• რეკლამა
  • კონტაქტი
17:17, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ვახსენებ პუტინს და რა მერე?” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:31 06-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

ირაკლი ღარიბაშვილი რომან გოცირიძეს პასუხობს, რომელმაც მას შეახსენა, რომ პუტინი ბოლოს მხოლოდ 2014 წელს ახსენა და დაუსვა კითხვა, რატომ ერიდება მისი სახელის წარმოთქმას?

ღარიბაშვილი:

“მაგით რის თქმა გინდათ ბატონო რომან, რატომ არ ვახსენებ რუსეთის პრეზიდენტის სახელს – პუტინს. და რა მერე? რისი მიღწევა გინდათ? რას მოვუტან ამით ან ქვეყანას, ან ხალხს, თქვენთვის რას მოვიტან? რისი ჩვენება გინდათ მაგით? თქვენ რომ ახსენეთ რა მერე? მაგარი კაცი ხართ, თუ რა გააკეთეთ ამით ვერ გავიგე? რა აჩვენეთ ხალხს? აუხსენით ხალხს, რა სპექტაკლებს დგამთ ამით ვერ გავიგე… გაჩერდით სანამ გაგახსენეთ რაღაცეები”

 

 

შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა არ უპასუხა გუშინ, 21 ივნისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას – ენდობა თუ არა პუტინს.

კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი:

–ენდობით პუტინს?

ირაკლი ღარიბაშვილი:

“2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა.  90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, 30 წლის წინ, ისინი [რუსეთი]  ეხმარებოდნენ ამ სეპარატისტულ ჯგუფებს და ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების” საფუძველზე”.

კატარის ეკონომიკური ფორუმის წამყვანი იმეორებს კითხვას:

–ენდობით პუტინს?

ირაკლი ღარიბაშვილი:

“ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში. 2012 წლიდან არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია, მხოლოდ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ”.

თეგები: ვლადიმერ პუტინიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved