• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომაა COVID19-ით გარდაცვალების განსხვავებული სტატისტიკა ქვეყნებში – კვლევა

ალია ავტორი - ალია
17:23 04-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გერმანელი კვლევა, რომელშიც ქართველი სპეციალისტიც მონაწილეობდა, დეტალურად მოგვითხრობს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების სპეციფიურ მახასიათებლებზე.

ერთ–ერთი საინტერესო დეტალი კვლევიდან: 2020 წლის 29 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის საშუალო  მაჩვნებელი 4,6 %-ია, აშშ-ში 1,8%; იტალიაში 10,8 %; საფრანგეთში – 6,2 %; სამხრეთ კორეაში – 1,6 %; ჩინეთში – 4%, გერმანიაში – 0,7 %; ესპანეთში  – 8,2%; ავსტრიაში – 1%;

Pia.ge-ს კითხვებს მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის სიციოლოგიის მაგისტრი ირინე დანელია პასუხობს.

– რითი შეიძლება ასეთი მკვეთრი სხვაობის ახსნა?

– სტატისტიკურად ასეთი განსხვავებები ბევრი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ყველაზე მარტივი კი, შიძლება ვივარაუდოთ, არასაკმარისად ზუსტად წარმოებული სტატისტიკური აღრიცხვაა.  ამ ფაქტორს ბევრი მკვლევარი იყენებს დღეს არგუმენტად: ისიც, ვინც ახალი  კორონას  წინააღმდეგ  მიღებულ  ზომებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ და ერთ ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს ადარებენ და ისინიც, ვისი აზრითაც, COVID 19 ბევრად უფრო საშიში მოვლენაა.

– რას ნიშნავს არასაკმარისად ზუსტად წარმოებული სტატისტიკა?

– თუკი ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გარდაცვლილთა 100 %-ს უტარდება COVID 19-ზე გამოკვლევა და შესაბამისად მათი (გარდაცვლილთა) აღრიცხვა სრულად ხდება, არ და ვერ ხდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის სრულად აღრიცხვა.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ქვეყანაში ფარულად დაავადებულთა აღურიცხავი რაოდენობა, იმდენად უფრო მაღალია სიკვდილიანობის ხარისხი და პირიქით: რამდენადაც უფრო ნაკლებია დაავადებულთა ფარული რიცხვი, მით უფრო დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

– რატომ არის თვალშისაცემი სხვაობა, ვთქვათ, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც კულტურულად და პოლიტიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან – მაგალითად, გერმანია და იტალია?

– თუკი ამ მონაცემების ანალიზს შევუდგებით, მაშინ გამოიკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც ამ სტატისტიკური სხვაობის ასახსნელად უსათუოდ გასათვალისწინებელი იქნება.

ვირუსს ახასიათებს მაღალი სიკვდილიანობა 60 წელს გადაცილებულ ან ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებში. იტალიაში მოსახლეობის საშუალო ასაკი დაახლოებით 47 წელია, გერმანიაში 42. იტალია ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის ყველაზე „ხანდაზმული“ ერია.

გარდა ამისა იტალიში თავდაპირველად დაავადების გავრცელება საკმაოდ დიდ ხანს ფარულად და გაუკონტროლებლად მიმდინარეობდა. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე კი ტესტირება უტარდებოდა მხოლოდ სიმპტომიან დაავადებულებს. სიმპტომებს და, მით უმეტეს, მწვავე სიმპტომებს კი ცნობილია, რომ უმეტესად 60 წელს გადაშორებული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ამჟღავნებენ.

მასობრივი გავრცელების ეტაპი გერმანიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავარიასა და ბადენ-ვურტემბერგის მიწებზე სასკოლო არდადეგების სამხრეთ ტიროლში გატარების შემდეგ ოჯახებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. გერმანიაში ამ ეტაპზე ტესტირება უტარდებოდა ყველას, ვისაც ჰქონდა სავარაუდო კონტაქტი სამხრეთ ტიროლში ნამყოფ ადამიანებთან მიუხედავად იმისა, აღენიშნებოდათ თუ არა მათ რაიმე საეჭვო სიმპტომი.

გარდა ამისა გერმანიამ საწყის ეტაპზევე დაიწყო ყველა რესურსის მობილიზება, რომელიც ამ მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად იქნებოდა საჭირო. ამასთან მყისვე გადაწყდა ინტესნიური საწოლების გაორმაგება, და თუკი მარტის დასაწყისში გერმანიაში 28 000 ასეთი აპარატი იყო, დღეს ოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი 50 ათასს აღემატება.

PIA.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved