• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მხოლოდ ივნისში ირაკლი ღარიბაშვილი Facebook გვერდის რეკლამაში 7 600 დოლარი დაიხარჯა – ფლანგვის დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
17:56 06-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ მხოლოდ ივნისში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook გვერდის რეკლამაში 7 600 დოლარი დაიხარჯა, რაც დღევანდელი კურსის მიხედვით 26 810 ლარია.

მათივე ცნობით, 2020 წლის აგვისტოდან დღემდე პრემიერმინისტრის Facebook გვერდის დასპონსორებაში გადახდილმა თანხამ 135 655 დოლარი შეადგინა.

“ყველაზე მეტი – 66 069 დოლარი, საქართველოს მთავრობამ გადაიხადა, რაც დაახლოებით 251 062  ლარია. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში (2020-2021 წლებში) მის გვერდს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ასპონსორებდა და რეკლამების ხარჯმა 20 258 დოლარი შეადგინა (დაახ. 71,916 ლარი). დანჩენილი ხარჯი შემდეგნაირად განაწილდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა: 29 647 ადოლარი

პარტია ქართული ოცნება: 14 367 დოლარი

პაატა გამჯაშვილი: 5 314 დოლარი”. – წერს ორგანიზაცია.

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ პრემიერმინისტრი სხვა დანარჩენზე ნაკლები თანხით ასპონსორებს ისეთი შინაარსის პოსტებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება.

“მაგალითად: 100 დოლარზე ნაკლები დახარჯა პრემიერმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო ვიზიტის დარეკლამირებაში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა ევროპარლამენტსა და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებთან.

100 დოლარზე ნაკლები თანხით დააპონსორა განცხადება, სადაც მწუხარება გამოთქვა რუსეთის ქმედებაზე დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ. Facebook პოსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პოსტი ნაკლები თანხით იყო დასპონსორებული, იგი სოციალური ქსელის მომხმარებლის არც თუ ისე დიდმა ნაწილმა ნახა.

300-399 დოლარით დაასპონსორა ღარიბაშვილმა თავისი პირველი კომენტარი უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით”. – წერს მთავრობა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიფლანგვის დეტექტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved