პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა:
“საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება”, –
ცნობისთვის, დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უცდია.
კომენტარები