• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს გვცემეს, გვაგინეს, გვლანძღეს, გვაფურთხეს, ხვალ ვიღაც აქტივისტს შეიძლება შემოვაკვდეთ კიდეც” – ზუკა ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
00:14 07-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

nation.ge-ს რედაქტორი, ზუკა ნემსაძე:

 

“საღამო მშვიდობისა, მეგობრებო ასეთი გაოგნებული, განადგურებული და იმედ დაკარგული არასდროს ვყოფილვარ.
მინდა მთელი დღე ეტაპობრივად შევაჯამო თქვენთან ერთად.

დილით გამოცდიდან, როგორც კი დავბრუნდი და ვიდეო, როგორც კი ვნახე ფიზიკურად როგორ უსწორდებოდნენ მაღლივის კორპუსში თანატოლები თანატოლებს , იმის გამო რომ „შინ ევროპისკენ“ აქციის ფლაერებს არიგებდნენ გავოგნდი. აი, უსამართლობა რომ მოგებჯინება ყელში და გახრჩობს ეგ დამემართა, განსაკუთრებით იმ კადრზე ყბაზე რომ ხელს კიდებს და უჭერს. ოღონდ ამას რის გამო აკეთებს?!
მერე მოძალადე ახალგაზრდებში, ზოგიერთს პრემიერის გვერდზე გადაღებული ფოტო, ზოგიერთს კი „ქართული ოცნების“ ყველა ღონისძიება თუ არა რაღაც ამბები მაინც ჰქონდათ გაზიარებული. მერე მეტყვით, რომ დავალებით არ მოქმედებდნენ, მით უარესი თუ დავალების გარეშე ძალადობდნენ, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას ძალადობაზე მწვანე აქვს ჩართული და მიდი ყველაფერი მოსულა, მანიც შეგრჩება ამბავია.
გაბრაზებულ გულზე, ავდექი და გადავწყვიტე „შინ ევროპისკენ“ ჯგუფს სტუდენტებთან შეხვედრა ჰქონდა და იქ წავსულიყავი დედაენის ბაღში.
მივედი, მართლაც მშვიდ გარემოში დაიწყო საუბარი, მხოლოდ გამომსვლელები არ საუბრობდნენ, სტუდენტებიც იყვნენ ჩართული. და აი აქ მოხდა, საოცრება დილით თუ თანატოლები მიუქსიეს სტუდენტებს, საღამოს ბებიები მოგვიქსიეს. საოცარი ამბავი მოხდა, არცერთ მედია საშუალებას არ “გაუმაზავს” ბებიების შოუ-ეგეთებს ეთერი და დრო არ უნდა დაუთმოთ კოლეგებო, არა!
შეხვედრის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ბებიების შოუ დიდ სანახაობაში გადაიზარდა.
ჩემს წინ ქალი იჯდა, რომელსაც ჩატში დავალება ეძლეოდა, რა უნდა გაკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ქალბატონი ვინმე ნათია გიგაური გახლდათ, ურეკავდნენ კიდე და არ ხართ საჭიროო ეუბნებოდა ჩვენც ვეყოფნით ამათო – ანუ დავალება 2-იც შესრულდა.

მერე ერთ-ერთ ქალბატონთან მივედი და დილის ძალადობის ვიდეო ვაჩვენე, და იცით რა მიპასუხა?! მერე რა, როცა გაიძულებენ რომ დაარტყა ეგეთები ღირსიაო, აფექტურ მდგომარეობაში შეიძლება ადამიანი შემოგაკვდესო – ძალადობა გაამართლა ხალხნო, შეიძლება შემოგაკვდესო ხალხნო. გესმით?
სახლში, რომ მოვედი აზრზე ვერ მოვდიოდი იქ ისეთი რაღაცები მოვისმინე და გავიგე. მრცხვენია!

დღის ბოლოს გვირგვინი – „ქართული ოცნების“ ლიდერ შიფის ქმედება ამერიკის საელჩოსთან და ვატო წერეთელზე გარტყმული ხელი ანუ ხელისუფლებამ მთელი დღის ძალადობრივი ქმედებები აგერ მთლად ამერიკის საელჩოსთან დააგვირგვინა და ამით საზოგადოებას უარესის ჩადენისკენ უბიძგა.

დილით მედიას მივმართე, თქვენი როლი დიდია ამ ომში, ჰოდა პოლიტიკოსებს შეუმცირეთ საეთერო დროები და ახალგაზრდების ხმა გააგონეთ ქვეყანას, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება.
ნუ მივცემთ ყველაფრის პოლიტიზირების უფლებას, ასაუბრეთ მართალი, წრფელი, გულანთებული ახალგაზრდობა, ალაპარაკეთ! მიეცით უფლება გასაკრიტიკებელი გააკრიტიკონ, შესაქები შეაქონ.

მართლა ცუდად დასრულდება ყველაფერი, თუ ჩვენში ამ ანთებულ პროტესტს ჩააქრობთ. დღეს გვცემეს, გვაგინეს, გვლანძღეს, გვაფურთხეს ხვალ აუცილებლად „იმ ქალის არ იყო“ აფექტურ მდგომარეობაში ვიღაც აქტივისტს შეიძლება შემოვაკვდეთ კიდეც.

უმორჩილესად გთხოვთ, პოლიტიკოსებო გვერდზე გადადექით, აქეთ ჩვენს დაძახილზე გამოდით, იმიტომ რომ მართლაც არიან საზოგადოებაში ადამიანები ვისაც მართლა არ მოსწონხართ, დაიღალნენ თქვენით. მოგვეცით უფლება ქვეყნის გადარჩენის.

მედიას, დღეს ყველაზე დიდი ძალა აქვს და ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს, თორემ მერ გვიან იქნება!

ხელისუფლებას კი ორი სიტყვა მინდა ვუთხრა, მართლა თქვენი მხარდამჭერი ვიყავი წლების განმავლობაში.
წინა ხელისუფლების რეჟიმს რომ გვახსენებთ, მე მაშინ პატარა ვიყავი და მახსოვს, როგორ განიცადა ჩემმა ოჯახმა ის რეჟიმი, როგორი სიხარული მქონდა როცა ისინი დასრულდნენ მაგრამ დღეს თქვენც ძალადობრივ რეჟიმად იქეცით და ყველა ზღვარი გადაკვეთეთ. იგივე განცდა მაქვს როგორც მაშინ 12 წლის ზუკას ჰქონდა, შიშის და დაუცველობის. ახლაც იგივე ემოცია მაქვს და დროა წახვიდეთ! აუცილებლად უნდა წახვიდეთ!

P.S. კიდევ ერთხელ ვიმეორებ გამოდით ახალგაზრდების დაძახილზე და დაივიწყეთ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, ახლა ჩვენ და ჩვენს ქვეყანას სჭირდებით.”

თეგები: ზუკა ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved