ტელეჟურნალისტი, ვახო სანაია ფეისბუქზე წერს:
“20 ივნისს ივანიშვილს საჯარო მოხელეების მხარდაჭერა და კონტროლი გაერღვა. პროცესი გაღრმავდება და ოლიგარქიულ მმართველობას სწორედ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პატიოსანი მოქალაქეები დააჭედებენ ბოლო ლურსმანს. ამიტომაა ოპონენტების დევნა რეგიონებში. სინამდვილეში მხოლოდ პარტიული აქტივის გამოყვანას ახერხებენ და ამ ხალხთან არაფერი აქვთ საერთო პატიოსან საჯარო მოსამსახურეებს. ილუზიას ქმნის ხელისუფლება. სინამდვილეში კი პატიოსანი ხალხი რუსთაველზე იდგა 20 ივნისს ან ტელევიზიით უყურებდა და გულშემატკივრობდა აქციას.”
კომენტარები