• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კვლევა, თუ პროპაგანდა? – “მის შედეგებს იხმობენ სახელისუფლებო ექსპერტები” – ISFED

ალია ავტორი - ალია
17:22 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და განცხადებას ავრცელებს:

 

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაშუქდა კომპანია „გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავას  არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს  პროპაგანდის ინსტრუმენტს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი  აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ  აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს. 

წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა,  საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც, ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ,  ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს.  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ.  ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები.  პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესერბული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ.

 

 

აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

GORBI-ის კვლევაში დასმული კითხვები, რომლითაც ხდება დაშვება, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ომი შეიძლება უნდოდეს, თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრანაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის  წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს  საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ.

გასააზრებელია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება Საქართველოში რუსული აგრესიის საფრთხესაც ზრდის.  რუსული პროპაგანადისტული მანქანა, მისი სამხედრო თუ სხვაგვარი აგრესიის გადასაფარად და ამ მხრივ სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განუზომელ რესურსებს ხარჯავს. ამ საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის  ევროპასთან ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს.

თეგები: სამართლიანი არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved