• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუჭერს, თუ არა, მხარს წალენჯიხის საკრებულო მერიის რეფორმის პროექტს? – გიორგი ხარჩიალავას ღია წერილი კორნელი სალიას

ალია ავტორი - ალია
14:49 06-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელ სალიას საგანგებო წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ საკრებულომ რეფორმა, რომელიც მერიაში უნდა გატარდეს, სწრაფად დაამტკიცოს.

შეგახსენებთ: ხარჩილავას ინიციატივით, მერიის რეორგანიზაცია იგეგმება. რეფორმის კანონპროექტს საკრებულო რამდენიმე ხანია, განიხილავს, თუმცა დამტკიცება ჭიანურდება. ყველაზე საინტერესო ის არის, დაუჭერენ თუ არა მხარს რეფორმის რეალობად წალენჯიხის საკრებულოში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. წალენჯიხა პატარაა და გამოჩნდა, რომ უამრავი ქვედინებები უკავშირდება აქ გაბერილ შტატებს, საბოლოო ჯამში, გაბერილი შტატები ნიშნავს იმას, რომ ფული და კეთილდღეობა აკლდება მოსახლეობას.

შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რეფორმა ბევრს შეიძლება არც აწყობს. არადა, მერიის კადრების ოპტიმიზაცია აუცილებელია და ამას ხარჩილავა ფაქტებით ადასტურებს.

„მერიის აპარატში პროცესები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებზე დაკისრებული ვალდებულება ბუნდოვანია, ან/და მინიმალური. ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებს რამდენიმე ადამიანი და არ არის განსაზღვრული თითოეულის უფლება-მოვალეობა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ვერ ხდებოდა განსაზღვრა, თუ რომელი სამსახურის განხილვის სფეროში შედიოდა კონკრეტული შემთხვევები. ასევე არსებითი აცდენაა სამსახურის დებულებებით განსაზღვრულ და პრაქტიკულ უფლებამოსილებებს შორის.

მაგალითისთვის გამოდგება ერთ-ერთი პოზიცია, რომლის პრაქტიკულ ფუნქციას შეადგენდა ონლაინ ტრენინგების მოსმენას და ამაში სახელმწიფო იხდიდა სოლიდურ ანაზღაურებას. ანუ ხალხი ქირაობს და ხელფასს უხდის საჯარო მოხელეს იმისათვის, რომ მან მოისმინოს ტრენინგები და არა – მოემსახუროს იმ საზოგადოებას რომელიც მას ხელფასს უხდის?

მეორე მაგალითია პოზიცია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ჯიბიდან ვიხდიდით ფულს იმისთვის, რომ კვირაში ერთხელ მერიის შენობიდან, გვერდით მდგარ ფოსტის შენობაში გადაეტანოს რამდენიმე წერილი. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტბრუნვა მის უშუალო მოვალეობებში არ შედიოდა და ამისთვის ცალკე განყოფილებაა შექმნილი.
მესამე მაგალითია კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის 10 კაციანი სამსახურის ბოლო წლების აქტივობები, რომლის პრაქტიკული ფუნქციაც, ძირითადად თაიგულების შეძენით და მილოცვებით შემოიფარგლებოდა, მაგალითად 8 მარტი და სხვა. (ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ მუშა ჯგუფის მიერ შედგენილ დასკვნასა და თანამშრომელთა ვიდეოგამოკითხვაში). ამასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არაეფექტურია; არ აკმაყოფილებს დროის მოთხოვნას. თუ გადავხედავთ მერიის ვებ-გვერდსა და ფბ გვერდს, თვალსაჩინოა მდარე ხარისხის კონტენტი, რომელიც არათუ საუკეთესო სახით წარმოაჩენს მერიას, არამედ ხშირ შემთხვევაში დისკრედიტაციის საბაბიც კი ხდება. ეს არის ფოტო თუ ტექსტი. როგორც ჩანს არ არსებობს მედიის სტრატეგია და პიარის ერთიანი ხედვა. ის ვერ ასახავს ახალი ხელისუფლების განვითარების ტემპს. ხშირ შემთხვევაში კი ნიუსები ან საერთოდ არ, ან მეორე დღეს იდება,“ – წერია ხარჩილავას მიერ სალიასათვის გაგზავნილ წერილში.

საბოლოო ჯამში,ზოგადი დათვლით, საუბარია 10 წელიწადში დაახლოებით 2მილიონ ლარზე.

ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ რეფორმის შედეგად მერიისა თუ ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ფუნქციები ეფექტურად გადანაწილდება და შესაბამისად, კონკრეტული სფეროებიც გაძლიერდება.

ზოგადად, რეფორმა განვითარებისთვის აუცილებელია. აქედან გამომდინარე, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეფორმის პროექტის განხილვას აღარ გააჭიანურებს და წალენჯიხის დემოკრატიულ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რომ თვითმმართველობის განვითარების კუთხით ნაბიჯები სწრაფად გადადგას. აქ ისიც გამოჩნდება, რამდენად მზადაა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რეფორმებისთვის და ცვლილებებისთვის.

წყარო – თაიმერი

თეგები: გიორგი ხარჩილავაწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved