• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმმა ჩვენება მისცა, რომ ჩემს შვილს კლინიკაში ნარკოტიკულ საშუალებას უკეთებდნენ… ჯალათმა ექიმებმა მოკლეს” – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

ალია ავტორი - ალია
18:42 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
792

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, 20 წლის ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსთან” ამბობს:

“რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ ლი­ცენ­ზი­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რეთ­ვე, მივ­მარ­თეთ, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ას­თან და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა სა­ხის დარ­ღვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ ეტაპ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა მო­ვი­და, სა­დაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 11 პუნ­ქტში ედე­ბა ბრა­ლი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

არა­ერ­თი სა­კი­თხია და­სად­გე­ნი, კი­დევ ბევ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია და დას­კვნა მოვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას სჩა­დი­ო­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცია და მედ­პერ­სო­ნა­ლი. გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტი არ­სე­ბობ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და გა­და­წე­რი­ლი იყო. ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ ინ­სტი­ტუ­ტში გრა­ფი­კულ-კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ვა­ტა­რეთ. გვა­რე­ბით და სა­ხე­ლე­ბით არის გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ ვინ, რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, უბ­რა­ლოდ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ვი­ნა­ო­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ. სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბას­თან და ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას­თან გვაქვს საქ­მე, თუ რის­თვის დას­ჭირ­დათ ეს, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ის­ტო­რი­ა­შია, გა­და­წე­რი­ლია და ხელ­მო­წე­რე­ბიც გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, თით­ქოს, ესა თუ ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და ჩემს შვილს. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ი­და­ნაც გვაქვს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნა, სა­დაც 7 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია დამ­დგა­რი. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ად­გი­ნა ექი­მე­ბის მხრი­დან გა­დაც­დო­მის, შეც­დო­მის, და­უ­დევ­რო­ბის, გულ­გრი­ლო­ბის თუ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბი, სა­დაც თეთრზე შა­ვად არის და­წე­რი­ლი, რომ 7 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია დამ­დგა­რი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ად­გენს მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, რაც ლი­ცენ­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვას, ექი­მო­ბის შე­წყვე­ტას და ა.შ. გუ­ლის­ხმობს. ამ ექი­მე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი­თაც უნდა მოხ­დეს ბრა­ლის წარ­დგე­ნა.

10 თვეა, რაც ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ერთ-ერ­თმა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა ექიმ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, ის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, მან ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი და­ად­გი­ნა. მათ შო­რის, ჩემ შვილს არას­წო­რად უკე­თებ­დნენ აკ­რძა­ლულ პრე­პა­რატს, ის მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს კლი­ნი­კა­ში უკეთ­დე­ბო­და, პნევ­მო­ნი­ის დროს აკ­რძა­ლუ­ლია, ეს გახ­ლავთ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც 10-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰე­რო­ი­ნე­ბის ჯგუფს, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი მორ­ფი­ნი და კი­დევ სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებს თრგუ­ნავს და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის კო­მა­ში ჩა­ვარ­დნა გა­მო­იწ­ვი­ოს, ამის­თვის ნარ­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია იყო სა­ჭი­რო.

გა­დას­ხმე­ბი ინ­ფუ­ზი­ის წე­სით არა­სა­თა­ნა­დოდ გა­ა­კე­თეს, რო­გორ გა­უძ­ლო ამ ადა­მი­ან­მა ამ ყვე­ლა­ფერს 19 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, არ ვიცი. გარ­და ამი­სა, ჩვენც არა­ფერს გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ად­ვო­კა­ტებ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელს მივ­მარ­თეთ, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს გუ­ლის­ხმი­ე­რად მო­ე­კი­და, ისი­ნი ექ­სპერ­ტი­ზას და­ნიშ­ნა­ვენ, ექ­სპერ­ტებ­თან არა­ერ­თი კი­თხვა და­ის­მე­ბა, მათ შო­რის, ერთ-ერთი იქ­ნე­ბა ესეც – შე­ეძ­ლო თუ არა, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით გა­კე­თე­ბულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ის შე­დე­გი გა­მო­ეწ­ვია, რაც ჩემი შვი­ლის მი­მართ დად­გა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მინ­და გა­ი­გოს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი ტყუ­ი­ლად არ გარ­დაც­ვლი­ლა, ჯა­ლა­თი ექი­მე­ბის მიერ იქნა ჩემი შვი­ლი მოკ­ლუ­ლი, ყვე­ლა ექი­მი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, ამით ჩემი შვი­ლი ვერ და­მიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ მისი სული მო­ის­ვე­ნებს, ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, იმ ექიმ­თა ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­თაც ამ ყვე­ლა­ფერ­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვით.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­ხე­ზე, მხარ­ზე, მუხ­ლზე ნა­ი­ა­რე­ვი, ასე­ვე ჰე­მა­ტო­მე­ბი ჰქონ­და. ჩემი მე­უღ­ლე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­ვი­და, შვი­ლის­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. მა­ნამ­დე ვი­დე­ოთ­ვა­ლით ვე­სა­უბ­რე­ბო­დით მას და ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, როცა აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­უჩ­ნდა. არ ვიცი, ალ­ბათ, ვი­ღა­ცამ ჩემი შვი­ლი ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყო. ერთ-ერთ მოწ­მეს ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, როცა ჩემი შვი­ლის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა ხდე­ბო­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მის­მა მე­გობ­რებ­მა იკი­თხეს, თუ რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს. კლი­ნი­კა­ში მათ უთხრეს, რომ ეს „ნა­წო­ლი“ იყო, ყვე­ლას მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, რომ ერთი თვის და­წო­ლილ პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა მხა­რეს აწ­ვენ­დნენ, „ნა­წო­ლი“ არ უჩ­ნდე­ბა, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია“

 

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფიციალური ვერსიით, მას კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, თუმ­ცა, მისი ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჩარ­კვი­ანს კო­ვი­დი და­მარ­ცხე­ბუ­ლი ჰქონ­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თეგები: ვახტანგ ჩარკვიანის საქმერესპუბლიკური საავადმყოფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved