომელიც საცხოვრებელ ბინებშიც აღწევს.  მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს საბურთალოს რაიონის გამგეობას, ბოლოს, მათვის დამაიმედებელი არგუმენტი იყო ის, რომ იქვე მდებარე მიხეილ ასათიანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რის დამთავრების შემდგომ ავტომატურად მოგვარდებოდა ამ ჩიხში დაზიანებული საკანალიზაციო სისტემაც, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს სრულიად სხვადასხვა ხაზია,  დავადგინეთ, რომ ზალდასტანიშვილების ქუჩის საკანალიზაციო სისტემა სულ სხვა ხაზია –  ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე მისულებს მართლაც საშინელი სურათი დაგვხვდა, მოედინება ფეკალიების მდინარე, რომელიც ქვედა კორპუსებისკენ ჩადის, დგას აუტანელი სუნი, იქვე ფაქტობრივად ორ ნაბიჯშია სტადიონი ” საბურთალო,” სადაც განუწყვეტლივ რეჟიმში ვარჯიშობენ მოზარდთა სხვადასხვა გუნდები, იმართვება ტურნირები, აქვეა ასევე ჩოგბურთის კორტები,  უამრავი ტურისტი სარგებლობს ამ კორტებით.

ქუჩის მაცხოვრებლები ვაჟა ფშაველას გამზირის გადაკეტვით იმუქრებიან, თუკი რაიონის გამგეობა, ქალაქის მერია არსებულ პრობლემას უმოკლეს დროში არ გადაწყვეტს. 

 

“ალია” დაუკავშირდა საბურთალოს რაიონის გამგეობას, გამგეობამ  არსებულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა, კომპანია” ჯივიპის” დააკისრა,  გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით : 

– საბურთალოს რაიონის გამგეობა, პირველივე დღიდან ინფორმირებულია აღნიშნული პრობლემის შესახებ. არაერთხელ გადავეცით ინფორმაცია იმ კომპანიას, რომლის ვალდებულებაცაა აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. მოსახლეობას გავუწიეთ შუამდგომლობა. ამ ეტაპზე, კომპანია GWP-ი აწარმოებს სამუშაოებს, რათა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ GWP-ს, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია.

 დავუკავშირდით ასევე GWP-ს, კომპანიის პასუხი ასეთია :

– ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მ. ასათიანის ქუჩა N5-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს. ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში რთული ტექნიკური სამუშაოები 28 ივნისს დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას ჯივიპის ტექნიკური ჯგუფის მიერ იცვლება წყალარინების ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი და ეწყობა სამი ახალი საკვანძო ჭა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი.

გთავაზობთ ფოტოებს ადგილიდან:

 

 

ავტორი: ალია.

თეგები: ზალდასტანიშვილების ქუჩაკანალიზაციასაბურთალოს რაიონის გამგეობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved